EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ყველაზე უსაფრთხო ადგილი ჭექა-ქუხილის დროს »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: Nisa

თარიღი: 2017-10-18 00:13:38

ყველაზე უსაფრთხო ადგილი ჭექა-ქუხილის დროს

thunder

ჭექა-ქუხილის დროს, მთავარი საშიშროება მეხის დაცემაა. თუ უამინდობამ გზაში მოგისწროთ, არ გადმოხვიდეთ ავტომანქანიდან. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჭექა-ქუხილის დროს, ყველაზე უსაფრთხო ადგილი თვითმფრინავი და მოძრავი ავტომანქანის სალონია. ჩაკეტეთ ფანჯრები და დაუშვით ავტომობილის ანტენა.

მეხს თავისი “საყვარელი” ადგილები აქვს სადაც ის ყველაზე ხშირად ეცემა. ეს არის: მაღალი, განცალკევებით მდგარი ხე, თივის ზვინი, საკვამური, მაღალი შენობა, მთის წვერი. ტყეში მეხი ყველაზე ხშირად მუხას და ფიჭვს ეცემა.

ელვა საშიშია მაშინ, როდესაც ნათებას მაშინვე მოყვება გრუხუნის ხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ საშიში ღრუბელი თქვენს თავზეა. და მეხის დაცემის ალბათობა დიდია. თუ ამ დროს სახლში ხართ, ნუ გახვალთ გარეთ, დაკეტეთ ფანჯრები და ბუხრის საკვამური. ყურადღება მიაქციეთ, რომ შენობაში არ იყოს ორპირი ქარი, რომელსაც სფერული მეხის მოზიდვა შეუძლია.

სფერულ მეხთან შეხვედრისას არ გამოიჩინოთ მის მიმართ არანაირი აგრესია, შეძლებისდაგვარად შეინარჩუნეთ სიმშიდე და არ იმოძრაოთ. არ მიუახლოვდეთ და არაფერი შეახოთ, რადგან შეიძლება მოხდეს აფეთქება. არ გაექცეთ სფერულ მეხს, რადგან ჰაერის დინებას შეუძლია ცეცხლოვანი სფერო თქვენსკენ მოიზიდოს.

 

ფოტო განწყობისათვის

mekhi