EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« საუკეთესო ანეკდოტები »

კატეგორია: იუმორი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-02-05 17:38:48

საუკეთესო ანეკდოტები

საუკეთესო ანეკდოტები

შვილი ჭიაყელა მამა ჭიას ეკითხება:
-მამი, მამი ბალში ცხოვრება კარგია?
-კი შვილო!
-ვაშლში ცხოვრება?
-კი შვილო!
-ატამში ცხოვრება?
-კი შვილო!
-აბა იქ თუ ასე კარგია, ჩვენ ნეხვში რატომ ვცხოვრობთ?
-ეჰ შვილო, სამშობლოს არ ირჩევენ!!!
 
ნარკომანმა სარკეში ჩაიხედა.
– ვაა, მე ვარ, ბიჭო!
მერე მეორედ ჩაიხედა:
– ეეე, ისევ მე ვარ, ბიჭო!
კარზე კაკუნია.
– ვინ ხარ? _ ეკითხება ნარკომანი.
– მე! _ ესმის პასუხი.
– ვაა, გარეთაც მე ვარ, ბიჭო!
 
მიხოს როგორც იქნა, ნანატრი ვაჟი შეეძინა. გადიოდა წლები, ბავშვმა კი ლაპარაკი ვერ ისწავლა. ლაპარაკს ვინ ჩივის, ერთი სიტყვაც არ იცოდა. ბოლოს, ოთხი წლის თავზე, ბავშვმა თავისი პირველი სიტყვა თქვა. ეს სიტყვა იყო ”პაპა”. ყველამ მაგრად გაიხარა, მაგრამ მეორე დღეს პაპა მოკვდა. გავიდა რამოდენიმე კვირა ბავშვმა თავისი მეორე სიტყვა წარმოთქვა. ეს სიტყვა იყო ”ბებო”. მეორე დღეს ბებია უკან გაჰყვა პაპას. გავიდა კიდე რამოდენიმე კვირა. ბავშვმა თქვა თავისი მესამე სიტყვა. ეს სიტყვა იყო ”ძაღლი”. მეორე დღეს ძაღლი მგლებმა შეჭამეს. შეშინდა მიხო, ღმერთსა სთხოვდა ”ღმერთო, მამა არ ათქმევინო, ამ მამაძაღლს, ამასაო.” მაგრამ ამაოდ, ბავშვის მეოთხე სიტყვა იყო ”მამა”. გაემზადა მიხო: ანდერძი დაწერა, ახლობლებს დაემშიდობა, დაწვა და ელოდება... ამ ლოდინში ჩაეძინა და მომდევნო დღის დილამდე ეძინა. გაღვიძებულს, ჯერ გაუკვირდა, რომ არ მომკვდარა, შემდეგ გაუხარდა... ამ დროს მიხოს ცოლი შემოვიდა:
– მიხო, კაცო, რას წამოწოლილხარ, ქა, ვერ გაიგეე?! ჩვენი მეზობელი მიტუა მამკვდარა!
 
გოგონა, მილიონ დოლარად მომცემ?
- რა თქმა უნდა!
- ერთ დოლარად?
- შენ მე ვინ გგონივარ?
- ვინც ხარ უკვე 
გავარკვიე, ახლა ფასზე მოვრიგდეთ!
 
 
ოსი ავტობუსით მგზავრობს და ბუზღუნებს: 
– ეს ლა 
ახალგაზლდობა წამოვიდა, სენი წილიმე! თვითონ სხედან და ადგილს ალავის 
უთმობენ! 
ერთ–ერთი მგზავრი ეკითხება: 
– კი მაგრამ, შენ ხომ 
ზიხარ?! 
– ცოლი ფეხზე დგას!!!
 
 
საგიჟეთში დამლაგებელი ალაგებს და უცებ ერთ-ერთი გიჟი გამოეკიდება დანით გარბის ქალი და მოსდევს ეს გიჟი ღრიალით ქალი მივარდება კარებს და ვერ აღებს(ჩაკეტილია) მივარდება ეს გიჟი ღრიალით აიღებს დანას მიცემს და ეტყვის -ახლა შენ გამომეკიდეო
 
 
ორმა მთვრალმა კაცმა ტაქსის მძღოლის გაშაყირება მოინდომა და მძღოლს ჰკითხეს: – ძმაო ნაგავს არ წაიღებ. კი ბატონო დასხედით – უპასუხა ტაქსის მძღოლმა
 
 
კახელი დაასაფლავებს სიდედრს, სახლში რომ მივა უცებ კრამიტი ჩამოვარდება და თავზე დაეცემა.
კახელი წამოდგება, შეიგინება და იტყვის:
- უკვე ზეცაშია ქალბატონი
 
 
ქმარი კვდება და ცოლს ეუბნება:
-ხმა არ ამოიღო საყვარელო, წყნარად იწექი.
-არა სუფთა ნამუსით უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან! შენს დასთან ვიწექი, შენს საუკეთესო დაქალთან და...
-და..
-და დედაშენთანაც პასუხობს ქმარი.
-ვიცი საყვარელო, ვიცი, ამიტომაც მოგწამლე