EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მოამზადეთ მექსიკური ენჩილადა ქათმით! მარტივი და გემრიელი სადილი… »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-01-22 19:20:40

მოამზადეთ მექსიკური ენჩილადა ქათმით! მარტივი და გემრიელი სადილი…

Chicken-Enchiladas-Mexican-Recipe

დაგჭირდებათ:
 
• 1 ც. ხახვი
• 4 კბ. ნიორი
• 80 მლ. ზეითუნის ზეთი
• 400 გრ. პომიდორი
• 800 გრ. ქათმის ფარში
• 10 გრ. შაქარი
• 1,5 ჩ. კ მარილი
• 0,5 ჩ. კ შავი პილპილი
• 0,5 ჩ. კ პაპრიკა
• 1 ჩ. კ კუმინი
• 1 ჩ. კ ორეგანო
• 100 გრ. ქინძი
• 300 გრ. ყველი
• 5 ც. ტორტილია 
 
მომზადება:
 
1. მომზადეთ სოუსი: გაფცქვენით ხახვი და ნიორი, წვრილად დაჭერით, შემდეგ მოთუშეთ დაჭრილ წიწაკა ჩილისთან ერთად 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაუმატეთ ბოსტნეულს დაჭრილი პომიდორი საკუთარი წვენით. მოაყარეთ მარილი, შაქარი, შავი პილპილი, ურიეთ და თუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. 
 
2. სხვა ტაფაში მოთუშეთ ქათმის ფარში ზეითუნის ზეთთან ერთად. ქათამმა მოყავისფრო ფერი უნდა მიიღოს. დაუმატეთ პაპრიკა, მარილი, ორეგანო და კუმინი (შეგიძლიათ დაუმატოთ მექსიკური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი სხვა სანელებლებიც). თუშეთ 5 წუთის განმავლობაში.
 
3. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუს ცელსიუსზე. აიღეთ საცხობი ფორმა და მოასხით მასში სოუსის ნახევარი. 
 
4. აიღეთ ტორტილა, მოათავსეთ მასზე 3 ს. კ ქათმის ფარში, მოაყარეთ გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი ქინძი. გაახვიეთ ტორტილა რულეტივით და მოათავსეთ საცხობ ფორმაში ჩასხმულ სოუსში. გაიმორეთ იგივე პროცედურა დანარჩენი ტორტილებისთვისაც. 
 
5. როცა ფორმა გაივსება ტორტილებით, მოასხით სოუსის დარჩენილი ნაწილი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. აცხვეთ გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.