EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« კაცი, რომელმაც საკუთარი განავალი შეჭამა - საუკუნის ძარცვა ტფილისში »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2018-07-05 13:48:51

კაცი, რომელმაც საკუთარი განავალი შეჭამა - საუკუნის ძარცვა ტფილისში

ტიფლისი

ტფილისი, 1907 წლის 26 ივნისი, ერევნის მოედანი…
დილიჟანსს, რომელსაც 12 კაზაკი ახლავს, ტფილისის ფოსტიდან რუსეთის იმპერიის ბანკში ფული გადააქვს. მოულოდნელად ქალაქი აფეთქებების ხმამ გააყრუა. ხელყუმბარებითა და თოფებით შეიარაღებული თავდამსხმელების წინაშე დილიჟანსის ესკორტი მოუმზადებელი აღმოჩნდა. აფეთქებებისა და ძლიერი ცეცხლის შედეგად ადგილზე რამდენიმე ათეული ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა.
 
ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ძარცვას 40 ადამიანი ემსხვერპლა და 50 დაიჭრა. მძარცველებმა 341 ათასი რუბლი, დღევანდელი კურსით, 3,4 მილიონი დოლარი წაიღეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, საუკუნის ძარცვა, ანუ ექსპროპრიაცია ბოლშევიკური პარტიის წევრებმა დაგეგმეს და განახორციელეს.  მთავარი მოქმედი პირი და ძარცვის უშუალო შემსრულებელი მაშინ ჯერ ჯიდევ უცნობი, სიმონ ტერ-პეტროსიანი, იგივე კამო აღმოჩნდა.
 
კამო
 
სახელგანთქმული ბოლშევიკი-რევოლუციონერი, ტერორისტი და ექსპროპრიატორი სიმონ ტერ-პეტროსიანი – იგივე კამო, 84 წლის წინ, 1922 წლის 15 ივლისს თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც ამბობენ, სიმონ ტერ-პეტროსიანს მეტსახელი კამო თავად სტალინმა შეარქვა. როგორც ირკვევა, გორელი სომეხი მღვდლის შვილი, კამო რუსულთან მწყრალად ყოფილა, სიტყვა კამუს მაგივრად კამოს იძახდა და ამის გამო სტალინმა კამოდ მონათლა.
კამოს შესახებ ცნობილია ისიც, რომ პატიმრობაში მყოფმა თავისი სიგიჟის დასადასტურებლად საკუთარი განავალი შეჭამა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ „დიდი რევოლუციონერი“ კამო მაშინდელ ტიფლისში მოძრავი ერთადერთი ავტომობილის მსხვერპლი გახადა.
1907 წლის ძარცვამ მაშინდელ ევროპულ პრესაში დიდი რეზონანსი გამოწვია. გაზეთები აჭრელებული იყო ტფილისური ამბებით. პარტიის დავალებით, კამომ ნაძარცვი ფული ლენინს ფინეთში ჩაუტანა. იმის გამო, რომ პოლიციამ გატაცებული ფულის ბანკნოტების ნომრები იცოდა, ბოლშევიკებს მსხვილი კუპიურების გამოყენება გაუჭირდათ. გამოსავალი ისევ ლენინმა მონახა და ნაძარცვი ფულის მსხვილი კუპიურები მთელი ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე გადაანაწილა.
სიმონ ტერ-პეტროსიანი,  იგივე კამო ძარცვის შემდეგ მალევე დააკავეს. მისი აყვანა გერმანიაში მოხდა. სასამართლოს თავიდან აცილების მიზნით, კამო სამი წლის განმავლობაში შეშლილობას იმიტირებდა. მოგვიანებით კამომ შეძლო და ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაიქცა, თუმცა უკვე სხვა ძარცვის დაგეგმვისას, ის ისევ დააპატიმრეს. ჩადენილი დანაშაულებისთვის კამოს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მოგვიანებით, სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს, თუმცა 1917 წლის რევოლუციამ მოუსწრო და კამო გაანთავისუფლეს.
სხვებთან ერთად, 1907 წლის თავდასხმაში კამოს დახმარებას კიდევ ერთი თბილისელი სომეხი, 15 წლის ნინა შახპარონიანცი უწევდა. მძარცველებმა სწორედ ნინას დახმარებით შეაფარეს თავი პურის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ სახლს. მოგვიანებით, გაწეული სამსახურის  სანაცვლოდ, კამომ ნინა ოქროს ჩერვონეცით დაასაჩუქრა.
 
ბოლშევიკებისათვის გაწეული სამსახური ნინას ლავრენტი ბერიამაც დაუფასა და  საკუთარი სახლის მოპირდაპირედ, მაჩაბლის ქუჩაზე საკმაოდ კომფორტულ ბინაში შეასახლა. 1977 წელს ნინა ოჯახთან ერთად  თბილისიდან მოსკოვში გადადის და 94 წლის ასაკში იქვე გარდაიცვალა.
 
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ  ჟანდარმერიამ და მეფის რუსეთის პოლიციამ,  კამოს გარდა,  1907 წლის ექსპროპრიაციის ვერცერთი მონაწილე ვერ დააკავა.