EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ევროპელებთან შედარებით, ქართველები 6-ჯერ ნაკლებად ვარჯიშობენ »

კატეგორია: სპორტი

ავტორი: Sportsmani

თარიღი: 2018-03-06 20:42:08

ევროპელებთან შედარებით, ქართველები 6-ჯერ ნაკლებად ვარჯიშობენ

fitness-sport

საქართველოში სპორტით/ვარჯიშით ორჯერ მეტი კაცია დაკავებული (26,8%), ვიდრე ქალი (13,5%)
 
ფიზიკური ვარჯიში და სპორტი ამ სტატიის მთავარი თემაა. ჩვენ 500 ადამიანი გამოვკითხეთ და გავარკვიეთ, რამდენად ინტენსიურად არიან ისინი დაკავებულები სპორტით.
 
აღმოჩნდა, რომ ქართველები სპორტს აქტიურად არ მისდევენ – გამოკითხულთა მხოლოდ 5,2% ვარჯიშობს სისტემატიურად, 80,6% კი საერთოდ არ არის დაკავებული სპორტით.
 
 
ეს მონაცემები უკიდურესად განსხვავდება სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსი მონაცემებისგან. ევროსტატის მიხედვით (http://ec.europa.eu/eurostat), ევროკავშირში შემავალი ქვეყნების 18 წლის და ზემოთ ასაკის მოსახლეობის მესამედი (29.9%) აქტიურად ვარჯიშობს/მისდევს სპორტს (ყოველკვირეულად ხარჯავს მინიმუმ ორსაათნახევარს საშუალო დატვირთვის ფიზიკურ აქტივობაში). პოპულაციის დაახლოებით ნახევარს (49.8%) შეადგენენ ადამიანები, რომლებიც არანაირ სპორტს არ მისდევენ.
 
საქართველოში სპორტის/ვარჯიშის პოპულარულობა სქესის მიხედვით განსხვავებულია – კაცები უფრო მეტად მისდევენ სპორტს, ვიდრე ქალები. კერძოდ, ორჯერ მეტი კაცი არის დაკავებული სპორტით, ქალებთან შედარებით. იგივე პროპორციაა აქტიური სპორტით დაკავებულთა შორისაც – ორჯერ მეტი კაცი ვარჯიშობს სისტემატიურად (7,7%), ვიდრე ქალი (3,3%).
 
 
კაცებში ერთ ჯერზე ვარჯიშის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 43 წუთს, ქალები კი საშუალოდ 10 წუთით ნაკლებს ვარჯიშობენ – 33 წუთს.
 
ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, უფრო მეტი კაცი ვარჯიშობს, ვიდრე ქალი. ასევე, აღმოჩნდა, რომ ორივე სქესისთვის, ვარჯიში/სპორტი ყველაზე პოპულარული 18-დან 24 წლამდე ასაკშია.
 
 
 
wom.ge