EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« დედამიწის ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარის შემცირების გამო 2018 წელს ძლიერი მიწისძვრების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: lolipop

თარიღი: 2017-11-28 17:54:56

დედამიწის ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარის შემცირების გამო 2018 წელს ძლიერი მიწისძვრების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

earthquakes

მეცნიერები ამბობენ, რომ ძლიერი მიწისძვრების ალბათობა გაიზრდება 2018 წლისათვის, დედამიწის ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარის შემცირების გამო.
 
Guardian-ის ცნობით, ამ ჰიპოტეზის ავტორები როჯერ ბილჰემი და რებეკა ბენდიკი არიან. მათ თავიანთი მოხსენება ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს.
 
სპეციალისტებმა 1900 წლიდან 7 მაგნიტუდის სიმძლავრის და უფრო ძლიერი მიწისძვრები შეისწავლეს. მათ ყურადღება მიაქციეს 5 პერიოდს, როდესაც ძლიერი მიწისძვრების რიცხვი გაიზარდა.
 
როგორც გაირკვა, სეისმურად აქტიური პერიოდები 5 წლის შემდეგ იწყებოდა მას შემდეგ, რაც დედამიწის ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარის შემცირება მაქსიმუმს აღწევდა.
 
ბოლო მსგავსი ფაქტის შემდეგ 4,5 წელი გავიდა. ამრიგად, მეცნიერების ჰიპოთეზის თანახმად, 2018 წელს ძლიერი მიწისძვრების რიცხვი გაიზრდება.