EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ვაკეში სამედიცინო ცენტრთან ერთად პარკის და მუზეუმის მოწყობა იგეგმება »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-03-14 14:31:02

ვაკეში სამედიცინო ცენტრთან ერთად პარკის და მუზეუმის მოწყობა იგეგმება

ვაკეში პარკის და მუზეუმის მოწყობა

ვაკეში, ყოფილი „ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრთან ერთად ლანდშაფტური პარკის და  მუზეუმის მოწყობა იგეგმება.
ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში ექსკლუზიურად განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ინვესტორმა კომპანიამ  შპს „ლეჩკომბინატი №1“ თბილისის მერიაში ესკიზური პროექტი 2018 წლის თებერვალში შეიტანა.
 
დედაქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ აღნიშნული ესკიზური კონცეფცია მერიაში უკვე შეთანხმებულია. თუმცა, მათივე განმარტებით, საუბარი ამ ეტაპზე პროექტის შეთანხმებაზე ან მშენებლობის ნებართვაზე არ არის.
 
„ეს გავიდა კულუტურული მემვკიდრეობის საბჭოზე, მოწონულ იქნება, თუმცა, ეს არის ესკიზი და მოასლოდნელია კორექტირებებიც. ამის მომდევნო ეტაპი ინვესტორის სურვილის შემთხვევაში არქიტექტურული პროექტის წარდგენა და შემდგომ უკვე მშენებლობის ნებართვის გაცემა იქნება“ – აცხადებენ არქიტექტურის სამსახურში.
 
მათივე ინფორმაციით,  წარმოდგენილი პროექტი გულისხმობს, ქ.თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. #5- ში, ყოფილ სამკურნალო კომბინატის ტერიტორიაზე ლანდშაფტური პარკის, სამედიცინო დაწესებულებისა და  მუზეუმის მოწყობას.
 
კონცეფციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაეთმობა გამწვანებულ სივრცეს, რომელიც იქნება ღია საჯარო მოხმარებისათვის, ლანდშაფტურ სარეკრეციო დანიშნულებით. ტერიტორიის სიღრმეში, განთავსდება მრავალპროფილური საავადმყოფო.
 
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ არსებულ ტერიტორიაზე ამჟამად მდებარეობს, ყოფ. სავადმყოფოს შენობის დაკონსერვებული შესასვლელი ბლოკის სამსართულიანი მოცულობა. აღნიშნული მოცულობა მოექცევა სტრუქტურაში, რომელიც ფუნქციურად დაიტვირთება როგორც, კიბეებისაგან და პანდუსებისაგან შედგენილი ბელვედერი, და შესასვლელი ვესტიბიული მიწისქვეშა სივრცეში, სადაც განთავსდება მუზეუმი და საგამოფენო დარბაზები.
 
მუზეუმი დაეთმობა ყოფ. გალაკტიონ ტაბიძის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას, როგორც პოეტის ყოფ. სამკურნალო კომბინატთან ისტორიული კავშირის ხაზგასმა.ამავე სართულზე განლაგებული საგამოფენო დარბაზები ძირითადად დაეთმობა, როგორც  სამკურნალო სახელოვნებო თერაპიის ჯგუფების მუშაობას, ასევე იმუშავებს, როგორც  საჯარო საგამოფენო სივრცე.
 
 
საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც მოემსახურება როგორც საავადმყოფოს, ასევე პარკისა და მუზეუმის ვიზიტორებს.
 
კონცეფციის მიხედვით, ამავე ტერიტორიის სერვიტუტით დატვირთული მონაკვეთის მომიჯნავედ, მდებარეობს ამჯამად უფუნქციო სამეურნეო ნაგებობა. მის ადგილას ასევე განზრახულია ბავშვთა სათამაშო მოედნისა და სკვერის მოწყობა.
 
ვაკის ლეჩკომბინატის“ შენობა კომპანია შპს „ლეჩკომბინატი №1“-მა (წარსულში შპს დილა 2010-ი) 2010 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა. ობიექტის შესაძენად მაშინ ორი კომპანია კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი და შპს დილა 2010 იბრძოდნენ, საბოლოო გამარჯვებულად კი შპს დილა 2010 დასახელდა. აუქციონზე ობიექტის გასაყიდი საწყისი ფასი 4 300 000 აშშ დოლარს შეადგენდა საბოლოო ჯამში კი კომპანია 7,3 მილიონი დოლარი გადაიხადა.
 
 
კომპანიამ ვალდებულებად 5 წლის განმავლობაში სამედიცინო ობიექტისთვის პროფილის შენარჩუნება და გარკვეული ინვესტირება აიღო. „დილა 2010-ის დამფუძნებელი რუსული სადაზღვევო კომპანიის რესო გარანტის აქციონერის, სერგეი სარქისოვის მეუღლე რუსუდან მახაშვილია. მაშინ ითქვა, რომ კომპანიის დამფუძნებელს სადაზღვევო ბაზარზე შესვლის გეგმებიც ჰქონდა.
 
რატომ გადაწყვიტა შპს „ლეჩკომბინატი №1“-მა არსებულ პროექტში ცვლილებების შეტანა და ტერიტორიის უდიდესი ნაწილის გამწვანებული სივრცისთვის დათმობა, კომპანიიიდან პასუხს უახლოეს მომავალში ელოდება.
 
წყარო: კომერსანტი | ავტორი: სოფო ქსოვრელი