EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« უძრავი ნივთის ნაღდი ფულით შეძენაზე ჯარიმა დაწესდება »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-06-09 01:22:31

უძრავი ნივთის ნაღდი ფულით შეძენაზე ჯარიმა დაწესდება

მთავრობის ინიციატივით, უძრავი ნივთის ნაღდი ფულით შეძენაზე ჯარიმა დაწესდება. 
 
მოსალოდნელი ცვლილებებით, სატრანსპორტო ან/და სასოფლო სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური, ასევე, წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში გამსესხებელი ვალდებულია, მსესხებელს ფულადი სახსრები გადასცეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლს ემატება მე-4 ნაწილი, რომლის თანახმადაც, უძრავი ნივთის შეძენა ნაღდი ფულით იკრძალება. 
,,კანონპროექტის მიხედვით, განვადებით ნასყიდობის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებული იქნება, ფიზიკური პირისაგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისაგან) 100 000 ლარამდე ნივთის ფასი მიიღოს ისე, რომ ნივთის ფასის მიღება არ იყოს ინდექსირებული ან ნებისმიერი ფორმით მიბმული უცხოურ ვალუტაზე. მსგავსი რეგულაცია შემოდის ლიზინგთან მიმართებითაც. 30 დღის ვადაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ დაჯარიმებიდან 30 დღის ვადაში კვლავ არ იქნება აღმოფხვრილი სამართალდარღვევის საფუძველი, სამართალდამრღვევი განმეორებით დაჯარიმდება 10 000 ლარით'',- განაცხადეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.