EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« როგორ აცოცხლებენ ბანკები ხანდაზმულ სესხებს?! »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2017-10-17 20:05:32

სქემა – როგორ აცოცხლებენ ბანკები ხანდაზმულ სესხებს

Georgian Banks Aid Flood Victims

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2000 წელს ბრძანება გამოსცა, სადაც უიმედო სესხებზეა ლაპარაკი და მითითებულია ის კანონიერი ზომები, რომელსაც კომერციულმა ბანკებმა თანხის ამოღებისას უნდა მიმართონ. ბანკის მოვალეებისგან თანხების ამოღებას პრობლემური სესხების მართვის კომპანიები ახორციელებენ, რომელთა შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი. 
 
რამდენად კანონიერად მოქმედენ ეს კომპანიები და რა ტიპის სესხებზე საუბრობს ეროვნული ბანკი – ამ საკითხზე „მეოთხე“ ესუბრა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელს, ადვოკატ მარიკა არევაძეს:
 
– მარიკა, იქნებ აგვიხსნათ, რატომ აწარმოებენ ბანკებში არსებული პრობლემური სესხების ამოღებას სხვა კომპანიები, რა გარიგებაა დადებული, რასთან გვაქვს საქმე? 
 
– ბანკებსა და პრობლემური აქტივების მართვის კომპანიებს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ახორციელებენ ურთიერთთანამშრომლობას, ანუ ბანკი მათ გადასცემს პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციას და შემდგომ, ეს კომპანიები იწყებენ ვალების ამოღებას. არის ქვეყნები, სადაც უიმედო სესხების გაყიდვა აპრობირებული მეთოდია, ანუ პრობლემური აქტივები იყიდება. ყიდულობენ ასეთი ტიპის კომპანიები და შემდგომ თვითონ ახორციელებენ ასე ვთქვათ, ზრუნვას, რომ ეს პრობლემური აქტივები გააცოცხლონ, მაგრამ საქართველოში მე რაც შეხება მქონია პრობლემური მართვის კომპანიებთან, არცერთ მათგანს არა აქვს ყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულება ბანკთან, ანუ რეალურად, ასეთი კომპანიები ბანკს უწევენ მომსახურებას, რომ ეს თანხები ამოიღონ. ისინი ამოღებული თანხების მიხედვით იღებენ ბანკისაგან მომსახურების საფასურს. მე რა ხელშეკრულებებიც მინახავს, ამ ფორმით არის გაფორმებული, მომსახურების ხელშეკრულებაა. პრობლემური მართვის კომპანიები, თუკი ვერ მოახერხებენ თანხის ამოღებას, ისევ უკან უბრუნებენ ბანკს.
 
– ეს რამდენად კანონიერია და ამ დროს ირღვევა თუ არა მსესხებლის უფლებები?
 
– საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკში არსებული კლიენტის შესახებ ინფორმაცია დაცული უნდა იყოს და არავის აქვს უფლება, ამის შესახებ ინფორმაცია კლიენტის თანხმობის გარეშე გადასცეს სხვა, მესამე პირს. მათ შორის არც ს.ს. „კრედიტინფოს“, არც პრობლემური სესხების მართვის კომპანიებიდან რომელიმეს. თუ კლიენტისგან არ გაქვს აღებული თანხმობა, ამ ინფორმაციის გაცემა დაუშვებელია! თუ ბანკსა და კლიენტს შორის არსებობს ხელშეკრულება, სადაც ხელია მოწერილი და ითვალისწინებს, რომ ბანკს ანიჭებს უფლებამოლსილებას, კლიენტის შესახებ ბანკში არსებული ნებისმიერი ან კონკრეტული ინფორმაცია გადასცენ სხვას, მაშინ ბანკი მოქმედებს კანონიერად და შეუძლია, რომ გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.
 
– კლიენტს თუ აქვს უფლება, რომ უჩივლოს ბანკს ამ ინფორმაციის გასაჯაროებისთვის? 
 
– ასეთ შემთხევვაში, კლიენტს შეუძლია დაწეროს განცხადება და მიმართოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს. პერსონალური მონაცემების დაცვის აპარატი დაიწყებს მოკვლევას, თუ დადგინდა, რომ ადგილი აქვს სამართალდარღვევას, გამოიყენებს საჯარიმო სანქციებს, დამრღვევის მიმართ, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში, ბანკის მიმართ, მათ ამის უფლებამოსილება გააჩნიათ. თუ არ დადგინდა სამართალდარღვევის ფაქტი, ან განმცხადებელი მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ იქნება, შემდგომ, ადმინისტრაციული წესით, ეს გადაწყვეტილება შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს.
 
– ეროვნული ბანკის ბრძანებულებაში სესხის ხანდაზმულობის შესახებ არაფერია ნათქვამი, იქნებ განმარტოთ, როდის ითვლება სესხი ხანდაზმულად?
 
– ხადაზმულობა იურიდიული ტერმინია და გულისხმობს იმას, რომ ხანდაზმული სესხის პირობებში მოვალეს შეუძლია უარი განაცხადოს მის გადახდაზე. ხანდაზმულად (სახელშეკრულებო ურთიერთობისას) ითვლება სესხი, ვალდებულების შესრულების დრო რომ დადგა, მაგალითად, მაისში იყო გადასახდელი შემდგომი შენატანი და არ მოხდა გადახდა. ამ დღიდან გავიდა 3 წელი, ანუ ვალდებულების დარღვევიდან გასულია 3 წელი, ხოლო იპოთეკური სესხის შემთხვევაში 6 წელი. როდესაც პრობლემური აქტივების მართვის კომპანიები მსესხებლისგან ითხოვენ თუნდაც 10 ლარის შეტანას, იმიტომ ხდება, რომ ხანდაზმულობა შეწყვიტონ, ანუ ძალიან მარტივი სქემაა – სესხი ხანდაზმული ხდება ბოლო გადახდიდან 3 წლის განმავლობაში, მაგრამ თუკი თუნდაც ერთი ლარი შევა სესხის სასარგებლოდ, ეს ნიშნავს, რომ მსესხებელმა ვალი აღიარა, ხანდაზმულობა წყდება და ზუსტად იმ თუნდაც ერთი ლარის შეტანის დღიდან იწყება ხელახალი 3 წლის ვადის ათვლა.
 
– ხანდაზმულობის აღდგენა რაზეა გათვლილი, მსეხებელს თუ გაუჩნდება რაღაც თანხა, ყოველთვის ჰქონდეთ მოთხოვნის უფლება? 
 
– კი, ამ შემთხვევაში მაგაზეა გათვლილი, რომ მოთხოვნის უფლება ექნება გამსესხებელს, ამ შემთხევვაში ბანკს. თუ მსესხებელი გახდება გადახდისუნარიანი, დაიწყებს მუშაობას, ან გაუჩნდება ქონება, რითაც ვალდებულება შეიძლება განხორციელდეს, ბანკს ეძლევს უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სესხის დაბრუნება. ხანდაზმულობის შემთხვევაში, ბანკმა რომ მიმართოს სასამართლოს, მსესხებელი იტყვის, რომ სესხი ხანდაზმულია და უარს ვაცხადებ მის გადახდაზეო, ასეთ შემთხვევაში კი ბანკი წააგებს. ამიტომ არ მიმართავენ ხოლმე სასამართლოს ხანდაზმული სესხების შემთხვევაში. მე მაქვს ერთი ქეისი ხანდაზმულ სესხზე, არც ინფორმაციას მისწორებს „კრედიტინფო“ მონაცემებში, არც ბანკი თავის მონაცემებში და არც სასამართლოს მიმართავენ, რომ სესხის ხანდაზმულობა დავადგინოთ.
 
– თუ სესხი უიმედოდ ითვლება, ხანდაზმულობის ვადაც გასულია, მაგრამ მსესხებელი ე.წ. „შავ სიაში“ ისევ რჩება. ასეთ დროს, რა უფლება აქვს მსესხებელს, რა უნდა გააკეთოს, რომ ეს მონაცემი გაუქმდეს?
 
– ფიზიკურ პირს უფლება აქვს მის შესახებ ინფორმაცია თუ არ სურს, რომ სადმე იყოს, მიმართოს კონკრეტულ დაწესებულებას და მოითხოვოს მისი გასწორება, ან ამოღება, მაგრამ ამ შემთხევვაში, ეს ვერ ხერხდება მიუხედევად იმისა, რომ თვითონ „კრედიტინფოს“ ამის შესახებ ოფიციალურად საიტზე უდევს მემორანდუმი. თუ კლიენტი მივა და მოითხოვს ინფორმაციის შესწორებას, ამას არ ახორციელებენ და ხელს იშვერენ ბანკისკენ. ამბობენ, რომ მათ მიაწოდეს ინფორმაცია, ვერ ამოვიღებთ და ბანკს მიმართეთო. ბანკში ამობენ, მიუხედავად იმისა, რომ სესხი გაქვთ ხანდაზმული, სესხი არ დაგიფარია და ამიტომ ამ მონაცემს არ შევცვლიო. ამით რაღაც წრე იკვრება, რომელიც ჯერ ვერ გავხსენით, თუმცა, გარკვევას ვცდილობთ.
 
meotkhe.ge