EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« სად იმალება ფარული მაინინგი ბრაუზერის გამორთვის შემდეგ? »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2017-12-01 22:55:58

სად იმალება ფარული მაინინგი ბრაუზერის გამორთვის შემდეგ?

Computer-Spy-Hacks

კრიპტოვალუტის ღირებულების რეგულარული ზრდის გამო, ჰაკერები თუ ლეგალური ვებგვერდის ადმინისტრატორები უფრო და უფრო ცდილობენ, გამოიყენონ JavaScript-ზე დაფუძნებული მაინერები და თქვენი კომპიუტერის ენერგია კრიპტოვალუტის სათავისოდ გამოსამუშავებლად გამოიყენონ.
 
მას შემდეგ, რაც პოპულარული ტორენტვებგვერდის, The Pirate Bay-ის მიერ ბრაუზერზე დაფუძნებული მაინერის სერვისის, Coinhive-ის ფარული გამოყენების ფაქტი გამჟღავნდა, ფულის გამომუშავების ამ ხერხს ათასობით ვებგვერდის ადმინისტრატორმა მიმართა.
 
როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ვებგვერდის მაინინგის შესაჩერებლად მხოლოდ ვებგვერდის დახურვა, თუნდაც ბრაუზერის გამორთვა, საკმარისი არ არის. ასეთ შემთხვევებში, ვებგვერდზე ჩაშენებული მაინერი მოიხმარს თქვენი კომპიუტერული მოწყობილობის რესურსს მაშინაც კი, თუ თქვენ ბრაუზერს გამორთავთ. როგორც წესი, ბრაუზერის ფანჯრის დახურვისას მაინერი კარგავს წვდომას თქვენი კომპიუტერული მოწყობილობის პროცესორზე და მასთან დაკავშირებულ რესურსებზე, თუმცა Malwarebytes-ის უსაფრთხოების მკვლევრების მტკიცებით, აღნიშნული ვებგვერდების შემთხვევაში, ასე არ ხდება.
 
უსაფრთხოების ამერიკული კომპანია Malwarebytes-ის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, ვებგვერდების მიერ გამოყენებული ახალი ტექნიკური ხერხი მუშაობს შემდეგნაირად – იხსნება ფარული pop-under ფანჯარა რომელიც taskbar-ის უკან იმალება. შესაბამისად, მაინერი აგრძელებს მუშაობას და ვებგვერდის მფლობელისთვის კრიპტოვალუტის გამომუშავებას თქვენი კომპიუტერული მოწყობილობის ენერგიის ხარჯზე  მანამ, სანამ თქვენ არ შენიშნავთ უხილავ ფანჯარას და არ დახურავთ მას.
 

 

 
მკვლევრების შეფასებით, ახალი ტექნიკით მოქმედი მაინერის აღმოჩენა გაცილებით რთულია. დამალვის შესანიშნავი უნარის წყალობით, ის შეუმჩნევლად უვლის გვერდს ad-blocker-ების უმეტესობას. ზუსტად ეს ტექნიკური ხრიკია ასახული ზემოთ მოცემულ GIF-ზე.
 
ფარული მაინინგი
 
ასე რომ, თუკი კომპიუტერის ჩვეულებრივზე მეტად დატვირთულ მუშაობას შენიშნავთ ან შესაბამისი ეჭვი გაგიჩნდებათ, შეამოწმეთ, ხომ არ იმალება taskbar-ში ბრაუზერის pop-under ფანჯარა. ასევე, სასურველია, აკონტროლოთ Task Manager და დარწმუნდეთ, რომ ფარული “ბრაუზერ პროცესები” არ მიმდინარეობს და კრიპტომაინერი თქვენი კომპიუტერის რესურსს თქვენი ნებართვის გარეშე არ იყენებს.
 
 
 
cyber.kvira.ge