EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« 25 ქალაქში, ქუჩები შედარებით სუსტი ფერის ნათურებით განათდება »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: Nisa

თარიღი: 2018-09-03 09:58:36

25 ქალაქში, ქუჩები შედარებით სუსტი ფერის ნათურებით განათდება
city
კაშკაშა თეთრმა განათებამ, LED-ის მაღალი ფერის ტემპერატურამ შესაძლოა, მძღოლების ყურადღება გაფანტოს.  მსგავსი ტიპის განათება თვალებს ვნებს და ამასთან, დაძინებას უშლის ხელს.  
ამერიკის სამედიცინო ასოციაცია ძლიერი ლედ განათების წინააღმდეგია და შესაბამისად, ქალაქ ფენიქსსა და კონექტიკუტის შტატის 25 ქალაქში, ქუჩები შედარებით სუსტი ფერის ნათურებით განათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივებს მკვეთრი ლურჯი სინათლე აღარ შეაწუხებთ. 
როგორც ამერიკის სამედიცინო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში ვკითხულობთ, ლედ განათება, რომლის ფერის ტემპერატურაც 3000 კელვინზე მაღალია ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ასოციაციის გაფრთხილება დიდ ქალაქებს ეხება, სადაც გარე LED განათებისთვის სტანდარტული ტემპერატურა, 5000-6000 კელვინია. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, განათების კაშკაშა სინათლემ შესაძლოა გააუარესოს მხედველობა, გამოიწვიოს ძილთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც დეპრესიისა და სიმსუქნის შედეგით სრულდება. რამდენიმე გამოკვლევამ აჩვენა, რომ სინათლის განსაკუთრებით კი ლურჯი ფერის ნათებას, სხეულში მელატონინის გამომუშავების ჩაახშობა შეუძლია - ეს კი ჰორმონია, რომელიც ძილის ციკლს არეგულირებს. 
 
„ნამდვილად, კაშკაშა სინათლე ასაკში მყოფი ადამიანებისთვის ცუდია. ჩვენი ტვინი სინათლის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და ეს ყველაფერი პიკს ლურჯ განათებაში აღწევს,“ - აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროფესორი, ტრევის ლონგკორი.