EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« კოსმოსური დაკრძალვა - ახალი ბიზნესის დასაწყისი »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2017-10-22 21:18:24

კოსმოსური დაკრძალვა - ახალი ბიზნესის დასაწყისი

Families to scatter loved ones' ashes in the stratosphere

გარდაცვალების შემდეგ ფერფლის კოსმოსში გაბნევა ალბათ ცხოვრების დასრულების ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი გზაა ზოგიერთისთვის. 
აქამდე მსგავსი რამ შეუძლებელი იყო, თუმცა ბრიტანულმა კომპანიამ ბევრის ოცნება აქცია რეალობად და უკვე ნოემბრიდან შესაძლებელია კოსმოსი საყვარელი ადამიანების საბოლოო განსასვენებლად იქცეს.
 
Ascension Flights შეფილდის უნივერსიტეტის ორი კურსდამთავრებულის დაარსებული კომპანიაა. ისინი ბოლო რამდენიმე წელია კოსმოსში წარმატებით გზავნიან სხვადასხვა ობიექტებს. ბოლოს, მას შემდეგ რაც სპეციალურად შექმნილი ხომალდით ფერფლი გაფანტეს კოსმოსში, გეგმავენ, რომ ახალი სერვისი საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადონ.
 
მათი აზრით, დედამიწა კოსმოსური ხანის ახალ ეტაპზე გადავიდა, მალე კოსმოსში ექსკურსიებიც კი შესაძლებელი იქნება. თუმცა იმ ადამიანთა უმეტესობა, ვისაც კოსმოსი იზიდავს იქ მოხვედრას ვერასოდეს შეძლებს. მათი სერვისი კი ოჯახებს საყვარელი ადამიანების ოცნების ასრულების შანსს აძლევს.
 
Families to scatter loved ones' ashes in the stratosphere
 
პაკეტი 1036 - დან 2470 დოლარამდე ჯდება და ფერფლის გაფანტვის ფოტო და ვიდეო გადაღებასაც მოიცავს.
 
The Ascension 1 craft, ასე ჰქვია ხომალდს, რომელსაც ფერფლს კოსმოსში წაიღებს. ხომალდი ტვირთით სავსე ყუთია, რომელსაც კამერა, მეთვალყურეობის მოწყობილობა, გამშვები მექანიზმი გააჩნია და წყალბადის აირით სავსე საჰაერო ბუშტზეა მიმაგრბული. როცა ხომალდი კოსმოსის ზღურბლს, დაახლოებით 25 კილომეტრის სიმაღლეს აღწევს, კომპიუტერი გამშვებ მექანიზმს ააქტიურებს, რის შედეგადაც ფერფლი ნელ-ნელა იფანტება. შემდეგ ბუშტი სკდება და სპეციალური პარაშუტი კონტეინერს დედამიწაზე აბრუნებს.
 
ჩამოყრილი ფერფლის ნაწილაკებს სტრატოსფეროს ქარები მთელ პლანეტაზე ფანტავს და დედამიწაზე წვიმის წვეთების ან თოვლის ფიფქების სახით ბრუნდება. თუმცა უფრო დიდი ნაწილი დედამიწის გრავიტაციას გაურბის და ვარსკვლავებისკენ აგრძელებს გზას.
 
კომპანიის თანადამფუძნებლის, კრის როუზის თქმით, ჩვენ ყველანი ვარსკვლავის მტვერი ვართ და ეს რიტუალი მათთვისაა, ვისაც კოსმოსის ხანის დასაწყისში მოუწია ცხოვრება.