EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« გონორეა იგივე ტრიპერი - დასნებოვნების გზები, სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2018-10-12 15:35:51

გონორეა იგივე ტრიპერი - დასნებოვნების გზები, სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები
gonorrhea
გონორეა იგივე ტრიპერი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, რომელიც დედამიწის ყველა კუთხეშია გავრცელებული. მსოფლიოში ყოველწლიურად დაავადების 60 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხება. გასათვალისწინებელია, რომ გონორეა ზრდის უნაყოფობისა და საშვილოსნოსგარე ორსულობის ალბათობას. შემთხვევათა ნახევარზე მეტში დაავადება თან ახლავს შარდსასქესო სისტემის სხვა დაზიანებებს. რა იწვევს გონორეას გონორეის გამომწვევია გონოკოკი.
 
 
ის აზიანებს სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსს, ცალკეულ შემთხვევებში - სწორ ნაწლავს, თვალს. გონორეა გადაედება უპირატესად სქესობრივი გზით (ამ დაავადების მატარებელთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს დასნებოვნების ალბათობა 50%-ია). ახალშობილი შეიძლება დასნებოვნდეს დაავადებული დედისგან სამშობიარო გზების გავლის დროს. საყოფაცხოვრებო
გზით დასნებოვნება ნაკლებმოსალოდნელია, რადგან გონოკოკი პრაქტიკულად მოკლებულია ადამიანის ორგანიზმის გარეთ სიცოცხლის უნარს. ამასთან, დასნებოვნებისთვის საჭიროა, ორგანიზმში დიდი რაოდენობის გამომწვევი მოხვდეს, ამიტომ აუზის, აბანოს, საერთო ჭურჭლის ან პირსახოცის საშუალებით დაავადების გადადების შანსი მიზერულია.
 
დაავადების ნიშნები
გონორეის საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 2-დან 10 დღემდე გრძელდება, ზოგჯერ - 1
შეკითხვა ექიმს
- შიდსის ვირუსი ჰაერზე დაახლოებით რამდენ ხანში კვდება?
თვესა და მეტსაც. ამ პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმუნიტეტის მდგომარეობაზე, თანმხლებ დაავადებებსა და სხვა ფაქტორებზე. გონორეის პირველი ნიშნები თავს იჩენს საინკუბაციო პერიოდის დასრულების შემდეგ. წესისამებრ, ესენია შარდგამომყოფ არხში ქავილისა და ტკივილის შეგრძნება. რამდენიმე დღის შემდეგ ურეთრის გარეთა ხვრელი შუპდება, ჩნდება ჩირქოვანი, უსიამოვნო სუნის გამონადენი. შესაძლოა, მცირე ზომის წყლულებიც გაჩნდეს.
 
სიმპტომები
ქალებსა და მამაკაცებთან გონორეის სიმპტომები განსხვავებულია. ქალებთან გონორეა შეიძლება უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო ცვლილებებით მიმდინარეობდეს. ისინი იმდენად შეუმჩნეველია, რომ ქალები ექიმთან მისვლას არ ჩქარობენ, რაც ძალიან საშიშია. თუ არ ვიმკურნალეთ, დაავადებამ შესაძლოა დააზიანოს საშვილოსნოს, ლორწოვანი გარსი, საშვილოსნოს მილები, საკვერცხეები, რის შედეგადაც იმატებს საშვილოსნოსგარე ორსულობის, უშვილობისა და მშობიარობის თანმხლები გართულებების რისკი. ასე რომ, ქალები ყურადღებით უნდა იყვნენ - საშოდან გამონადენი ყოველთვის რძიანას ბრალი როდია, ხოლო შარდვის დროს ტკივილი - ცისტიტისა; ეს სიმპტომები გონორეის საწყის სტადიასაც ახასიათებს. მამაკაცებთან გონორეა მიმდინარეობს მწვავე ურეთრიტის ფორმით, თან ახლავს ჩირქოვანი გამონადენი და ტკივილი შარდვის დროს.
 
ქრონიკული გონორეა
თუ ექიმის დანიშნულება არ შესრულდა, შესაძლოა ჩამოყალიბდეს გონორეის ქრონიკული ფორმა. მას არ ახასიათებს მწვავე ტკივილი და სხვა მკვეთრი სიმპტომები, ამიტომ პაციენტს შესაძლოა ეგონოს, რომ განიკურნა. ქრონიკული გონორეის დროს ღამის ძილის შემდეგ შარდგამომყოფ არხთან ჩნდება მღვრიე, ჩირქოვანი სითხის წვეთი. ეს ქრონიკული დაავადების მთავარი ნიშანია. ქრონიკული გონორეის დროს ერთმანეთს ენაცვლება გამწვავებისა და რემისიის პერიოდები. დაავადება შესაძლოა გამწვავდეს გაციების, მენსტრუაციის, მშობიარობის ან აბორტის დროს. ქრონიკულმა გონორეამ შესაძ­ლოა პროვოცირება გაუწიოს ისეთ დაავადებას, როგორებიცაა პროსტატიტი, სათესლე ჯირკვლების ანთება. ამის შედეგად ირღვევა სასქესო ფუნქცია, რასაც შესაძლოა უნაყოფობაც მოჰყვეს. ზოგჯერ დაავადება შარდის ბუშტსა და თირკმელებსაც მოიცავს. ქრონიკული გონორეის უსიმპტომო ფორმა იმითაც საშიშია, რომ ავადმყოფი თავს არ იცავს სქესობრივი კონტაქტის დროს და, ამრიგად, წარმოადგენს დაავადების გავრცელების წყაროს.
 
დიაგნოსტიკა
გონოკოკური ინფექციის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ანამნეზის გულდასმით შეკრება, ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია. მამაკაცებს უნ­და ჩაუტარდეთ ტო­მპსონის სინჯი, ქალებს - ვაგინოსკოპია, კოლპოსკოპია და ლაპაროსკოპია. გონორეის დიაგნოსტიკის მნიშ­ვნე­ლოვანი რგოლია კვლევის ლაბორატორიული - ბაქტერიოსკოპიული, ბაქტერიოლოგიური და იმუნოლოგიური (ანტისხეულებისა და ანტიგენების განსაზღვრის) მეთოდები.
 
მკურნალობა
გონორეის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. დაავადებულმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს თვითმკურნალობა - ამით ძვირფასი დრო დაიკარგება და დაავადება მთელ ორგანიზმს მოედება. გონორეის მკურნალობის ერთადერთი რეალური საშუალება ექიმის მიერ სწორად შერჩეული ანტიბიოტიკებია. ამასთან, სპეციალისტმა ანალიზების საშუალებით უნდა აკონტროლოს მკურნალობის შედეგი. მკურნალობის პროცესში პაციენტს მოეთხოვება სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება, ალკოჰოლიან სასმელებზე, მლაშე, ცხარე, მჟავე საკვებზე უარის თქმა. არც ფიზიკური დატვირთვაა რეკომენდებული. განკურნების შემდეგ 2-3 თვის განმავლობაში საჭიროა ექიმის რეგულარული მეთვალყურეობა. ქრონიკული გონორეის მკურნალობის დროს ანტიბიოტიკებთან ერთად აუცილებელია იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალებების, ვიტამინების, იმუნომოდულატორების მიღებაც. გარდა ამისა, ექიმი, ჩვეულებრივ, უნიშნავს ქიმიური ზემოქმედებისგან ღვიძლის დამცავ საშუალებებსაც. გასათვალისწინებელია, რომ გონორეისგან განკურნების შემდეგ განმეორებითი დასნებოვნების რისკი რჩება, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს პროფილაქტიკის წესები.
 
პროფილაქტიკა
გონორეისა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა სიფრთხილე სქესობრივი პარტნიორის არჩევისას. შემთხვევითი კონტაქტების დროს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ბარიერული საშუალება - პრეზერვატივი. ეს ინფექციისგან დაგიცავთ. თუ დაუცველი შემთხვევითი კონტაქტი მაინც მოხდა, დაავადების სიმპტომებს ნუ დაელოდებით, მიმართეთ ექიმს გამოკვლევისა და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის. მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გონორეით დასნებოვნების რისკი სანახევროდ მცირდება, თუ სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, მაშინვე მიაშურებენ საპირფარეშოს. არც სასქესო ორგანოების დაბანა იქნება ზედმეტი.