EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« Lamborghini-ს მომვლის სუპერმანქანა თვითგანკურნებადი კორპუსით »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: Nisa

თარიღი: 2017-12-11 20:06:37

Lamborghini-ს მომვლის სუპერქარი თვითგანკურნებადი კორპუსით

Lamborghini-Terzo-Millennio

უკანასკნელი წლების განმავლობაში თანამედროვე ტექნოლოგიები ავტომრეწველობის სფეროს კოლოსალური ნაბიჯებით ანვითარებენ. ელექტრო ძალურ დანადგარებთან და ჭკვიან ავტოპილოტთან ერთად, ავტომშენებლობის სფეროში მომუშავე სპეციალისტები ინოვაციებს კორპუსის მასალებშიც ნერგავენ.
 
 
 
იტალიურმა Lamborghini-მ, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთობლივად შემუშავებული მომავლის ავტომობილის კონცეპტუალური პროექტი წარმოადგინა. მანქანას, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვირტუალურ რეალობაში და ქაღალდზე დახატული ესკიზის სახით არსებობს, Terzo Millennio-ი უწოდეს, რაც იტალიურად „მესამე ათასწლეულს“ ნიშნავს. გამორჩეულ ფორმეთან ერთად, მოცემული ავტომობილის უნიკალურობა ნახშირპლასტიკისგან დამზადებულ  „თვითგანკურნებად“ ძარაში მდგომარეობს.
 
ინჟინრების ჩანაფიქრით, მომავლის ავტომობილს ელეტრული ძალური დანადგარი ექნება. ყოველ ბორბალში ჩამონტაჟებული ელექტროძრავა, ენერგიას ძარას კონსტრუქციაში ჩამონტაჟებული „ინოვაციური სუპერკონდენსატორების“ კომპლექტიდან აიღებს. Terzo Millennio-ის პროექტის ავტორთა განმარტებით, თანამედროვე ნანოტექნოლოგიები ავტომობილის ძარის ერთი დიდი აკუმულატორის როლში გამოყენებასთან ერთად, მას რეგენერაციის ანუ „თვითაღდგენის“ საშუალებას მისცემს. ჭკვიანი სენსორები ნახშირპლასტიკის პანელებში მიკროსკოპულ ბზარებს და სხვა დეფექტებს ავტომატურად აღმოაჩენენ და „სამკურნალო ქიმიური ნივთიერებით“ შევსებული ნანომილაკებით მათ გამოასწორებენ.
 
Lamborghini-Terzo-Millennio
 
Lamborghini Terzo Millennio-ი - არც მომავალი სერიული მანქანის პროტოტიპია და არც სერიულ წარმოებაში ჩაშვებისთვის გამზადებული მოდელი. ის მხოლოდ იმ ტექნოლოგიების დემონსტრატორია, რომლებიც დახვეწის შემდეგ უახლოეს მომავალში სერიულ მოდელებზე დაინერგება. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა 3 წელიწადზეა გათვლილი. გეგმით, პირველი წლის განმავლობაში ნანომილაკების შემცვლელი ნახშირპლასტიკის შექმნა იგეგმება, შემდეგ ამ მასალას ენერგიის შენახვას და გაცემას „ასწავლიან“, მესამე წლის განმავლობაში კი ამ მასალისგან კორპუსის დეტალების და - პანელების დამზადებას აითვისებენ.
 
Terzo Millennio-ის ელექტროფიცირების პარალელურად, Lamborghini-ი აქტიურად სხვა ჰიბრიდულ მოდელებზეც მუშაობს. კომპანიის ხელმძღვანლის სტეფან დომენიკალის განმარტებით, მომდევნო თაობის კუპე Lamborghini Huracan-ს სრულად ელექტრული ძალური დანადგარი ექნება. ბაზარზე მოდელის გამოჩენა 2022 წელს იგეგმება.
 
Lamborghini-Terzo-Millennio
 
რაც შეეხება ჰიბრიდულ ვარიანტებს, იტალური ავტომწარმეობელი ამ მიმართულებითაც მუშაობს. მიმდინარე წლის 4 დეკემბერს კომპანიის სრულიად ახალი მოდელის - ქროსოვერ Urus-ის პირველი საჯარო დემონსტრაცია გაიმართება. Audi Q7 და Bentley Bentayga-ს ანალოგიურ პლატფორმაზე შექმნილ Urus-ს 650 ცხ.ძალიანი რვაცილინდრიანი ძრავა და აკუმულატორები ექნება.
 
 
gulf.ge