EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« მწვანე კონცხი შავ ზღვას საბაგიროთი დაუკავშირდება »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2017-11-07 22:57:15

მწვანე კონცხი შავ ზღვას საბაგიროთი დაუკავშირდება

მწვანე კონცხი შავ ზღვას საბაგიროთი დაუკავშირდება

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი მწვანე კონცხზე ხუთ ვარსკვლავიან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექს აშენებს. პროექტი უპრეცედენტოა თავისი შინაარსიდან გამომდინარე, იგი საბაგირო გზით დააკავშირებს მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს, კომპლექსი მოიცავს ყველა იმ ატრიბუტს რაც ახასიათებს უმაღლესი დონის საერთაშორისო სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ცენტრებს.
“25 წელზე მეტია, რაც მწვანე კონცხზე 80-იან წლებში მოწყობილი ღია სავარძლიანი საბაგირო გზა დანგრეულია და აღარ ფუნქციონირებს. ჩვენი კომპლექსის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტის გერმანული კომპანია, დოპელმაიერის მიერ მოეწყობა ახალი, საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზა, რომლის გამტარობაც დღეში 5.000 ადამიანი იქნება და ნებისმიერი მსურველი ზღვიდან, რამდენიმე წუთში აღმოჩნდება მწვანე კონცხზე. საბაგიროს განვითარების ფარგლებში ქვედა სადგურის მიმდებარედ მოეწყობა კაფე-რესტორანი და საცურაო აუზი“, – განმარტავენ ფონდში.
სასტუმრო კომპლექსში იფუნქციონირებს, სხვადასხვა კატეგორიის 250-მდე ოთახი, ღია და დახურული აუზები, ფეხბურთის, ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები, ბავშვთა გასართობი ცენტრი და კინო-თეატრი. ამას გარდა სასტუმრო უმასპინძლებს ნებისმიერი ფორმატის საერთაშორისო კონფერენციას.
სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
სამკურნალო-გამჯანსაღებელი კომპლექსი, დამსვენებლებს წელიწადის ნებისმიერ დროს მოემსახურება, რაც თავის მხრივ ინტენსიური ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ფონდის ინფორმაციით, პროექტისთვის საჭირო მიწის ფართობი კომპანიამ შეიძინა საბაზრო ფასად, კომპლექსის მიმდებარე სანაპირო ზოლი, როგორც დაგეგმილი იყო, იქნება ღია და საზოგადოებრივი დანიშნულების.
 
 
ბიზნესმედია