EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« საბურავი, რომელიც 2 წამში მუხლუხად გადაიქცევა »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: admin

თარიღი: 2018-09-06 14:16:44

საბურავი, რომელიც 2 წამში მუხლუხად გადაიქცევა

Ground X-Vehicle Technologies (GXV-T)

სამხედრო სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა უმეტესობა აღჭურვილია ან საბურავებით, ან მუხლუხებით. თუმცა, აშშ-ის მოწინავე თავდაცვითი კვლევების პროექტების სააგენტოს (DARPA) პროგრამა Ground X-Vehicle Technologies (GXV-T)-ის ფარგლებში, ინჟინრებმა შექმნეს უნიკალური სისტემა, რომელიც საბურავს მუხლუხად გარდაქმნის
 
მოწყობილობა, რომელსაც Reconfigurable Wheel-Track-ი უწოდეს, ცდილობს გააერთიანოს საბურავებისა და მუხლუხების უპირატესობები — სისწრაფე და უკიდურესაც ცუდ გარემოში სიარულის უნარი. მელონის კარნეგის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ შექმნილ მოწყობილობას შეუძლია, სულ რაღაც ორ წამში, ჩვეულებრივი მრგვალი საბურავიდან გარდაიქმნას სამკუთხა მუხლუხად; თანაც ისე, რომ სატრანსპორტო საშუალებამ მოძრაობა არ შეწყვიტოს.
 
Ground X-Vehicle Technologies (GXV-T)
 
DARPA-ს არაფერი უთქვამს, თუ როგორ მუშაობს სისტემა, მაგრამ როგორც გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, იყენებს ექვს სხვადასხვა ფრჩხილს, რომლებითაც ოთხივე საბურავია აღჭურვილი.
 
 
ეს ინოვაცია ცოტა ხნის წინ წარმოადგინეს GXV-T პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის სამომავლო საბრძოლო ტრანსპორტის მობილურობის, გამძლეობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება.