EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ფაროსანა და ავთვისებიანი სიმსივნე »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2017-11-18 11:10:38

ფაროსანა და ავთვისებიანი სიმსივნე

ფაროსანა და ავთვისებიანი სიმსივნე

ფაროსანა კახეთშიც გამოჩნდა და ძალიან სწრაფად ვრცელდება. მისი პოპულაცია კახეთში განსაკუთრებით საშიში იმიტომაა, ყურძენს ერთი მაინც რომ შეჰყვეს, ღვინის ხარისხი გაფუჭდება და მისი რეალიზაცია მიუღებელი გახდება,“ - აცხადებს პროფესორი.

 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტის პროფესორი არჩილ ჭირაქაძე აცხადებს, კვლევა წარმატებით მიმდინარეობს და გაზაფხულზე მზად იქნება პრეპარატი, რომელიც ფაროსანას გაანადგურებს.

"ფაროსანას პოპულაციების შემცირება მსოფლიოში, პრაქტიკულად, არ არსებობს. პრეპარატი, რომელიც საქართველოში ფაროსანასთან საბრძოლველად გამოიყენეს, სხვა პრეპარატების მსგავსად, არის პოტენციური კანცოგენები, ანუ არსებობს ეჭვი, რომ მან შეიძლება, გამოიწვიოს ავთვისებიანი სიმსივნე. გარდა ამისა, დიფრენდინი საშიშია თევზებისა და წყალში მობინადრე ორგანიზმებისთვის. ეს პრეპარატი აშშ-ს გარემოს სააგენტოს მიერ რეკომენდირებულია მხოლოდ დახურულ სათავსოებში - სათბურებში ან ბამბის პლანტაციებში. სხვაგან მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

თსუ-ს ბიო-ორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში, რამაზ გახოკიძის ხელმძღვანელობით, შექმნილია ბუნებრივი წარმოშიბის პრეპარატები, რომლებიც არ შეიცავენ მძიმე ტოქსიკანტებს. წესით, არ უნდა ხასიათდენოდნენ ისეთი უარყოფითი ნიშნებით, როგორიც არის პოტენციური კანცეროგენობა. მეორე მეთოდი, მუშავდება ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ფიზიკურ ინსტიტუტში. კვლევის დაწყებითი სტადია უკვე წარმატებით გავიარეთ და ეს გვაძლევს საშუალებას, დავსახოთ ამოცანა, რომ გაზაფხულისთვის შევქმნათ ის პრეპარატი, რომელიც შეძლებს ფაროსანას დამარცხებას, თუ, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი დახმარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს მთავრობისგან. აუცილებლად გვექნება შესაბამისი შედეგი და შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო იქნება მოწინავე ქვეყანა მავნე მწერთან ბრძოლაში,“ - აღნიშნა პროფესორმა.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილე კვლევას უკვე გაეცნო და ამ მხრივ კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.