EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
kote1974
123Nikolozii123
Vergilioni
სვანი
sudi
« ელექტრო ავტობუსების წარმოების დასაწყებად 5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: lolipop
თარიღი: 2017-11-25 14:07:13
საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას GBC ავრცელებს.
პროექტის განხორციელებას ქართული “ფრეგობასი”, გერმანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. ერთობლივი კორპორაციის დაფუძნებაზე მემორანდუმი უკვე გაფორმდა.
ქართული კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მიმდინარეობს და ოპტიმისტური გათვლებით ისინი 1.5 წელიწადში პირველი პარტიის გამოშვებას ელიან.
ელექტროავტობუსები განკუთვნილი იქნება, როგორც ადგლობრივი ბაზრისთვის, ასევე რეგიონის და ევროპის ქვეყნებისთვის. საწარმო რუსთავის ახლოს უნდა განთავსდეს და მასში $5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება. ელექტროავტობუსი 1 დამუხტვით 500 კმ მანძილის გავლას შეძლებს.
tbilisitoday.ge