EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ოთახის 7 მცენარე, რომლებიც ღამე გამოყოფენ ჟანგბადს და უზრუნველყოფენ მშვიდ და ჯანმრთელ ძილს »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-12-03 00:47:08

ოთახის 7 მცენარე, რომლებიც ღამე გამოყოფენ ჟანგბადს და უზრუნველყოფენ მშვიდ და ჯანმრთელ ძილს

plants

1. ნიმი
 
ძალიან პოპულარული სამედიცინო მოხმარების ხეა სამხრეთ ინდოეთში.
ნიმი არაჩვეულებრივად წმენდს ჰაერს. გარდა ამისა, ის მოქმედებს როგორც ნატურალური პესტიციდი და იცავს ოთახს კოღოსგან. იმისათვის რომ გაზარდოთ ნიმი სახლის პირობებში, ცოტა შრომა მოგიწევთ: მას სჭირდება კარგი ნიადაგი და ბევრი შუქი.
Neem
 
2. ალოე ვერა
 
ის ცნობილია არა მხოლოდ თავისი სამკურნალო თვისებებით, არამედ ხელს უწყობს მშვიდ ძილს, ვინაიდან ღამე გამოყოფს ჟანგბადის დიდ რაოდენობას. ალოე - უპრეტენზიო მცენარეა და არ ითხოვს ხშირ მორწყვას.
 
Aloe Vera
 
3. სანსევიერია
 
ეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჰაერის გამწმენდი მცენარეა, რადგან ისიც ალოეს მსგავსად ღამე გამოყოფს ჟანგბადის დიდ რაოდენობას და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. გარდა ამისა, სანსევიერია შესანიშნავად უხდება ნებისმიერი ოთახის ინტერიერს.
 
Sansevieria-trifasciata-Laurentii
 
4. დეკემბერა
 
კაქტუსის ეს ნაირსახეობა აწარმოებს ჟანგბადს მთელი ღამე, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელ ძილს. მცენარე შეიძლება გაიზარდოს ბნელ ოთახშიც, ამიტომ მას საძინებელიც კარგად მოუხდება. ის უპრეტენზიოა, ამიტომ მისი მოვლა არ მოგანიჭებთ ზედმეტ საზრუნავს.
 
Christmas Cactus, დეკემბერა
 
5. ტულასი (წმინდა ბაზილი)
 
ტულასი სასარგებლოა არა მხოლოდ კერძებში, არამედ ჰაერის გასაწმენდათაც. მისი ფოთლების სურნელი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს შფოთვას. ეს ის არის, რაც საჭიროა ხანგრძლივი და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ
 
Tulasi Habba
 
6. პალმის მცენარეები
 
პალმის მცენარეები კარგად ასუფთავებენ ჰაერს და ამავე დროს ატენიანებენ კიდეც მას. ისინი უხდებიან არა მხოლოდ საძინებელ ოთახებს, არამედ ოფისებსაც. პალმებს უყვართ ადგილები ნაკლები შუქით. ყოფაში ისინი საჭიროებენ დელიკატურ მოვლას, მაგრამ ეს ამად ნამდვილად ღირს.
 
Palm Tree
 
7. კალანჰოე
 
კალანჰოეს გაზრდისა და ყვავილობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყალი და მზის შუქი. მისი დიდი პლიუსია, რომ ის აწარმოებს ჟანგბადს მთელი დღე-ღამის განმავლობაში. გარდა ამისა, მისი არომატი ეხმარება დეპრესიის მოხსნაში.
 
კალანჰოე