EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მსოფლიოს 10 ყველაზე სასტიკი ციხე »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2018-02-16 00:44:17

მსოფლიოს 10 ყველაზე სასტიკი ციხე

 ყველაზე სასტიკი ციხე

სადაა დამნაშვეთა ადგილი? ციხეში, მაგრამ ყველა საპყრობილე ერთნაირია? გთავაზობთ ტოპ-10 ყველაზე საშინელ ციხეს მსოფლიოში.
 
1) დიარბაკირის ციხე
თურქული ციხე, დაარსებული 1980 წელს. თავისი არსებობის 35 წლის მანძილზე მასში იმყოფებოდნენ თურქეთის ყველაზე დაუნდობელი პატიმრები. ციხეში მრავლად ხდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამება. ციხის ორივე სექცია ბოლომდე გავსებულია.
 
2) ლა საბანეტას ციხე
ციხე განლაგებულია ვენესუელაში და ცნობილია ზედმეტად სასტიკი პირობებით. ზოგი პატიმარი იძინებს ჰამაკში, რომლებიც დაკიდულია წვრილ, ბნელ კორიდორებში. აქ ხშირია ბუნტები, რადგან ყოველ 150 პატიმარზე მოლოდ ერთი მცველი მოდის.
 
3) ფლორენსის ციხე
ეს ციხე განკუთვნილი ამერიკის ყველაზე საშიშ დამნაშავეთათვის და გააჩნია უსაფრთხოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში. პატიმრები იმყოფებიან სრულ იზოლაციაში და ბევრი მათგანი თვითმკვლელობასაც ცდილობს.
 
4) ტამდორის ციხე
სირიული ციხე, რომელიც განკუთვნილია სამხედრო დამნაშავეთათვის და ცნობილია იმით, რომ 1980 წელს მასში მოკლეს ყველა პატიმარი (2400 კაცი) პრეზიდენს ჰაზეფ ალ-ასადის ბრძანებით. 2001 წლიდან ციხე არ ფუნქციონირებდა, 2011 წელს ის ხელმეორედ გახსნეს.
 
 ყველაზე სასტიკი ციხე
 
5) კარანდირუს ციხე
ციხე გაისნა 1920 წელს სან-პაულუში, თუმცა პირველი პატიმარი იქ მოხვდა 1956 წელს. 1992 წელს ციხის ბუნტის დროს დაიღუპა 111 პატიმარი, ამის გარდა აქ დაიწყო შიდსის ეპიდემია და აივ ინფიცირებულობა დაუდგინდა რვა ათასამდე პატიმარს, რიგ გამოც ციხე დახურეს 2002 წელს.
 
6) ბანაკი №22
ჩრდილოეთ კორეაში განლაგებული აბსოლუტურად იზოლირებული ციხე, სადაც ყველა პატიმარს, დაახლოებით ხუთ ათას კაცს, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
 
7) ბანგკვანის ციხე
ეს ტაილანდური ციხე მიიჩნევა ყველაზე სასტიკად ქვეყანაში. მანდ არიან ყველაზე სასტიკი მცველები და გვხვდება გადაჭედილი კამერები. ციხეში სასჯელს იხდიან მხოლოდ კაცები, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები და სიკვდილმისჯილები.
 
8) ელ როდეოს ციხე.
კიდევ ერთი ციხე ვენესუელადან. ეს მკაცრი რეჟიმის ციხეა და აქ იმყოფება 50 ათასამდე პატიმარი. 2011 წელს დაიწყო ომი ორ მთავარ დაჯგუფებას შორის, რომლის ჩახშობისთვის ჩართეს ქვეყნის სამხედრო ძალები.
 
9) გიტარამას ციხე
ციხე, ცნობილი როგორც ყველაზე სასტიკი, განლაგებულია რუანდაში და აქვს საშინელი პირობები. გადასარჩენად აქ პატიმრები ხშირად ერთმანეთს ჭამენ. ციხე იყო გათვლილი 400 კაცზე, თუმცა წინა საუკუნის ბოლო პერიოდიდან აქ მუდმივად იმყოფება არანაკლებ 7 ათასი კაცისა.
 
10) რიკერსის ციხე.
ალბათ, მსოფლიოში ყველაზე იზოლირებული ციხეა, რადგან განლაგებულია ცალკეულ კუნძულზე ნიუ-იორკსა და ბრონქსის რაიონებს შორის. ამ ციხის მცველები გამოირჩევიან განსკუთრებული სისასტიკით.
 
 
 
megatv.ge