EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რუსეთის საზღვრებთან ახალი კონფლიქტი იწყება: ამჯერად - აშშ-ის მონაწილეობით »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2018-03-14 13:51:20

რუსეთის საზღვრებთან ახალი კონფლიქტი იწყება: ამჯერად - აშშ-ის მონაწილეობით

amerika russian border

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი რუსეთის საზღვრებთან ახალი სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებას ახდენს, ამჯერად – ამერიკელების მონაწილეობით. მის საბაბად შესაძლოა, “ღია ცის შესახებ” შეთანხმების ფარგლებში ფრენები იქცეს, რასაც დაჟინებით მოითხოვენ ამერიკელები. მოსკოვი და ვაშინგტონი ამ ფრენების შესაძლებლობას სრულიად განსხვავებულად ეკიდებიან, მთავარი კი ის არის, რომ თავად აფხაზეთის რეაქციაა სრულიად არაპროგნოზირებადი” - წერს რუსული ინტერნეტ-გამოცემა “Rambler”.
 
მისივე ინფორმაციით, “აშშ გეგმავს, საქართველოს დახმარებით ჰაერიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ასევე მათ მიმდებარედ რუსეთის სასაზღვრო რაიონების ინსპექტირება განახორციელოს და საფუძვლად “ღია ცის შესახებ” 1992 წლის შეთანხმება მოჰყავს”.
 
“როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე ამ ორი რესპუბლიკის ტერიტორიებზე რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 ბაზებია გაშლილი. ცხადია, რომ ამერიკული მხარე დაინტერესებულია, მიიღოს უფრო აქტუალური მონაცემები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წარმოდგენილობის თაობაზე, ისევე, როგორც თავად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მდგომარეობის შესახებ” - წერს რუსული ინტერნეტ-რესურსი.
 
 
 
რაში მდგომარეობს რუსეთ-აშშ-ის უთანხმოება “10-კილომეტრიანი დერეფნის”ირგვლივ
 
 
 
“ღია ცის შესახებ” შეთანხმებას, რომელიც “ცივი ომის” დასრულების სიმბოლოდ აღიქმებოდა, ახლა რთული დრო უდგას. ჯერ კიდევ გასულ წელს ამერიკული მედია წერდა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან აშშ რუსული კონტროლისთვის ალიასკასა და ჰავაის კეტავდა. საპასუხოდ რუსეთმა განაცხადა, რომ შეთანხმებაში მოხსენიებული თავისი აეროდრომების რაოდენობას შეამცირებდა.
 
მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა “РИА Новости»-სთან საუბრისას ამერიკული მხარის პრეტენზიები ჩამოაყალიბა და მათ შორის რუსეთის მიერ კალინინგრადის ოლქის თავზე ფრენების შეზღუდვა, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვრებზე არსებული 10-კილომეტრიანი დერეფნის გასწვრივ ფრენების აკრძალვა დაასახელა.
 
“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების რაიონში ფრენების ირგვლივ წინააღმდეგობები პოლიტიკური უთანხმოებებიდან გამომდინარეობს”, — განაცხადა ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. მისივე თქმით, “შეთანხმებაში ნათქვამია, რომ სადამკვირვებლო თვითმფრინავის ფრენის მარშრუტი შეთანხმების არმონაწილე მოსაზღვრე ქვეყნების საზღვრებს 10 კმ-ზე მეტად არ უნდა უახლოვდებოდეს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კი შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოები არ არიან”.
 
თავის მხრივ, აშშ, როგორც ცნობილია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს, საქართველო კი შეთანხმების მონაწილეა და, შესაბამისად, თბილისისა და ვაშინგტონის თვალთახედვით, ამერიკულ თვითმფრინავებს,რუსულისგან განსხვავებით, სრული უფლება აქვთ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების თავზე იფრინონ.
 
2011 წელს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს თბილისმა მოსკოვთან “ღია ცის შესახებ” შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, რაც ოკუპირებული რეგიონების სტატუსის ირგვლივ უთანხმოებებს უკავშირდებოდა. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ვითარება არ შეცვლილა: დეკემბერში გაკეთდა განცხადება, რომ საქართველო რუსეთს საჰაერო სივრცის გამოყოფაზე უარს ეუბნება.
 
საქართველოსა და რუსეთს შორის “ღია ცის შესახებ” შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 26 თებერვალს ვენაში ჩატარდა.
 
“საუბარი გართულებული იყო იმით, რომ ოფიციალური თბილისის უკან აშშ, კანადა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი და უკრაინა იდგნენ» - წერს რუსული ინტერნეტ-რესურსი.
 
 
 
“აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გადაწყვეტილებას დამუკიდებლად მიიღებენ”?
 
 
 
«არა მგონია, ამ შემთხვევაში რამე გამოვიდეს. ეს ორმხრივ საფუძველზე წყდება, ვინაიდან არც აფხაზეთს, არც სამხრეთ ოსეთს “ღია ცის შესახებ” შეთანხმება არ გაუფორმებიათ და მისი მონაწილეები არ არიან. მიიწვიონ ისინი შეთანხმების მონაწილეებად და მაშინ საკითხის განხილვაში ისინიც ჩაერთვებიან», — განუცხადა რუსულ გამოცემა “ВЗГЛЯД”-ს სამხედრო ექსპერტმა ვიქტორ მურახოვსკიმ.
 
«ჩვენ ვაღიარეთ ეს სახელმწიფოები. ახლა მათი თავდაცვისუნარიანობის საკითხი მათსა და რუსეთს შორის შეთანხმებით განისაზღვრება. თავად გადაწყვეტილება კი, რა უნდა მოიმოქმედონ საჰაერო სივრცის დამრღვევის მიმართ, ამ სახელმწიფოების ხელისუფლებების მიერ მიიღება. განსხვავებით ყირიმისგან, რომლის სტატუსს აშშ ასევე არ აღიარებს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება არა მოსკოვზე, არამედ სოხუმსა და ცხინვალზეა დამოკიდებული”, — განუცხადა იგივე “ВЗГЛЯД”-ს რუსმა სამხედრომ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო შეთანხმებათა სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა ევგენი ბუჟინსკიმ.
 
მისივე თქმით, «თუ ამერიკელები საქართველოს ტერიტორიიდან აფრინდებიან, აფხაზების მხრიდან გამორიცხული არაფერია”.
 
“ვინ იცის, რას ჩაიდენენ? - ღმერთმა არ ქნას, ჩამოაგდონ თვითმფრინავი…. აიღებს ვინმე რაიმე რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსს, მაგალითად “სტრელას” და გაუშვებს აფხაზეთიდან და ვინ აგებს მერე ამერიკელების დაღუპვაზე პასუხს? ამდენად, ვფიქრობ, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ გაფრინდებიან. მსგავსი ინციდენტები უკვე გვქონია, მაგალითად, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით. მაშინ ფრანგებმა აფხაზეთში გუდაუთის ინსპექტირება გვთხოვეს, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ვერ შემოდიოდნენ – აფხაზები არ უშვებდნენ. მათ დაგვითანხმეს, მივეცით ვერტმფრენი და ისინი ჩვენი ტერიტორიიდან აფრინდნენ - ადლერიდან. და აფხაზებმა ისინი კინაღამ ჩამოაგდეს, მიუხედავად იმისა, რომ ვერტმფრენი ჩვენი იყო. ფრანგები ისე შეშინდნენ, შემდგომში მსგავსი თხოვნებით აღარ მოუმართავთ», — დასძინა ბუჟინსკიმ.
 
 
 
საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"