EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ოსპის სალათა – ჯანსაღი და გემრიელი საკვები »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-11-06 02:53:57

ოსპის სალათა – ჯანსაღი და გემრიელი საკვები

ოსპი

ოსპის რამდენიმე სახეობა არსებობს, წითელი და მწვანე ოსპი მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა როგორც გემოს, ასევე სტრუქტურის მხრივაც. წითელი ოსპი მოხარშვისას მარტივად იშლება და უფრო ლობიოს მსგავსი გემო აქვს, მწვანე კი ინარჩუნებს ფორმას და გემოც სრულიად განსხვავებული აქვს. ამიტომ მწვანე ოსპი ძალიან კარგია სალათებისთვის, დღევანდელ რეცეპტშიც მას გამოვიყენებთ. ოსპის სასარგებლო თვისებებია:
 
ამცირებს ქოლესტეროლის დონეს
 
განაპირობებს გულის ჯანმრთელობას
 
განაპირობებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას
 
არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში
 
პროტეინების კარგი წყაროა
 
გვმატებს ენერგიას
 
გვეხმარება წონის დაკლებაში
 
სალათი არის უმარტივესი მოსამზადებელი. ძალიან გემრიელია, მსუბუქი და ჯანსაღი.
 
დაგჭირდებათ:
 
1 ჩ.ჭ. მწვანე ოსპი
 
2 ც. სტაფილო
 
1 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
 
1/2 კონა მწვანე ხახვი
 
1/2 კონა ოხრახუში
 
5 ს.კ. ლიმონის წვენი
 
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
 
1 კბილი ნიორი
 
1 ჩ.კ. ზღვის მარილი
 
პილპილი გემოვნებით
 
 
 
მომზადება:
 
ოსპი კარგად გავრეცხოთ, დავასხათ იმდენი წყალი რომ 2-3 სმ.-ით დაიფაროს და მოვხარშოთ. ადუღებიდან 15-20 წუთში მზად იქნება. უნდა დარბილდეს.
 
ბულგარული წიწაკა და სტაფილო კუბიკებად, მწვანე ხახვი და ოხრახუში კი წვრილად დავჭრათ.
 
ოსპს გადავუწუროთ ზედმეტი წყალი და გავაციოთ.
 
შემდეგ ოსპი, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ოხრახუში და მწვანე ხახვი მოვათავსოთ ერთ ჯამში. ცალკე ავურიოთ ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი, ავურიოთ და ეს სოუსი მოვასხათ ბოსტნეულს. კარგად ამოვურიოთ და სალათიც მზადაა.
 
 
 
უგემრიელესი და ჯანსაღი სალათა მზადაა, გემრიელად მიირთვით!