EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ციცერონი – შეცდომა, რომელსაც ადამიანი საუკუნეთა განმავლობაში უშვებს »

კატეგორია: გამონათქვამები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2017-11-05 13:58:07

ციცერონი – შეცდომა, რომელსაც ადამიანი საუკუნეთა განმავლობაში უშვებს

cicero ციცერონი

 

ციცერონი
 
მარკუს ტულიუს ციცერონი (ლათ. Marcus Tullius Cicero; დ. 3 იანვარი, ძვ. წ. 106, არპინუმი, იტალია — გ. 7 დეკემბერი, ძვ. წ. 43, ფორმია, იტალია), რომაელი პოლიტიკოსი, ადვოკატი და პოლიტიკური მოაზროვნე, ძველი რომის ყველაზე სახელგანთქმული ორატორი და კონსული ძვ. წ. 63 წელს.
 
ბიოგრაფია
 
გამოჩენილი რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი, ფილოლოგი, მწერალი, პოეტი, ფილოსოფოსი, მხედართმთავარი, ორატორი და ადვოკატი - მარკუს ტულიუს ციცერონი დაიბადა ძვ.წ. 106, 3 იანვარს, იტალიის პროვინციულ ქ. არპინუმში. ჩვენამდე მოღწეულია მრავალი მისი სიტყვა, ფილოსოფიური ნაშრომი და კერძო წერილი. 
 

შეცდომა, რომელსაც ადამიანი საუკუნეთა განმავლობაში უშვებს

1. იმის რწმენა , რომ შესაძლებელია სხვისი განადგურებით რაიმე სარგებელი მივიღოთ;
2. დარდი იმ საგნებსა და მოვლენებზე, რომელთაც ვერც შეცვლით და ვერც გამოვასწორებთ;
3. დაჟინებით მტკიცება, რომ რაიმე შეუძლებელია, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია მისი მიღწევა;
4. უმნიშვნელო, წვრილმან მოთხოვნილებებზე დამოკიდებულება;
5. გონებრივი განვითარებისა და სრულყოფის უგულებელყოფა;
6. იმის ცდა, რომ სხვებიც ვაიძულოთ იწამონ ის, რისიც ჩვენ გვწამს და იცხოვრონ ისე, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ.

 

  • მშვიდი,სუფთა და ფაქიზი ცხოვრება უზრუნველი სიბერის საწინდარია.
  • სიძლიერე დაიძლევა მხოლოდ სიძლიერით.

 

 

  • საკუთარი ნაკლის ცოდნა საუკეთესო თვისებაა.
  • მართალი ნათქვამია: ერთ სიცრუეს მეორესთან მივყავართ.

 

 

  • ომის დროს კანონი სდუმს.
  • ეცადეთ თქვენს გადაწყვეტილებეს მიზეზი მართავდეს.

 

  • ბუნება თავისთავად აქცევს ბრძენ კაცს მდიდრად.
  • არასდროს იყოთ თავშეუკავებელნი. ზომიერებაა მთავარი.

 

 

  • არავის შეუძლია კარგად საუბარი, თუ საგანი საფუძვლიანად არ აქვს შესწავლილი.
  • ჩვენი ცხოვრება პატარაა, მაგრამ საკმარისია იმისთვის,რომ ვიცხოვროთ კარგად და პატიოსნად.

 

 

  • ჩვენი აზრები თავისუფალია.
  • მკაცრ კანონს ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ.

 

ხალხის კეთილდღეობა ძირითადი კანონია.

ჩვენ არ ვანადგურებთ რელიგიას,ცრუმორწმუნეობის განადგურებით.

არ უნდა ვთქვათ,რომ ყოველი დაშვებული შეცდომა სისულელეა.

სადაც პატიოსნება არ არის, იქ არც ღირსებაა.

ოთახი წიგნების გარეშე, იგივეა რაც სხეული სულის გარეშე.

სანამ სიცოცხლეა, იმედიც არსებობს.

აუარებელი ფული აყალიბებს ომის მამოძრავებელ ძალებს.

დამშვიდებული გონება წყნარი ცხოვრების შედეგია

 

ჩვენი სამშობლო არის ჩვენი საერთო მშობელი.
 
 
Patria est communis omnium parens.
 
 
 
 
დიდი პიროვნება რომ სცნო, თავადაც რაიმეს უნდა წარმოადგენდე.
 
 
 
 
შიშსა და ხიფათში მეტი მიდრეკილება გვაქვს, დავიჯეროთ სასწაულები.
 
 
 
 
როცა აწმყოში სატრაბახო არაფერი აქვთ, წარსული საქმეებით ტრაბახობენ.
 
 
 
 
გონების დაავადება უფრო უარესია და უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე სხეულის.
 
 
 
 
მტერი ყოველთვის იძახის სიმართლეს, მოყვარე - არასოდეს.
 
 
 
 
განა შეიძლება ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც მეგობრის ღირსებას თავის ღირსებაზე მაღლა დააყენებს?
 
 
 
 
ყაჩაღებსაც კი აქვთ თავისი კანონები.
 
 
 
 
ფული - ომის ნერვია.
 
 
 
 
სახლი, სადაც წიგნი არ არის, უსულო ორგანიზმს ჰგავს.
 
 
 
 
მეცოდება ის მოხუცი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლის განმალობაში ვერ დასცინა სიკვდილს.
 
 
 
 
კანონი გვეუბნება რა უნდა გავაკეთოთ, და გვიკრძალავს ამის საწინააღმდეგოს.
 
 
 
 
ფულის მქონე არ შეიძლება დასჯილი იქნეს.
 
 
 
 
ყოველი ჩვენთგანი შეიძლება შეცდეს, მაგრამ მხოლოდ სულელი შეიძლება შეცდეს და შეუპოვარი დარჩეს.
 
 
 
 
როდესაც იარაღი ბობოქრობს, მაშინ კანონი სდუმს.
 
 
Silent enim leges inter arma
 
 
 
 
სახე - სულის სარკეა.
 
 
 
 
ჩვენ კანონის მონები უნდა ვიყოთ, თუ გვინდა რომ თავისუფალნი დავრჩეთ.
 
 
 
 
არსებობს თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც მთელი დღის განმალობაში შუბს ისვრის და ერთხელაც ვერ არტყამს მიზანს?
 
 
 
 
არ იცოდე ისტორია, ეს იგივეა სამუდამოდ ბავშვად დარჩე.
 
 
 
 
დაეუფლო სიბრძნეს არ არის საკმარისი, მთავარია იცოდე მისი გამოყენება.
 
 
 
 
არ შეიძლება გიყვარდეს ის, ვისიც გეშინია, და არც ის - ვისაც შენი ეშინია.
 
 
 
 
ცხოვრებაში და აზროვნებაში, შემთხვევითობაზე საზიზღარი - არაფერია.
 
 
 
 
არც წყლით და არც ცეცხლით ისე ხშირად არ ვსარგებლობთ, როგორც მეგობრობით.
 
 
 
 
ჩვევა - ეს მეორე ნატურაა.
 
 
consuetudo quasi altera natura
 
 
 
 
ორატორის დიდი მიღწევაა არა მარტო ის, თქვას ის რაც საჭიროა, არამედ არ თქვაა ის რაც არ არის საჭირო.
 
 
 
 
მოსამართლე - ეს მოსაუბრე კანონია, კანონი კი არ არის ჩემი მოსამართლე.
 
 
 
 
ის, ვისაც უნდა რომ ისწავლოს, ხშირად ვნებს იმ ადამიანის ავტორიტეტს, ვინც სწავლობს.
 
 
 
 
ჭეშმარიტება ეჭვებით იწყება.
 
 
 
 
ხელგაშლილობას საზღვარი არ აქვს.