EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« კვირიკაშვილი რუსთაველის გამზირზე ლაღიძის წყლების ყოფილი შენობის გამოსყიდვის სურვილს გამოთქვამს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-12-02 13:56:34

კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის გამზირზე „ლაღიძის წყლების“ ყოფილი შენობის გამოსყიდვის სურვილს გამოთქვამს, - ამის შესახებ პრემიერმა დღეს „გალერეა თბილისის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
 
„ვისურვებდი, განახლებულიყო „ლაღიძის წყლები“ და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა. მინდა, ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ. ეს არის ძალიან ბევრი თბილისელის სურვილი და, რა თქმა უნდა, არა ამ მასშტაბით, მაგრამ ისიც შეიძლება გახდეს მიმზიდველი ტურისტებისთვის. იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც ახსოვს ეს ადგილი და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს „ლაღიძის წყლებთან“, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა პრემიერმა.