EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« სოკოს წვნიანი ნაღებით »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-09-06 16:17:12

სოკოს წვნიანი ნაღებით

სოკოს წვნიანი

ინგრედიენტები:
– 200 გ ქამა სოკო
– 2 ლ წყალი
– 2 ც. კარტოფილი
– 100 მლ ნაღები
– 0,5 ც. სტაფილო
– 1 ც. დამდნარი ყველი
– 1 ც. ხახვი
– კამა, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
– ქვაბში წყალი აადუღეთ, დაამატეთ მარილი და მოხარშეთ გაფცქვნილი, კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. 
– სტაფილო გახეხეთ, ხახვი დააქუცმაცეთ, ხოლო სოკო საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით. 
– გააცხელეთ კარაქი ტაფაზე და შეწვით სტაფილო, ხახვი და სოკო დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, ინგრედიენტები ქვაბში გადაიტანეთ და მოხარშეთ კარტოფილთან ერთად კიდევ 7 წუთის განმავლობაში. წვნიანში დაქუცმაცებული ყველი, ნაღები, შავი პილპილი და დაქუცმაცებული კამა დაამატეთ. მოამზადეთ წვნიანი კიდევ 3-5 წუთის განმავლობაში.