EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ESA ევროპის კოსმოსური სააგენტო მთვარეზე სოფლის გაშენებას ფიქრობს »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2017-11-04 14:04:37

ESA ევროპის კოსმოსური სააგენტო მთვარეზე სოფლის გაშენებას ფიქრობს

moon station

ევროპის კოსმოსურ სააგენტოს (ESA) მთვარეზე სოფლის გაშენება სურს. სააგენტოს ხელმძვანელის განცხადებით, სოფელი მეცნიერებას, ბიზნესს, ტურიზმსა და სხვა სფეროებს მოემსახურება. CNN-ის ინფორმაციით, ჯოან ვოერნერის ინტერვიუ სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ „მთვარეზე მუდმივი ბაზის შექმნა, კოსმოსის შესწავლის შემდგომი ლოგიკური განვითარება იქნება". მისივე თქმით, სპეციალური სოფელი სამომსავლოდ საერთაშორისო კოსმიურ სადგურს (ISS) ჩაანაცვლებს.

 
„დასაწყისისთვის განსაკუთრებული და მასშტაბური აღმოჩენები არ გვჭირდება. შეგვიძლია დავიწყოთ მცირე სადესანტო მისიით, რასაც უკვე ბევრი ქვეყანა გეგმავს", - განაცხადა მან.
 
moon station
 
როგორც ევროპის კოსმიური სადგური აღნიშნავს, მთვარეზე სოფლის შექმნისთვის საჭირო ტექნოლოგიების განვითარებას დაახლოებით 20 წელი დასჭირდება. სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სოფლის ასაშენებლად მთვარის რესურსების გამოყენებაა შესაძლებელი, იმის მაგივრად რომ ბუნებრივი რესურსების დედამიწიდან გადატანა მოხდეს. შენობების სტრუქტურის გაკეთება, მისი თქმით 3D პრინტერის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
 
ადამიანის მთვარეზე მუდმივად ყოფნა შესაძლოა სარისკო იყოს, კოსმიური რადიაციისა და ექსტრემალური ტემპერატურის გამო, თუმცა ვოერნერი აღნიშნავს, რომ რისკის შემცირება მთვარეზე სწორი ლოკაციის შედეგად შესაძლებელი იქნება.