EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« როგორ ავადდება ადამიანი სტრესის გამო? »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-01-28 14:48:03

როგორ ავადდება ადამიანი სტრესის გამო?

How does stress make us ill?

როგორ ავადდება ადამიანი სტრესის გამო? სწორედ ამ თემაზე საუბრობენ მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები. ცილა სახელწოდებით corticotropin-releasing factor receptor subtype 1 (CRF1) სტრესზე რეაგირებს და სიგნალებს გზავნის სპეციფიური იმუნური უჯრედებისკენ. ამის შემდეგ იმუნური უჯრედები გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ სხვადასხვა დაავადების განვითარებას.
 
2015 წელს მეცნიერებმა საინტერესო კვლევა წარმოადგინეს. აშშ–ში მცხოვრებ ადამიანებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ კვლევაში მონაწილე ზრდასრულთა 31%–ში სტრესმა ძლიერი ან ძალიან ძლიერი გავლენა იქონია ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. აღსანიშნავია სტრესის გავლენა პოხიერ უჯრედზე (პოხიერი უჯრედი იგივე ლაბროციტი, მასტოციტი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ერთ–ერთი უჯრედია). ეს უჯრედი მთავარ როლს თამაშობს ანთებით პროცესებსა და ალერგიულ დაავადებებში.
მკვლევარებმა შეისწავლეს თაგვების 2 ჯგუფის მდგომარეობა. ერთ ჯგუფში პოხიერ უჯრედზე CRF1 რეცეპტორების ნორმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა, ხოლო მეორეს ამ რეცეპტორთა უკმარისობა აღენიშნებოდა. კვლევის ავტორმა ორივე ჯგუფი ფსიქოლოგიური და ალერგიული სტრესის მიმართ დაუცველი დატოვა. ამ მდგომარეობის დროს იმუნური სისტემა საჭიროზე მეტად აქტივობს. კვლევამ ცხადყო, რომ სტრესის დროს ჰისტამინის დონე გაიზარდა და მდგომარეობამ დაავადების განვითარებას შეუწყო ხელი იმ თაგვის ორგანიზმში, რომლის პოხიერ უჯრედზეც რეცეპტორის ნორმალური რეცეპტორი ფიქსირდებოდა. ხოლო CRF1–ის უკმარისობის შემთხვევაში, სტრესის მიმართ ჰისტამინის დაბალი დონე და შესაბამისად, დაავადების განვითარების ნაკლები რისკი გამოვლინდა.
 
 
 
medicalnewstoday.com