EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ტოპ ყველაზე საზარელი ბუნებრივი მოვლენები დედამიწაზე »

კატეგორია: უცნაური

ავტორი: admin

თარიღი: 2018-02-28 16:19:38

ტოპ ყველაზე საზარელი ბუნებრივი მოვლენები დედამიწაზე
ბუნებრივი მოვლენები საკმაოდ ჩვეულებრივი საქმეა. მაგრამ ზოგჯერ ისეთი იშვიათი კატასტროფებიც ხდება, რომლებიც რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანებს. ისინი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ხდება და ძნელია მათ „ჩვეულებრივი“ უწოდო. ამ სტატიით თქვენ გაეცნობით ყველაზე საშიშ ბუნებრივ მოვლენებს და ანომალიებს. 
 
სისხლიანი წვიმა
„სისხლიანი წვიმა“. სახელწოდება ცუდად ჟღერს, მაგრამ თავად მოვლენა კიდევ უარესია. ამ მოვლენისთვის მთელი თვე შეიძლებოდა თვალი გედევნებინათ ინდოეთში კერალას შტატში. ადგილობრივი მაცხოვრებლები შოკირ მდგომარეობაში იყვნენ. თუმცა, ამ მოვლენის მიზეზი მალევე დაადგინეს. წყლის ქარბორბალამ შეიწოვა წითელი წყალმცენარეების სპორები. როდესაც ეს სპორები შეერია ჩვეულებრივ წვიმის წყალს, დედამიწაზე მოვიდა სისხლისფერი წვიმა. 
 
შავი ნისლი
„შავი ნისლი“. ეს მოვლენა პერიოდულად „სტუმრობს“ ლონდონს. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე რამდენჯერმე მოხდა: 1873 და 1880 წლებში. ბოლოს კი 1952 წელს დააფიქსირეს. ქუჩებში ისე ბნელოდა, რომ თავისუფლად გადაადგილება შეუძლებელი იყო. ხალხი ხელის ცეცებით დადიოდა. აღსანიშნავია, რომ „შავი ნისლის“ დროს ლონდონის ქუჩებში სიკვდილიანობა იმატებს. საქმე იმაშია, რომ ამ მოვლენის დროს ჰაერი იმდენად იშვიათდება, რომ სუნთქვა ჭირს, პირბადეთიც კი. 
 
ბურთისებრი ელვა
„ბურთისებრი ელვა“. ყველასთვის ცნობილია ელვის შესახებ. მაგრამ მოცემული ანომალია სულ სხვა რამეა. ბურთისებრი ელვა წარმოადგენს ელექტრულ განმუხტვას. მას აქვს უნარი მიიღოს ნებისმიერი ფორმა. როგორც წესი, მას აქვს დიდი ბურთის ფორმა ყვითელი ან წითელი ფერის. ეს მოვლენა ფიზიკის არც ერთ კანონს არ ექვემდებარება. ბურთისებრი ელვა შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს სახლში ან თვითმფრინავის სალონში. რამდენიმე წამის შემდეგ კი უკვალოდ ქრება.
 
სიკვდილის თითი
„სიკვდილის თითი“. ასეთი მოვლენა საშიშია ოკეანის ყველა ბინადრისთვის. არქტიკაში წყლის ქვეშ საკმაოდ უცნაური „ლოლოებია“ დაკიდული. მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ დაადგინეს, როგორ ფორმირდება ისინი. ოკეანის ფსკერზე მყინვარებიდან ნელ-ნელა მიედინება მარილი. მთელ წყალს მის გარშემო აქცევს ყინულად. სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არაა. როდესაც „სიკვდილის თითი“ ფსკერამდე აღწევს, უკვე ფსკერის გასწვრივ ვრცელდება. ეს ანომალია წყლის ბინადრებისთვის საშიშია იმიტომ, რომ მისმა სტრუქტურამ 15 წუთში შეიძლება გაანადგუროს ცოცხალი ორგანიზმები, რომლებსაც არ შეუძლიათ სწრაფად გადაადგილება.
 
სმერჩი
სმერჩი. ეს ბუნებრივი მოვლენა წარმოადგენს ჰაერის მასის გრძელ ნაკადს. აშშ-ში სმერჩი ყველაზე ხშირი მოვლენაა. თუ გვერდიდან შეხედავთ, ისინი მოგაგონებთ კონუსის ფორმის ღრუბელს. დიამეტრში სმერჩი შეიძლება 10 მეტრამდე იყოს. სმერჩის შუაგულში ჰაერი წრიულად მოძრაობს. ყველაფერი, რაც სმერჩში ხვდება ბრუნვას იწყებს. და, რაღა თქმა უნდა, ყველაფერი რასაც სმერჩი აიტაცებს ზიანდება. სმერჩს ისეთი ძალა აქვს, რომ შეუძლია აიტაცოს 5 ტონა სიმძიმის სახლი. 
 
შავი დღე
„შავი დღე“. იამალში 1938 წელს დააფიქსირეს უცნაური ბუნებრივი მოვლენა. თანაც, ეს მოვლენა დღემდე ვერ ამოხსნეს. შუადღეს უცებ ჩამობნელდა, თითქოს დაღამდაო. თვითმხილველი-გეოლოგები აღწერენ ამ მოვლენას, როგორც სიბნელის უეცარ დადგომას. ცაში სასიგნალო რაკეტები გაუშვეს. ჩანდა, რომ დედამიწას იმდენად სქელი ღრუბელი გადაეკრა, რომ მზის სხივებს აღარ უშვებდა მიწამდე. ასე გაგრძელდა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში.
 
ქვიშის ქარიშხალი
ქვიშის ქარიშხალი. მსგავსი მოვლენა - ბუნების სიძლიერის კარგი მაჩვენებლია. ქვიშის ქარიშხალი მხოლოდ უდაბნოებში ხდება. თუ ადამიანი ამ დროს უდაბნოში აღმოჩნდება, დიდი ალბათობით, მოკვდება, რადგან დაიხრჩობა ქვიშით. იგი ჩნდება ჰაერის დიდი ნაკადის გამო. ყოველ წელს ამაზონის აუზში საჰარიდან 40მილიონ ტონაზე მეტი ქვიშა გადაიტანება. 
 
ცეცხლოვანი ტორნადო
ცეცხლოვანი ტორნადო. საფრთხე, რომელსაც ტორნადო შეიცავს, ყველასთვის ცნობილია. მაგრამ, თუ მას დავუმატებთ ცეცხლს, საფრთხე კიდევ უფრო სერიოზული ხდება. ასეთი მოვლენა შეიძლება გაჩნდეს ხანძრის შედეგად. ჰაერის სიმკვრივე იკლებს გახურების გამო და ცეცხლიც ზემოთ იწევს. აღსანიშნავია, რომ ცეცხლოვან ტორნადოს შეუძლია განავითაროს ქარიშხლის სისწრაფე. 
 
ცუნამი
ცუნამი. ეს მოვლენა მიწისძვრის შედეგია. დასაწყისისთვის ტალღა ფორმირდება, შემდეგ კი იწყებს მოძრაობას, თანაც უდიდესი სისწრაფით. მას შეუძლია სიმაღლეში 15 მეტრს მიაღწიოს. ხმელეთს ცუნამი ეჯახება არამარტო დიდი სიჩქარით, არამედ დიდი ძალითაც. და შედეგებიც საშინელი აქვს: უამრავი ადამიანის სიცოცხლის წართმევა. 
 
მიწისძვრა
მიწისძვრა. ეს ბუნებრივი მოვლენა შეიძლება ყველაზე საშინლად მივიჩნიოთ. ის უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში მიწისძვრებმა 880 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მიწისქვეშა ბიძგები იწვევს ზედაპირის ძვრასაც, რომელიც დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება. მიწისძვრას შეუძლია მიწასთან გაასწოროს ქალაქები და შეიწიროს უამრავი ადამიანის სიცოცხლე. 
 
 
 
mir-facts.pp.ua