EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის ფაქტზე ჯარიმას ადგილზე გამოწერენ »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: Nisa

თარიღი: 2018-03-01 14:22:39

თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის ფაქტზე ჯარიმას ადგილზე გამოწერენ

smoking in the street

„თამბაქოს კონტროლის შესახებ" ახალი კანონმდებლობით პროცედურა გამარტივდა და ნებისმიერ ადმინისტრატორს შეუძლია, თამბაქოს მოწევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის შესახებ გადაწყვეტილება ადგილზე მიიღოს, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ 1tv.ge-ს ეთერში განაცხადა.
 
„რაც შეეხება ადმინისტრირებას, ამ შემთხვევაში, მთავარი ადმინისტრატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, ჯანდაცვის სექტორში ჯანდაცვის სამინისტრო და ტრანსპორტთან მიმართებაში – ტრანსპორტის შესაბამისი ადამინისტრაციები. ძირითადი აღმასრულებლები ესენია“, – განაცხადა ბახტურიძემ.
 
გიორგი ბახტურიძის განცხადებით,ჯარიმები ფიზიკურ პირზე 50 ლარიდან იწყება, იურიდიული პირებისთვის კი – 500 ლარიდან.
 
მისი თქმით, სრული აკრძალვა ყველაზე ეფექტურია. რადგან სახელმწიფო, თუ კერძო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობა უფრო დაცული იქნება.
 
ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო 31 000 ადამიანი იღუპება.
 
2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოწევა, (ასევე, ელექტროსიგარეტის) სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში იკრძალება.