EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რა სიმპტომები ახასიათებს D ვიტამინის დეფიციტს? »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2017-12-16 17:23:05

რა სიმპტომები ახასიათებს D ვიტამინის დეფიციტს?

VitaminD

ორგანიზმში ეს ვიტამინი ბუნებრივი გზით გამომუშავდება მაშინ, როცა მზის სხივებით ტკბებით. ძალიან სასარგებლოა ძვლისა და კბილების ზრდა–განვითარებისთვის, აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად აისახება ჩვენს გუნება–განწყობილებაზე.
 
ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ D ვიტამინი გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკს ამცირებს. ამასთან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დეპრესიის მქონე ადამიანებში D ვიტამინმა სიმპტომები გააუმჯობესა. ხშირად ორგანიზმში ამ ვიტამინის დეფიციტის მიზეზია ის, რომ პიროვნება ცხოვრობს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია, ასევე შეიძლება დიდ დროს ატარებდეს ოთახში და არ უყვარდეს სუფთა ჰაერზე სეირნობა, ცხოვრობდეს დიდ ქალაქში, სადაც მაღალი შენობების გამო მზის სხივები იჩრდილება და სხვა.
D ვიტამინის დეფიციტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
• დაღლილობა;
• ტკივილი;
• ძვლისა და კუნთის მწვავე ტკივილი;
• შეიძლება ადამიანი იმდენად იყოს დასუსტებული, რომ უჭირდეს კიბეზე ასვლა და სხვა;
• სტრესული მოტეხილობა.