EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« კიოკუშინკაი კარატეს ისტორია »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი: admin

თარიღი: 2018-03-28 15:18:07

კიოკუშინკაი კარატეს ისტორია

კიოკუშინკაი

კიოკუშინკაი მსოფლიოში კარატეს ყველაზე ძლიერ სახეობად ითვლება, რომელიც ხასიათება ილეთების ეფექტურობით. „კიოკუშინკაი“ ითარგმნება იაპონურიდან ქართულ ენაზე ასეთი ფორმით „აბსოლიტური ჭეშმრიტების მაძიებელთა კავშირი“, ან „გზა შორეული ჭეშმარიტებისაკენ“. ამ სახეობის მიზანია ადამიანის სულისა და ფიზიკური სიძლიერის მაქსიმალურ  დონეზე აწევა.
კიოკუშინკაი კარატეს დამაარსებელი მასუტაცუ ოიამა თვლის რომ, უმაღლესი მიზანი არა მარტო სხეულის ფიზიკური, არამედ საუკეთესო ხარისხების განვითარებაა მთლიანად. თუ სულიერი სიძლიერის  განვითარება იგნორირებულია, მაშინ ვარჯიშები კარგავს აზრს.
     ხშირად კიოკუშინკაი კარატეს თვლიან  უხეშ სახეობად, მაგრამ ოიამა ამას ხსნის იმით რომ, კიოკუშინ კარატე არის საბრძოლო ხელოვნება, ხოლო  კიოკუშინ -კარატისტი მებრძოლია, რომელიც მებრძოლის ნებისმიერ ხარისხს პასუხობს.
 
 
მასუტაცუ ოიამა
( იონგ ი ჩოი )
 
     იონგ ი ჩოი, შემდგომში ხალხის მიერ წოდებული მასუტაცუ ოიამად, დაიბადა 1923 წლის 27 ივლისს სამხრეთ კორეაში.  9 წლის ასაკში საცხოვრებლად ჩინეთში თავის დასთან გადავიდა, სადაც  ვარჯიში დაიწყო ჩინურ კემპოში „18 ხელი“.
     1938 წელს მან დატოვა კორეა და იაპონიაში გადავიდა საცხოვრებლად, რაც იმ დროისთვის მოდაში იყო. ოიამა მოეწყო საავიაციო ინსტიტუტში და გახდა ერთ-ერთი პირველი კორეელი მფრინავი. მიუხედავად რთული და მძიმე მდგომარეობისა მან მაინც განაგრძო ვარჯიში ბოქსში და ძიუდოში. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი მოეწყო ლეგენდარულ გიჩინ ფუნაკოშის დოჯოში, სადაც იგი ვარჯიშობდა ცნობილ კარატეს სახეობაში - შოტოკანში, სადაც მასუტაცუ ყველას აკვირვებდა თავისი მიღწევებით.
     17 წლის ასაკში მან ოსტატობის ხარისხის მეორე დანი მიიღო, 20 წლის ასაკში კი მე-4-ე დანის წოდება მიიღო. "თუ მკითხავენ რას უნდა მიუძღვნას ადამიანმა  თავისი ცხოვრება, მე  ვუპასუხებდი   ვარჯიშებს" ამბობდა მასუტაცუ ოიამა. ასევე ძიუდოში მან ოთხი წლის განმავლობაში დიდ წარმატებას, ოსტატის მეოთხე დანის წოდებას მიაღწია.
     მისი შემდგომი პერიოდი კარატესთვის კრიზისული გახდა. დასავლეთის სპორტმა დიდი გავლენა მოახდინა კარატეზე, რის შემდეგაც კარატემ დაკარგა თავისი საბრძოლო ხარისხი და მალე გადაიქცა სპორტულ უკონტაქტო კარატედ და სხვადასხვა საჩვენებელ პროგრამებად.
ამის შემდეგ ოიამამ გადაწყვიტა მთელი ცხოვრება მიეძღვნა სხვებისაგან განსხვავებით სულისა და ფიზიკური განვითარებისათვის.
киокушинкай
     1946 წელს ოიამა შეხვდა მწერალს, ეიჯი იოშიკავას, რომელმაც თავისი რომანი მიუძღვნა დიდებულ სამურაის და მოფარიკავეს მიამოტო მუსაშის. იოშიკავა ეხმარება ოიამას ღრმად ჩასწვდომოდა სამურაის კოდექსში. ამის შემდეგ ოიამამ გადაწყვიტა განმარტოვებულიყო ცივილიზებული სამყაროდან და ავიდა მინობუს მთაზე, სადაც ოდესღაც მუსაშიმ შექმნა ცნობილი მეფარიკავეთა სკოლა  „ნიტუ-რიუ.“
     ოიამასთან ერთად მისი მოსწავლე იაშირო ავიდა, რომელმაც ვერ გაუძლო მძიმე ვარჯიშებს და უკან დაბრუნდა. 14 თვის შემდეგ ოიამა მძიმე ფინანსური სირთულეების  გამო ბრუნდება მინობუს მთიდან. იგი თავისი სიძლიერით და მკაცრი ხასიათით აკვირვებდა ყველას. ყველაფერმა ამან გადაწყვიტა კიოკუშინის ბედი.
     1947 წელს კიოტოში იაპონიის პირველ  ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იმარჯვებს ოიამა და პირველ ადგილს იკავებს.
     1948 წელს ოიამა ისევ ტოვებს ცივილიზებულ სამყაროს და ადის კიოძუმის მთაზე, ვარჯიშების პერიოდში იგი ფანტასტიურ სიძნელეებს თავისუფლად უმკლავდებოდა. წვიმაში, თოვლში, ქარში, ყინვაში არ წყდებოდა მკაცრი ვარჯიშები, რომელიც დღეში 12 საათს მოიცავდა. ამტვრევდა რიყის ქვებს ხელით, ხეებს იყენებდა მაკივარის როლში. 18 თვის შემდეგ ოიამა ისევ ეშვება ცივილიზებულ სამყაროში.
     1952 წელს ოიამა  მიემგზავრება ამერიკაში, სადაც მან თავისი არაადამიანური ნორმებით აღაფრთოვანა ამერიკელები. ბრძოლები, რომელიც მან ჩაატარა ამერიკელ ცნობილ  ბოქსიორებთან მთავრდებოდა წამებში.
     ოიამა იყო პირველი ადამიანი,რომელმაც სამ დღეში 300 მოწინააღმდეგესთან ჩაატარა ბრძოლები, დღეში - 100 ბრძოლა და ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა.
     1954 წელს მასუტაცუ ოიამა ხსნის თავის პირველ დოჯოს ტოკიოში, მეჯიროში. მისი პირველი მოსწავლეები იყვნენ მაცუშიმა და მასუდა.
     1957 წელს მასუტაცუ ოიამას უკვე 700 მოსწავლე ჰყავდა. მის სკოლაში ჩადებული იყო საფუძველი 1000 დღე ვარჯიში დამწყებებისათვის, 10,000 დღე რომ გაერკვე ჭეშმარიტებაში.
მასუტაცუ ოიამა ყოველთვის მუშაობდა ტექნიკაზე, რომელიც გამოდგებოდა ნამდვილ ბრძოლაში.
     1964  წელს იაპონიაში ოფიციალურად სცნეს კიოკუშინკაი კარატეს ჰონბუ, რომელიც შემდგომ გახდა საერთაშორისო ორგანიზაციის ცენტრი. კიოკუშინკაი ამის შემდეგ ელვისებურად მოედო მთელ დედამიწის ზურგს. ამ სახეობაში 120 ქვეყანაზე მეტი ჩაერთო ვარჯიშებში, რომელიც ითვლიდა 10 მილიონზე მეტ მოვარჯიშეს.
     1969 წელს ტოკიოში ორგანიზებული იყო პირველი ღია ჩემპიონატი კიოკუშინ კარატეში.
1975 შედგა პირველი სმოფლიო ჩემპიონატი კიოკუშინ კარატეში ტოკიოში, რომელმაც დაამტკიცა კიოკუშინკაის სიძლიერე. ვერცერთმა სხვა სახეობამ ვერ გაუწია წინააღმდეგობა კიოკუშინის მებრძოლებს. ჩემპიონი გახდა კაცუაკი სატო.
     1979 წელს შედგა მეორე ჩემპიონატი, სადაც მაკოტო ნაკამურა გახდა ჩემპიონი.
     1983 წელს შედგა მესამე მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ისევ მაკოტო ნაკამურა გახდა ჩემპიონი 
     1987 წელს შედგა მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 200 მებრძოლი მონაწილეობდა. ჩემპიონი აკიოში მაცუი გახდა.
     1991 წელს შედგა მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატი სადაც 250 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონი გახდა ქენჯი მიდორი.
     1994 წესლ კიოკუშინკაი კარატემ დიდი დანაკარგი განიცადა, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა მასუტაცუ ოიამა. განუმეორებელი მოკაშკაშე ვარვსკვლავი. მიუხედავად მძიმე დღეებისა, რომელიც განიცადა კიოკუშინის სამყარომ, ჩვენ მაინც არ ვკარგავთ იმედს, რომ კიოკუშინის კაშკაშა ვარსკვლავი აინთება ახალი სიძლიერით.
 
     ოიამამ დატოვა თავისი საქმის გამგრძელებლად იმ დროისათვის V დანის მფლობელი აკიოში მაცუი, მაგრამ ორგანიზაციის წევრებში უთანხმოების საფუძველზე ორგანიზაცია დაიყო რამოდენიმე განყოფილებად. შემდგომ ყველა განყოფილებამ მიიღო ოფიციალური სტატუსი. ყველა ორგანიზაცია იაპონიაში ატარებს თავიანთი ლიდერების სახელებს.