EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რამდენიმე უახლოესი ეგზოპლანეტა, რომლებსაც აქვთ პოტენციალი »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2017-12-02 13:18:10

რამდენიმე უახლოესი ეგზოპლანეტა, რომლებსაც აქვთ პოტენციალი

TRAPPIST-1d

მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტებზე სიცოცხლის პოვნის ამჟამინდელი იმედები დიდწილად ეფუძნება პლანეტის ატმოსფეროს შესწავლას, რათა იქ გამოვლინდეს ისეთი ქიმიური ნაერთები, რომლებიც შეიძლება ცოცხალი ორგანიზმების მიერ იყოს წარმოქმნილი. ერთ-ერთი ასეთი მოლეკულაა ოზონი - ჟანგბადის სახესხვაობა, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთ შესაძლო მიმანიშნებლად, რომელმაც შეიძლება საშუალება მოგვცეს შორიდან დაფავიქსიროთ სიცოცხლის კვალი სხვა პლანეტებზე.
 
დედამიწის ატმოსფეროში, ეს ნაერთი წარმოქმნის ოზონის ფენას, რომელიც ჩვენ მზის საშიში ულტრაიისფერი გამოსხივებისგან გვიცავს. უცხო პლანეტაზე, ოზონი შეიძლება იყოს „ფაზლის" ერთი ნაწილი, რომელიც მიუთითებს ჟანგბადის მწარმოებელი ბაქტერიების ან მცენარეების არსებობაზე.
 
თუმცა ახლახან, გერმანიის მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევარმა ლიუდმილა კარონმა დაადგინა, რომ ეს მიმანიშნებლები შეიძლება იმაზე უკეთესად იმალებოდნენ, ვიდრე გვეგონა.
 
კარონმა და მისმა ჯგუფმა განიხილა რამდენიმე უახლოესი ეგზოპლანეტა, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, რათა დედამიწის მსგავსნი იყვნენ: პროქსიმა b, რომელიც მზის უახლოეს მეზობელ ვარსკვლავ პროქსიმა კენტავრის გარშემო ბრუნავს და TRAPPIST-1-ის პლანეტათა ოჯახის ყველაზე იმედისმომცემი წარმომადგენელი - TRAPPIST-1d.
 
ეს პლანეტები თავიანთ დედავარსკვლავს გარს უვლიან ყოველ 25 დღეში ერთხელ ან უფრო სწრაფად და გვერდითი ეფექტის სახით, ერთი მხარე მუდმივად მოქცეული აქვთ თავიანთ ვარსკვლავისკენ, მეორე კი მუდამ საპირისპირო მხარეს (გრავიტაციული ჩაკეტილობა).
 
ამ პლანეტათა ატმოსფეროში ჰაერის მოძრაობის მოდელირების შედეგად, კარონმა და მისმა ჯგუფმა დაადგინა, რომ დღე-ღამის ასეთ უჩვეულო გადანაწილებას შეუძლია აშკარა ეფექტი ჰქონდეს ატმოსფეროში აზოტის გადანაწილებაზე: სულ მცირე ამ პლანეტების შემთხვევაში, ჰაერის ძირითადი დინება შეიძლება მიემართებოდეს პოლუსებიდან ეკვატორისაკენ, რაც ოზონს სისტემატიურად მოამწყვდევს ეკვატორულ რეგიონში.
 
TRAPPIST-1d
 
„სამომავლო დაკვირვებების დროს, მიმანიშნებლების არარსებობა არ უნდა მივიჩნიოთ იმის დასტურად, რომ იქ ჟანგბადი საერთოდ არაა. დედამიწისგან განსხვავებით, იქ მათი პოვნა სხვადასხვა ადგილასაა შესაძლებელი, ანდა შეიძლება საკმაოდ კარგადაც იყვნენ დამამულნი", - ამბობს ლუდმილა კარონი.
 
ასეთ მოულოდნელ ატმოსფერულ სტრუქტურას ასევე შეიძლება გავლენა ჰქონდეს სიცოცხლისათვის ვარგისიანობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ პლანეტათა უმეტესობა დაცული არ უნდა იყოს ულტრაიისფერი რადიაციისგან.
 
„პრინციპში, ეგზოპლანეტა, რომელსაც ოზონის ფენა მხოლოდ ეკვატორულ რეგიონში აქვს, მაინც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის ხელსაყრელი. პროქსიმა b და TRAPPIST-1d მოძრაობენ წითელი ჯუჯების გარშემო - ისინი კი წითელი ვარსკვლავებია, რომლებიც ძალიან ცოტა ოდენობით გამოყოფენ სახიფათო ულტრაიისფერ რადიაციას. მეორე მხრივ, ამ ვარსკვლავებს შეუძლიათ იყვნენ ძალიან ტემპერამენტიანებიც - ხშირად ახასიათებთ სახიფათო რადიაციის, მათ შორის ულტრაიისფერი გამოსხივების სასტიკი ამოფრქვევები", - განმარტავს კარონი.
 
დღითი-დღე ვითარდება მოდელირების ტექნოლოგიები, წინ გველოდება უკეთესი მონაცემები ისეთი ტელესკოპებისგან, როგორიცაა მაგალითად, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი. შესაბამისად, ამ ამაღელვებელ სფეროში პროგრესი გარდაუვალია.