EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« გალაქტიონის დღიურებიდან - დრო მიდის... »

კატეგორია: სხვა

ავტორი: admin

თარიღი: 2018-11-06 03:00:04

გალაქტიონის დღიურებიდან - დრო მიდის

გალაკტიონი

„ისევ ავად ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბეგაფხეკილი. დავდივარ უფეხსაცმლოდ. ერთადერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც ძლივს ვიშოვე.
საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბებიდან?
მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბათ ამის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება. 
კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი.
ამასწინათ მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი და კაციშვილი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი.
ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არცერთი მეგობარი არ მოსულა. ნუთუ ეს არ არის უბედურება? კაცი რომ მოკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს."
 
გალაკტიონის დღიურიდან...