EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« იალოვიცი: შევარდნაძემ მითხრა რუსები ამას დიდხანს არ დაივიწყებენ »

კატეგორია: სხვა

ავტორი: admin

თარიღი: 2018-03-10 14:09:18

იალოვიცი: შევარდნაძემ მითხრა რუსები ამას დიდხანს არ დაივიწყებენ

Russian Army

"მოსკოვი საქართველოს უბიძგებდა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა. მაშინ მახსოვს, პანკისთან ახლოს ბომბებიც კი ჩამოყარეს. ამ დროისთვის უკვე იყო განცხადებები მოსკოვის მხრიდან, რომ პანკისი ტერორისტების თავშესაფარი ხდებოდა.
 
1999 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეხვედრაზე დამიბარა. მან მითხრა, რომ კრემლიდან სთხოვეს, რუსეთის ჯარისთვის - საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზებიდან - ჩეჩნეთზე სამხრეთიდან იერიშის მიტანის ნებართვა მიეცა. შევარდნაძემ მითხრა, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ, ამ ნებართვაზე რუსებისთვის უარის თქმას აპირებდა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არ შედიოდა.
 
მახსოვს მაშინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება რუსებს არ მოეწონებოდათ და რომ მოსკოვი ამას დიდი ხანი არ დაივიწყებდა. "