EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ნურმაგომედოვმა მეივეზერს პასუხი ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით გასცა »

კატეგორია: სპორტი

ავტორი: Sportsmani

თარიღი: 2018-10-28 17:07:35

ნურმაგომედოვმა მეივეზერს პასუხი ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით გასცა

nurmagomedov vs meivezer

ფლოიდ მეივეზერმა UFC-ის ერთ ჩემპიონს რინგზე უკვე სძლია. რამდენიმე დღის წინ დაუმარცხებელ მოკრივესთან ბრძოლის სურვილი ხაბიბ ნურმაგომედოვმა გამოთქვა. ფლოიდი დაღესტნელი მებრძოლის გამოწვევას დათანხმდა და მას კრივის სამყაროში გადმოსვლისკენ მოუწოდა.
 
ნურმაგომედოვმა მეივეზერს პასუხი „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული პოსტით გასცა და განაცხადა.
 
„დღეს რუსეთის კრივის ფედერაციის გენერალურ მდივანთან, უმარ კრემლევთან, შეხვედრა გავმართეთ. ჩვენ მეივეზერთან ბრძოლა განვიხილეთ. გვინდა ორთაბრძოლა მოსკოვში, ლეგენდარულ „ლუჟნიკებზე“ გაიმართოს. დარწმუნებულები ვართ, რომ ბრძოლას 100000 მაყურებელი დაესწრება და ფასიანი ტრანსლირების გაყიდვაში მსოფლიო რეკორდს დავამყარებთ“.
 
„ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ორთაბრძოლას მამაჩემიც დაესწრება, რადგან მოსკოვში ჩამოსვლისთვის მას ვიზა არ სჭირდება“.
 
„მინდა ჩემს გულშემატკივრებს კითხვით მივმართო. ჩემი გჯერათ? თუ ფიქრობთ, რომ ფლოიდი ნოკაუტში ჩამაგდებს“?
 
 
 
რატომ შეიძლება არ შედგებ ხაბიბისა და მეივეზერის ბრძოლა? დანა უაითმა ყველაფერი ახსნა 
 
 
ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ბრძოლაში ფლოიდ მეივეზერი გამოიწვია.
 
ლეგენდარული მოკრივის პასუხმა არ დააყოვნა და მან გამოწვევა მიიღო.
 
როგორც ქომაგებს სურთ, ყველაფერი ასე არ ხდება. ამ ეტაპზე ხსენებული ბრძოლის დამტკიცებაზე საუბარი ზედმეტია.
 
ამ თემასთან დაკავსირებით UFC-ის მმართველმა დანა უაითმა ისაუბრა.
 
უაითმა ESPN-ს აუხსნა, თუ რატომ ვერ შედგება მათი ჯახი.
 
„ყურადღება არ მიაქციოთ ამ ყველაფერს. პირველ რიგში, მეივეზერის გუნდის წარმომადგენლები ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია არ დაგვკავშირებიან.
 
ხაბიბი UFC-სთან კონტრაქტის ქვეშ იმყოფება. მეივეზერის გუნდიდან კონტაქტი არავისთან გვქონია.
 
მე ხაბიბისა და კონორის მატჩ-რევანშზეც კი არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, ნათელია და მე ვიცი, რომ კონორს ეს სურს.
 
ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც, რაც სწორი და სამართლიანი იქნება. ვნახოთ რა მოხდება. ჯერჯერობით ამ თემაზე ღრმა მსჯელობა არ ყოფილა.
 
როგორც ბრძოლების მოყვარული, შენ ტონის (ფერგიუსონი) წინააღმდეგ უნდა წარსდგე.
 
ტონის ბრძოლისას ქამარი არასდროს დაუკარგავს, ისევე როგორ კონორს. თუმცა, კონორმა ბრძოლის საშუალება მიიღო. ვფიქრობ, ტონი ტიტულისთვის ბრძოლის შანსს იმსახურებს“.