EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ახალი მეტრო და მარშრუტები, საცობების განტვირთვა – რას სთავაზობენ მოქალაქეები კალაძეს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2018-02-23 16:10:38

ახალი მეტრო და მარშრუტები, საცობების განტვირთვა – რას სთავაზობენ მოქალაქეები კალაძეს

ახალი მეტრო

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი პროექტი „შენი იდეა თბილისის მერს“ უკვე გაეშვა.
 
მოქალაქეები დედაქალაქის მთავრობას ელექტრონულად, სხვადასხვა იდეას და ქალაქში არსებული პრობლემის მოგვარების გზებს სთავაზობენ.
 
როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე აქტუალური საკითხი საგზაო და სატრანსპორტო პრობლემები და იდეებია.
 
სწორედ ამ კატეგორიაში ფიქსირდება, განცხადებების უმეტესობა. „ფორტუნა“ რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:
 
 
 
მეტრო დიდ დიღომში
მარიტა ბიბილაშვილი დიდ დიღომში მეტროსადგურს ითხოვს და მოთხოვნას ასაბუთებს კიდეც.
 
მისი თქმით, ამ უბანში ტრანსპორტის პრობლემა მუდმივად დგას და საღამოს 8 საათის შემდეგ მგზავრობა ძალიან გართულებულია.
 
საღამოს საათებში მგზავრობის პრობლემაზე წერენ სხვა უბნებიდანაც.
 
 
 
ღია მეტროს ხაზი
დიდი დიღომის გარდა, მოსახლეობა სამგორის მეტროდან აეროპორტის მიმართულებითაც ითხოვს ღია მეტროს ან ტრამვაის ხაზს.
 
მაია შენგელიას იდეის მიხედვით, ამ იდეით ქალაქის ცენტრი, ორხევის, ლილოს და ეროპორტის დასახლებებს მარტივად დაუკავშირდება.
 
“გთხოვთ, სამგორის მეტროდან აეროპორტის მიმართულებით გაიყვანოთ ღია მეტროს, ან სწრაფი ტრამვაის ხაზი, რათა ქალაქის ცენტრს დაუკავშირდეს აეროპორტი, ორხევის, ლილოს დასახლებები”
 
ურნები მეტროში
გიორგი არსენაძე თბილისის მეტროსადგურებში ურნების დადგმას ითხოვს. მისი თქმით, ამ ეტაპზე სანაგვეების არარსებობის გამო, მოქალაქეები ნაგავს ლიანდაგებში ყრიან.
 
 
 
ახალი მარშრუტი
ანა თოფურიძე მერიას გლდანი – ვაზისუბნის მიმართულებით ტრანსპორტის დანიშვნის იდეას აწოდებს.
 
“ძალიან რთულია ქალაქის ცენტრალური ქუჩებით გადაადგილება ვაზისუბნიდან გლდანამდე. აუცილებელია მგზავრმა გამოიყენოს მეტრო ან თუ მეტროსთან ახლოს არ ცხოვრობს დამატებით სხვა ტრანსპორტი. უკიდურეს შემთხვევაში ადამიანს უწევს ტაქსისი გამოძახება და თბილისი ზღვით გადასვლა საჭირო ადგილას. ქალაქს ესაჭიროება მარშუტკა რომელიც გლდანის მეტროდან გადმოვა ვაზისუბნამდე და პირიქით. უამარავ ადამიანს გაუდავილდება ცხოვრება”, – წერსი ის.
 
 
 
საცობების განტვირთვა
კახი ფურცელაძე მერიას საცობების განტვირთვის (მისი თქმით) უმარტივეს სქემას სთავაზობს.
 
იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა სტრუქტურებში, სამუშაო დროის დაწყება და დასრულების საათები უნდა შეიცვალოს.
 
“თბილისში საცობების განტვირთვის მიზნით გადანაწილება უნდა მოხდეს სამუშაო საათების გრაფიკების. 
მაგალითად:
მეტრო 6.00-24.00 სთ.
რკინიგზა 7.00-15.00 სთ.
წარმოებები 8.00-16.00 სთ.
მედ. დაწესებულებები 9.00-18.00 სთ.
იუსტიციის სახლები, მერია, ფოსტა, გამგეობები, ბანკები და სხვა 10.00-19.00 სთ.
 
ამას ახსნაც აქვს, ვინაიდან ყველანი ქალაქში ერთდროულად იწყებს და ამთავრებს სამუშაოს, შეუძლებელია ელემენტარულად, სამსახურის გაცდენის გარეშე ან ექიმთან მიხვიდე, ან ბანკის თუნდაც, იუსტიციის სახლის მომსახურეობით ისარგებლო. აღარ ვამბობ უკვე გზებზე არსებულ მდგომარეობას, როდესაც მთელი ქალაქის მოსახლეობა ერთდაიმავე დროს მიემართება სამსახურში, სკოლებში, ინსტიტუტში და ა.შ. და ასევე ერთდაიმავე დროს ბრუნდება სახლში, აქედანაა სწორედაც ეს პრობლემა, რომლის გადაჭრაც შესაძლებელია ასეთი მეთოდით. სხვათაშორის ასეთი მეთოდი აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში და ნაწილობრივ საცობების პრობლემასაც აგვარებს და მომსახურეობის ხარისხსაც ზრდის”, – წერს ის.
 
საცობების მოგვარებისთვის კიდევ ერთი იდეა შატლების სამარშრუტო ხაზების შექმნაა.
 
“ჩემი აზრით საცობების მოგვარებაში შეიძლება დაეხმაროს ქალაქს ა.წ. შატლის სამარშრუტო ხაზის შექმნა.
 
ძალიან ხშირი შემთხვევა, როდესაც ადამიანი ჯდება სამარშრუტო ტაქსში და მიდის ერთი გაჩერებიდან მეორემდე. ასეთი ადამიანი ადგილს იკავებს, იხდის იგივეს და ა.შ.
 
უნდა შექმნას ისეთი სამარშრუტო ხაზები, რომლებიც გაჩერდებიან მხოლოდ 2-3 ცენტრალურ ადგილას. მაგალითად ასეთი შატლი ივლის ვარკეთილის მეტროდან ახმეტელის მეტრომდე.
1-ს გაჩერებას გააკეთებს ავლაბარში
2-ს დინამოსთან
3-ს კი დიდუბის მეტროსთან”, – წერს ალექსანდრე სუკიასოვი.
 
 
 
სატრანსპორტო ნაკადის შემცირება
მერიას დედაქალაქში ყოველდღიურად მოძრავი სატრანსპორტო ნაკადის შემცირების გეგმას აცნობს გოჩა ჯაიანი. მისი თქმით, თუ ამ გეგმას მიჰყვებიან, სამი თვის ვადაში თბილისში სატრანსპორტო ნაკადი შემცირდება.
 
გოჩა ჯაიანი ამბობს, რომ ქალაქში დაურეგისტრირებელი მანქანების გადაადგილება კვირის დღეების მიხედვით უნდა დარეგულირდეს.
 
“როგორც მოგეხსენებათ ჩვენს დედაქალაქშო, ამ ბოლო წლებში ძალიან არის გაზრდილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა , რაც შესაბამისად აისახა სატრანსპორტო ნაკადების ზრდაში.
გთავაზობთ ამ პრობლემის მოგვარების ჩემეულ იდეას, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავანახევროთ ქალაქში ყოველდღიურად მოძრავი მოძრავი ავტომანქანების რაოდენობა და თან მინიმალური დანახარჯებით ქალაქის ბიუჯეტიდან.
იდეა მდგომარეობს შემდგომში: ქალაქის მმართველობამ, ან სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოსცენ დოკუმენტი, რომლის მეშვეობით დარეგულირდება როგორც ქალაქში დარეგისტრირებული, ასევე სხვა რეგიონებიდან შემოსული ავტომანქანების დედაქალაქში გადაადგილების წესი კვირის დღეების და ავტომაქანის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით, ანუ ავტომანქანები რომელთა სარეგისტრაციო ნომერი მთავრდება კენტ რიცხვზე, ქალაქში გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, ხოლო ავტომანქანები რომელთა სარეგისტრაციო ნომერი მთავრდება 0-ზე და ლუწ რიცხვზე, ქალაქში გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, რჩება ერთი დღე, კვირა და ამ დღეს მოძრაობა დასაშვები იქნება ნებისმიერი ავტომანქანისთვის.
რა თქმა უნდა ეს რეგულაციები არ უნდა შეეხოს მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სასრაფოს, სახანძროს, დასუფთავებას და სხვადასხვა სპეცდანიშნულების ტრანსპორტს, კერძო ტაქსებისა და დისტრიბუციის მანქანების გარდა.
ის მძღოლი, ვინც არ დაემორჩილება ამ წესს და მაინც გამოვა ქალაქში, უნდა დაჯარიმდეს და ჯარიმის სიდიდე უნდა იყოს დიდი, მაგალითად: პირველი დარღვევის შემთხვევაში – 50ლარი, მე-2-ე დარღვევის შემთხვევაში – 250ლარი და მე-3-ე შემთხვევაში – 500ლარი, ამის შემდეგ კი ექვსი თვით ჩამოერთმევა კონკრეტული მანქანით გადაადგილების უფლება”, – წერს ის.
 
პირველი, რაც უკვე ამ პროექტმა გააკეთა, საზოგადოებისთვის, აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხების წამოჭრაა. მტკიცდება, რომ თბილისელებისთვის გადაადგილება სერიოზულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული და მერიას ამ პრობლემის მოგვარებისთვის ბევრი მუშაობა მოუწევს.
 
ელექტრონული პორტალი ახალი იდეების სისტემატიზაციას, საჯაროობასა და მიზნობრივ ადრესაციას ისახავს მიზნად, რომელიც განხილვისა და შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად, მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.
 
ვებპორტალ idea.tbilisi.gov.ge-ზე 13 კატეგორიაა განთავსებული, რომლის არჩევის შემდეგაც, მოქალაქეს არგუმენტირებული და დასაბუთებული იდეის დაფიქსირებისა და კონკრეტულ პროექტზე ხმის მიცემის საშუალება აქვს.
 
თბილისის მერის განცხადებით, ელექტრონული პორტალის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.
 
იდეის განხილვა ოთხ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რეგისტრირებული იდეა განიხილება საიტის ადმინისტრატორის მიერ, მეორე ეტაპი კი, მოიცავს იდეაზე ხმის მიცემას. მესამე ეტაპზე მერი იღებს გადაწყვეტილებას იდეის განხილვის გაგრძელების, ან იდეის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მეოთხე ეტაპზე მერიის სტრუქტურული ერთეულები იდეის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავენ.
 
 
fortuna.ge