EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რომელ ქართულ ბალახში იხდიან სამი ათას ევროს »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: Nisa

თარიღი: 2018-11-03 14:04:42

რომელ ქართულ ბალახში იხდიან სამი ათას ევროს

„ევროპის ფარმაცევტთა ლიგის“ განცხადებით დაუშვებელია ნაკრძალებისა და ბუნებრივი არეალების აუქციონებზე გატანა, ვინაიდან ამან შესაძლებელია განადგურების პირას მიიყვანოს ის უნიკალური მცენარეები, რომლებიც მხოლოდ იქ ხარობენ. 

2004 წელს, „ევროპის ფარმაცევტთა ლიგის“ სამი წევრი საქართველოში იყო ჩამოსული ორი დიდი ფარმაკომპანიის (ერთ-ერთი ფარმაკომპანია „ბერნაილი“ გახლდათ) დაკვეთით. მათ ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვეს საქართველოში არსებული 14 დასახელების ენდემური მცენარის გავრცელების არეალი და ფართობი. 2007 წელს უკვე „ბერნაილის“ წარომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში და მოლაპარაკება აწარმოეს ქართულ სადისტირბუციო კომპანია „მართან“ ორი ენდემური ჯიშის კულტივიზირებისა და მათი შემდგომი შესყიდვის თაობაზე. 
ამ პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე უნდა მომხდარიყო 3 ათას ევროს ინვესტირება. ეს ჯიშები მხოლოდ კავკასიაში, კერძოდ კი საქართევლოში ხარობს. აქედან, ყველაზე ძვირად არის შეფასებული „ტეგანი“ და „პრომეთეს ბალახი“. 
რა პროექტთან გვაქვს საქმე, რა ენდემურ ჯიშებზეა საუბარი და რა არის „ტეგანი“ და „პრომეთეს ბალახი“, რომელზეც ევროპის ფარმაცევტთა ლიგა განგაშს ტეხს. საქმე იმაშია, რომ ორივე ენდემური ჯიში მხოლოდ კოლხეთის დაბლობზე მოიპოვება და სხვა გავრცელების არეალი მსოფლიოში, საქართველოს გარდა მათ არ გააჩნიათ. „კოლხეთის დაბლობს“ 2011 წელს მოეხსნა ნაკრძალის სტატუსიმ, რაც იმას ნიშნავს რომ ამს ადრე თუ გვიან აუქციონზე გაიტანენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2004 წელს დაწყებული ეს პროექტი ფაქტობრივად შეიძლება ჩაიშალოს 
ამ ფაქტთან დაკავშირებით ექიმი-ჰომეოპათი, აკადემიკოსი კახა საბახტარაშვილი გვესაუბრება: 
- ამ პროექტზე მუშაობა ევროპაში 9 წლის წინ დაიწყო. როგორც ვიცი, ეს პროექტი „სალერნოს კოდექსში“ შემავალი ჯიშების კლინიკურ კვლევას გულისხმობდა. თითო ასეთი გამოკვლევა ნახევარი მილიონი დოლარი ჯდება, აქტიური ინგრედიენტის ფორმულა რომ გამოიყვანონ ენდემური ჯიშისგან, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე სახეობაზე შეჩერდნენ. აქედან, მარტო თოთხმეტის სახეობა საქართველოში ხარობს ლოკალურად, დანარჩენი კი სხვადასხვა ტერიტორიულ არეალზეა გაბნეული. 2004 წელს შედგა მათი წარმომადგენლების პირველი ვიზიტი საქართველოში. მაშინ, მეც ვიყავი დაინტერესებული. 
- „ტეგანი“ რა არის?
 
- „ტეგანზე“ არ მიმუშავია, ვერ გეტყვით. ვიცი მხოლოდ, შხამსაწინააღმდეგო საშუალებაა. საქმე იმაშია, რომ დაახლოებით, 20 წლის წინ, „ევროპის ფარმაცევტთა ლიგაში“ გაჩნდა ახალი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც ისტორიული წყაროების კვლევა დაიწყეს და ძალიან საინტერესო ფაქტების წინაშე დადგნენ. ევროპარლამენტის დაფინანსებით დაიწყო მთელი ისტორიული მემკვიდრეობის ამოწევა და შესწავლა. 
- საქართველო რა შუაშია?
 
- მე-13 საუკუნეში მოღვაწე არნოლდ ვილანოველის მიერ შექმნილ „სალერნოს ჯანმრთელობის კოდექში“ აღწერილი 14 ენდემური ჯიში, რომელიც მხოლოდ საქართველოში ხარობს, მეტი არსად. ზუსტად იგივე ჯიშებია მოყვანილი „მითრიდატიუმში“. მითრიდატე პონტოელმა მსოფლიოში პირველმა შემქნა წამალთა მთელი სისტემა ჩვენს წელთ აღ-მდე II-I სს-ში. ვინაიდან 14 ენდემური ჯიში ორივე ტრაქტატში ემთხვევა ერთმანეთს, ევროპარლამენტმა საქართველო ჩართო ამ პროექტში. ეს არის ძალიან ძვირადღირებულიღებული პროექტი, ამიტომ პირველ ეტაპზე 14-დან ორი სახეობა აიღეს - „პრომეთეს ბალახი“ და „ტეგანი“. „პრომეთეს ბალახი“ ძველ დროში გულ-სისხძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა და შეუცვლელია ამ კუთხით. ეს ბალახი მოიპოვება კოლხეთის დაბლობზე და მასზე უშუალოდ 3 მილიონის ინვესტირება იგეგმებოდა, ვინაიდან ამ ინგრედიენტზე დამზადებული საგულე საშუალება მომავლის პანაცეად ითვლებოდა. 

 

 
 
geodoc.ge