EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« თბილისში, უნივერმაღის ძველ შენობაში, 30 ნოემბერს თანამედროვე სავაჭრო ცენტრი გაიხსნება »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2017-11-04 11:43:04

თბილისში, უნივერმაღის ძველ შენობაში, 30 ნოემბერს თანამედროვე სავაჭრო ცენტრი გაიხსნება

გალერია თბილისი

თბილისის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” გვერდით, წლების წინათ არსებული უნივერმაღის ძველ შენობაში,  მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” 30 ნოემბერს გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება. 65 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის შენობას აქვს 260 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი. აღჭურვილია გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით. შენობის გადახურვის ნაწილი შესრულებულია მწვანე გადახურვის პრინციპით, ნაწილი კი ხელოვნური და ტერასული გადახურვით.
საკუთარი არქიტექტურით შენობა დააპროექტა კომპანია Moshe Tzur Architects-მა. ​​პროექტის საინვესტიციო ღირებულება არის 97 მლნ აშშ დოლარი.
მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება 100-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის მაღაზია, კინოთეატრი “კავეა“, ბოულინგ კლუბი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საკვები ზონა, სუპერმარკეტი გუდვილი და სხვადახვა მომსახურების ობიექტი.
შენობაში ინტეგრირებულია გრიბოედოვის და თავისუფალი თეატრების შენობა და მეტროსადგური “თავისუფლების მოედანი”.
​მისივე ინფორმაციით, “გალერია თბილისში” გაიხსნება პოპულარული შვედური ბრენდის, H&M-ის პირველი მაღაზია რეგიონში, რომლის პრეზენტაცია, ცალკე ღონისძიების სახით 18 ნოემბერს გაიმართება.
“გალერია თბილისის“ შენობა 6 სართულიანია.
 
გალერია თბილისი
 
მინუს ერთ სართულზე განთავსებულია სერვის ობიექტები, საყოფაცხოვრებო მაღაზიები, სუპერმარკეტი.
0 სართულზე – ტანსაცმელი, პარფიუმერია, აქსესუარები, გრიბოედოვის თეატრი;
1 სართულზე – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები;
2 სართულზე – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, თავისუფალი თატრი;
3 სართული – ბავშვის ტანსაცმელი/სათამაშოები, სპორტული მაღაზიები, ბავშთა გასართობი ცენტრი;
4 სართულზე- კვების ზონა, ბავშვთა გასართობი ცენტრი;
5 სართულზე – კინოთეატრი და ბოულინგი.
“გალერია თბილისის” დირექტორ ნიკა ცინცაძის ინფორმაციით, “გალერია თბილისი” ასევე უმასპინძლებს ისეთი ცნობილი ბრენდების მაღაზიებს, როგორიცაა Calvin Klein Jeans, Armani Exchange, Lagerfeld, Lacoste, Guess, Trussardi, United Colors of Benetton, IKKS, Roman და სხვა. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება კომპანია Apple -ის ოფიციალური პრემიუმ რისელერი.
“გალერია თბილისი” საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შენობის მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ანაგი” აწარმოებს, რომელიც არის პროექტის გენერალური კონტრაქტორი.