EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« უამრავი ბაქტერიის გადამტანი ბუზები »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2017-12-02 13:30:18

600-მდე ბაქტერიის გადამტანი ბუზები

fly

ამერიკელმა ენტომოლოგებმა დაადგინეს, რომ ოთახისა და ხორცის ბუზები გაცილებით მეტი დაავადების გადამტანი მწერები არიან, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი, იუწყება BBC.

 

მათ 600-მდე სხვადასხვა ბაქტერიული დაავადების გადატანა შეუძლიათ, რაც დასტურდება დნმ-ის ანალიზის საფუძველზე. ამ ბაქტერიებიდან ბევრს ადამიანში პნევმონიის, ნაწლავური ინფექციების გამოწვევა, სისხლის მოწამვლაც კი შეუძლიათ.

 

სპეციალისტების ცნობით, ბაქტერიები ძირითადად მწერების ფრთებსა და ფეხებზე ბუდობენ - ფაქტიურად, ბუზის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მოცემულ ტერიტორიაზე ბაქტერიების დატოვებას ნიშნავს.

 

ექსპერიმენტის მიხედვით დადგინდა, რომ ოთახის ბუზს ბაქტერიის 351 სახეობის გადატანა შეუძლია, ხოლო ე.წ. ხორცის ბუზს 316 სხვადასხვა ბაქტერიის.