EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რობოტები ქალაქების ქუჩებში დაწესებულებებში და სამსახურებში »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: nisa

თარიღი: 2018-07-03 13:28:36

რობოტები ქალაქების ქუჩებშიც ივლიან

roborts in the city

ხელოვნური ინტელექტის უფრო მეტად განვითარება ჩვენს სამყაროს მნიშვნელოვნად შეცვლის. ახალი ტექნოლოგიების განვითარება და დამკვიდრება ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესსა და სიკეთეს მოიტანს, თუმცა არსებობს საფრთხეებიც. გარდა იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება არც თუ ისე კეთილშობილური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული, მან შეიძლება ადამიანების ადგილი დაიკავოს. 

მსოფლიოში არც თუ ისე ცოტა ადამიანი ფიქრობს, რომ მომავლის ასეთი ხედვა შემაძრწუნებელია. BBC-ის ანალიტიკოსი ერთ-ერთ სტატიაში წერს, რომ მომავლის ქალაქები რობოტების უფრო იქნება, ვიდრე ადამიანების. მისი თქმით, მალე ადამიანთა გვერდით ქალაქის ქუჩებში რობოტებიც ჩვეულებრივ ივლიან. 

საქმე ეხება პოლიციელ რობოტს, რომლის შექმნაზეც დუბაი და ჩინეთი აქტიურად მუშაობენ. რობოტს შეეძლება ქალაქში გადაადგილდეს და მოახდინოს კრიმინალების იდენტიფიკაცია და შეაგროვოს მტკიცებულებები. 

მისი წინამორბედი უკვე არსებობს და თვის დასაწყისში დუბაიში „ბურჯ-ხალიფასთან" გამოჩნდა. რობოტს შეუძლია ადამიანებს ბევრი სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია მრავალ ენაზე მიაწოდოს. მისი მეშვეობით ასევე შესაძლებელია პოლიციასთან დაკავშირება და სხვადასხვა ტიპის ჯარიმის გადახდაც. 

თუმცა დუბაის მთავრობას უფრო „ჭკვიანი" რობოტი სურს, რომელიც სამართალდამცველის ფუნქციასაც შეითავსებს. დუბაიში სურთ, 2030 წლისთვის საპოლიციო ძალის 25%-ს რობოტები შეადგენდნენ. 

როგორც დუბაის ერთ-ერთმა პოლიციელმა BBC-ისთან საუბარში განაცხადა, რობოტები 24/7 იმუშავებენ, არ გახდებიან ცუდად და  არ დასჭირდებათ შვებულება. 

შეფილდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორის, ნოელ შარკის თქმით, რომელიც დუბაის მთავრობასთან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლობს, რობოტი შეიქმნა იმისთვის, რომ ტურისტებსა და ხანდაზმულებს დაეხმაროს. მისი განცხადებით, ის დაიდგმება სავაჭრო ცენტრებსა და ატრაქციონებთან. რაც შეეხება პოლიციელის ფუნქციას, მას ამჟამად მხოლოდ ღილაკი აქვს, რომლითაც პოლიციის უახლოეს განყოფილებასთან დაკავშირება ხდება. 

ნოელ შარკის განცხადებით, რობოტების პოლიციელის ფუნქციით აღჭურვა სრულიად შესაძლებელია. მისივე თქმით, უახლოეს წლებში რობოტი პოლიციელები ბევრად უფრო ძლიერებიც გახდებიან, რადგან მათ შეეძლებათ ზედამხედველობა და თვალთვალი, ამასთან შეძლებენ შეამჩნიონ ასაფეთქებელი და სხვა სახის სახიფათო მოწყობილობები. 

ყოველდღიურ ცხოვრებაში რობოტების როლის ზრდის მხრივ ჩინეთი ლიდერობს. აზიური გიგანტი უკვე დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობს და მის სადგურებსა და აეროპორტებში რობოტებს მრავლად შეხვდებით. ისინი ძირითადად მოქალაქეებს სხვდასხვა სახის ინფორმაციას აწვდიან, თუმცა სათვალთვალო სისტემითაც კარგად აღჭურვილნი არიან. მათ აქვთ სახის ამომცნობი პროგრამა და შეუძლიათ შეამჩნიონ საერთაშორისო ძებნილი. ასევე რობოტები იგებენ ხანძრის მცირედ კერასაც კი იმ შენობაში, სადაც დგანან. 

გასულ წელს შანხაის საერთაშორისო აეროპორტში 4 მსგავსი რობოტი განთავსდა. ჩინეთის ყოველდღიური გაზეთის ცნობით, მოქალაქეების ნაწილი ამ სახის ელექტრონულმა კონტროლმა საკმაოდ გააღიზიანა. 

გარდა უსაფრთხოებისა და სათვალთვალო მიმართულებისა ჩინეთი რობოტებს ძალიან აქტიურად იყენებს მომსახურების სფეროშიც. გასულ თვეს შანხაიში გაიხსნა ბანკი, რომლის თანამშრომლებიც მხოლოდ რობოტები არიან.