EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ისა კოძოევი: აი, რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა, ქართველებო »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2018-02-28 00:37:08

ისა კოძოევი: აი, რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა, ქართველებო

ისა კოძოევი

ისა კოძოევი: "აი, რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა, ქართველებო“
 
 ინგუშების ეროვნული ლიდერი, ცნობილი მწერალი - ისა კოძოევი (კოაძოი) ქართველებს მიმართავს.
 
     „მე არ მინდა, რომ ქართველები გავდნენ ეროპელებს ვისურვებდი, რომ ქართველები გავდნენ - ქართველებს. დიდი ხანია მე ეს გულში ლურსმანივით მჩხვლეტს. მე არ მინდა, რომ ქართველები გაევროპელდნენ, ქართველები უნდა იყვნენ ქართველები! ჩვენ სხვა რასა ვართ, კავკასიელები ვართ, ჩვენ ჩვენი განსაკუთრებული მენტალიტეტი გვაქვს. ქართველო კაცებო და ქალებო, ჩვენ უნდა ვიყოთ შესაბამისად შემოსილნი, სიმპატიურნი, სალმიანნი, სტუმართმოყვარენი და მამაცნი.
 
     როგორ შეიძლება ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვიცხოვროთ? ეს იგივეა რაც ძმის დაკარგვა, დამარხე ძმა და აღარ გყავს. დადიხარ მის ცარიელ სახლში და ბალახი იზრდება, სადღაც ღობეზე კატა კნავის. ცოტა ხნის წინ კახეთში ვიყავი, დავიარე სოფლები და ქუჩების გასწვრივ მიტოვებული ცარიელი ფანჯრები მიყურებდნენ. ვიკითხე რა ხდება მეთქი? - მითხრეს, რომ ხალხი საკუთარ სახლებს ტოვებს და ევროპაში მიდის. ჩემთვის ეს ძალიან ძნელი სანახავი იყო, მთელი ღამე ვფიქრობდი და ძილი არ მეკარებოდა. ახლა ყველა ქართველს მინდა ვთხოვო: ღვთის გულისათვის, ნუ წახვალთ, არ არის ბედნიერება უცხო მიწაზე!
 
     ორი მონათესავე ერის, ქართველებისა და ინგუშების კულტურა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, იმდენად, რომ ქართველების დახმარებით ინგუშური კულტურის დაკარგული ელემენტების აღდგენა შეიძლება. თქვენი საგუნდო სიმღერები, საერთოდ თქვენი სიმღერები, მუსიკა - ისეთია, როგორც ჩვენი, თქვენი კულტურაც, ხელოვნებაც და ტრადიციებიც. ჩვენ თქვენგან უნდა გავიხსენოთ, აღვიდგინოთ ის რაც დავკარგეთ, რაც დაგვაკარგვინეს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ჩვენი სულით თქვენ სულთან მოვდივართ და გეუბნებით, რომ დაგვეხმაროთ აი ასეთ დროს.
 
     თქვენიდან ავიღებთ იმას, რაც ჩვენთან გაქრა, თქვენ შემოგხედავთ და მოგბაძავთ, ამიტომ თქვენ ძალიან კარგები უნდა იყოთ. კავკასიაში ყველაზე ახლო ხალხები ჩვენ ვართ, ქართველები და ინგუშები.
ჩვენ ერთნაირად გამოვიყურებით, ჩვენ ერთნაირი ტრადიციები გვაქვს, ერთნაირი თვისებები, ერთნაირი მენტალიტეტი და ჩვენ ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი სჩქეფს, ალბად ღმერთმა, როცა ჩვენ გვქმნიდა, იცოდა რასაც აკეთებდა, ამიტომ ჩვენ ეს არ უნდა გადავაკეთოთ – წერს ისა კაძოევი.
 
 
ultrapress.ge