EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« HTC-ის უახლესი სმარტფონი - U11+ გიგანტური ზომის ელემენით »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: Juloboy

თარიღი: 2017-11-07 23:18:39

HTC-ის უახლესი სმარტფონი - U11+ გიგანტური ზომის ელემენით

HTC- U11+

HTC-ის U11 იყო 2017 წლის ერთ-ერთი სოლიდური ფლაგმანური სმარტფონი, რომელიც კომპანიის რეპუტაციის გამო მასობრივად გაყიდვადი სამწუხაროდ ვერ გახდა. მას კარგი და ლამაზი შუშის დიზაინი, ეკრანი, ტექნიკური მონაცემები და რაც მთავარია პროგრამული უზრუნველყოფა ჰქონდა, რომელიც სხვებისგან განსხვავებით გადატვირთული სხვადასხვა უსარგებლო აპლიკაციებითა და სერვისებით არ იყო და გვთავაზობდა კომპანიის ლაით Sense ინტერფეისს.

კომპანიის ახალი სმარტფონი - HTC U11+ ამ ყველაფერს უფრო გაზრდილ ფორმ-ფაქტურაში ათავსებს ტრენდული 18:9 ეკრანთან ერთად.

სინამდვილეში U11+ გამოსვლა U11-თან ერთად იყო დაგეგმილი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მისი გამოსვლა რამოდენიმე თვით გადაიდო, კერძოდ კი U11+ უნდა ყოფილიყო Pixel 2 XL, სანამ Google-ი LG-ს ჩართავდა პროექტში.

 

ტექნიკური მონაცემებიდან, HTC U11+ -ს ეკრანი 5.5 ინჩიდან 6 ინჩამდე გაიზარდა, გარდა ამისა შეიცვალა ასპეკტური ფარდობა და 16:9-დან გახდა 18:9 ფარდობის, რაც წელს ძალიან ტრენდულია, თითქმის ყველა მწარმოებელი აღნიშნულ ეკრანზე გადადის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 6 ინჩიანი ეკრანი ადვილად მოთავსდება ხელში კანტების შემცირების ხარჯზე. აქ ისევ LCD5 ეკრანია, როგორც U11-ში, რეზოლუცია კი 1440 x 2880 პიქსელია. რა თქმა უნდა კანტების შემცირების გამო HTC-ის სახლში დაბრუნების ღილაკი/თითის ანაბეჭდის სენსორი უკანა მხარეს გადავიდა და სმარტფონს ვირტუალური ღილაკები შეემატა.

HTC- U11+

დიზაინის მხრივ აქ HTC-ის ახალი შუშის “Liquid Design”-ია გამოყენებული, ისევე როგორც U11-ში, გვერდები კი 7000 სერიის ალუმინისგანაა დამზადებული, მათ შორის გვერდებში ასევე მომჭერი Edge Sense ტექნოლოგიაა შენარჩუნებული, რაც საშუალებას გვაძლევს გვერდებს მოვუჭიროთ და სხვადასხვა ფუნქციონალი შევასრულოთ, მაგალითად ჩავრთოთ კამერა და გადავიღოთ სურათები, გავხსნათ აპლიკაციები და სხვადასხვა მალსახმობებს გავწვდეთ.

 

პროცესორი ისევ Qualcomm-ის Snapdragon 835-ია, თუმცა ამჯერად მას მხარს 6GB ოპერატიული მეხსიერება უჭერს 128GB შიდა მეხსიერებიან ვერსიაში. 64GB-იანში ისევ 4GB-იანი ოპერატიულია ჩაშენებული. შიდა მეხსიერებას რაც შეეხება, შესაძლებელია მისი გაზრდა სლოტის საშუალებით.

HTC- U11+

ამ ყველაფრის გარდა, HTC-მ ფლაგმანურ სმარტფონში რეკორდული ციფრის, 3,930mAh მილიამპერიანი ბატარეა ჩააშენა, რაც უდავოდ ძალიან კარგია, რადგან 3000 მილიამპერზე U11 ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამძლეობის სმარტფონი იყო, U11+ კი ამას კიდევ უფრი გააუმჯობესებს ასეთი რიცხვით. კომპანიამ ასევე უსადენო დამუხტვა ჩააშენა, რა თქმა უნდა არის Quick Charge 3.0 სწრაფი დამუხტვის საშუალებაც. გაუმჯობესდა წყალგაუმტარობაც და ახლა ის IP68 სტანდარტითაა დაცული 67-ის მაგივრად U11-ში როგორც იყო.

პროგრამული მხარიდან, სმარტფონი Android 8.0 Oreo-ზე მუშაობს ყუთიდანვე HTC-ის ლაითი Sense ინტერფეისით.

 

ფერების მიხედვით სმარტფონი შავსა და “გასაოცარ” ლურჯ ფერშია ხელმისაწვდომი, თუმცა ამათ გარდა კიდევ “გამჭირვალეც” არის, რომელიც სიტყვიდან გამომდინარე - მართლაც გამჭირვალეა. მის უკანა მხარეს ჩანს სმარტფონის ყველანაირი დეტალი, მათ შორის უსადენო დამუხტვის ნაწილიც კი.

 

ფასს რაც შეეხება, სმარტფონი 20 ნოემბრიდან ჩაეშვება გაყიდვაში და €699 ეღირება 4GB ოპერატიულიან ვერსიაში, ხოლო 6/128 მოდელში კომპანია €799-ს ითხოვს.