EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

თემური ურუმაშვილი

giurza

baraza777

gladiatori

George






« ჩაქაფული – ვიტამინებით სავსე, არომატული კერძი მთელი ოჯახისთვის »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2017-12-15 19:23:10

ჩაქაფული – ვიტამინებით სავსე, არომატული კერძი მთელი ოჯახისთვის

chaqapuli

კერძს, უმეტესად, გაზაფხულზე მიირთმევენ, რადგან ცხვრის ან ძროხის ხორცის, ქორფა მწვანილის და ახალი ტყემლის კომბინაციით მზადდება. თუმცა, თავშენახულ დიასახლისს  დაკონსერვებული ტყემალი წელიწადის ნებისმიერ დროს მოეპოვება, შესაბამისად, ჩაქაფულის მომზადება ზამთარშიც შეუძლია. 

ახალგაზრდა ცხვრის ან ძროხის ძვლიანი ხორცი – 4 კგ
ხახვი – 1 კგ
ტარხუნა – 200 გრ
მწვანე ხახვი – 200 გრ
ქინძი – 200 გრ
ნიორი- 100 გრ
ახალი ან დაკონსერვებული ტყემლის მარცვლები 15-20 ცალი
მწვანე წიწაკა – 1 ცალი
მშრალი, თეთრი ღვინო – 250-300 მლ
დაფქული შავი პილპილი – ნახ. ჩ/კ
ერთმანეთში არეული დაფქული უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და წითელი წიწაკა – 1 ჩაის კოვზი
კარაქი – 100 გრ
მარილი – 1 სუფრის კოვზი
მომზადების ეტაპები:
 
ხორცი დაახლოებით ასანთისკოლოფის ზომის ნაჭრებად დაჭერით.
2. მწვანილი გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხეთ და ღერებიანად, წვრილად დაჭერით.
3. ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით.
4. სქელძირიან ქვებში ინგრედიენტები შემდეგი თანმიმდევრობით მოათავსეთ: ხორცი, ხახვი, მწვანილი, სუნელები, წიწაკა და ა.შ. სანამ ქვაბი მთლიანად არ გაივსება. მოასხით ღვინის დაახლოებით 2/3.
5. ქვაბი მაღალ ცეცხლზე დაადგით. როგორც კი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და ხორცს ქაფი მოხადეთ. ხორცი დაბალ ცეცხლზე დაახლოებით, 40 წუთი ხარშეთ.
6. ამის შემდეგ, კერძს დარჩენილი ღვინო დაასხით, კარაქი, ტყემალი და წიწაკა დაუმატეთ, თავსახური დაახურეთ და დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 10-დან 20 წუთამდე ადუღეთ. ჩაქაფული მზადაა. გემრიელად მიირთვით.