EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« გახსენება საქართველოსთვის თავშეწირული გმირებისა »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2018-07-05 13:53:27

გახსენება საქართველოსთვის თავშეწირული გმირებისა

საქართველოს გმირები

1993 წლის 2 ივლისს,ტამიშში,რუსების დესანტმა,ალყაში მოაქცია ქართველების რამდენიმე შენაერთი. უმეტესობა მძინერეები ჩახოცეს. დესანტი შუაღამისას გადმოსხეს. "ავაზას" ერთი ჯგუფი დიდხანს ცდილობდა ალყიდან გასვლას. გასვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. ოთხივე მხრიდან მტრის ტყვიების კასკადი მოდიოდა. თითქმის განახევრდნენ. საღამომდე იგერიებდნენ შეტევას და არ ნებდებოდნენ. დაჭრილები, მკვდრები და ცოცხლები გვერდიგვერდ ეყარნენ ივლისის მზის გულზე და სოხუმიდან დამხმარე ძალას ელოდნენ. დახმარება არ ჩანდა. სოხუმს იმ წუთებში თავისი უჭირდა, რუსებმა შრომასთან გამოარღვიეს ფრონტის ხაზი და ლამის ქალაქში შემოვიდნენ. ტამიში თავისთვის კვდებოდა, სოხუმი თავისთვის. ამ ამბიდან,რამდენიმე თვის შემდეგ, რუსულ გაზეთში დაიბეჭდა ავაზელების დაუჯერებელი ამბავი. საღამოს,ალყაში ჩაწოლილ ბიჭებს,რუსებმა დანებება და სიცოცხლის შენარჩუნება შესთავაზეს. პასუხი იგვიანებდა, ქართველები დუმდნენ. და როცა ისინი დანებებულები ეგონათ,მაშინ წამოდგა ფეხზე პირველი ქართველი, პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე. გადარჩენილებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს და უკანასკნელი ტყვიებით წავიდნენ ალყის გასარღვევად. ცოცხლებთან ერთად სროლით დაჭრილებიც მიდიოდნენ. ერთმანეთის გასამხნევებლად ბიჭები განწირულ "გაფრინდი, შავო მერცხალოს" მღეროდნენ. ალყიდან ცოცხალი რამდენიმე ჯარისკაცი გამოვიდა.