EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ბუნებრივი გზა მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-11-06 03:16:05

ბუნებრივი გზა მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად

Superfoods or Superhype

როგორც ჰიპოკრატე წერდა: „დაე, საკვები იყოს შენი წამალი და წამალი – შენი საკვები”. იმისათვის, რომ ჯანმრთელი ორგანიზმი და ლამაზი სხეული გვქონდეს კვების რაციონი სწორად უნდა შევარჩიოთ.
 
მიიღეთ ოსპი ყოველდღიურად
 
რკინის დეფიციტი ქალბატონებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. საჭირო მინერალების ნაკლებობა სხვადასხვა სახით მჟღავნდება. ორგანიზმი ვერ მუშაობს ეფექტურად, რომ დაწვას ცხიმები, როცა მას არ აქვს საკმარისი რაოდენობით საჭირო ნივთიერებები. 1 ჭიქა ოსპი რკინის დღიური ნორმის მესამედს შეიცავს. ოსპის მსგავსი პარკოსნები დაბლა წევენ ქოლესტერინის დონესა და სისხლის წნევას.
 
 
 
მიიღეთ ცხიმით სავსე პროდუქტები
 
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებიც ჭამენ ცხიმით მდიდარ საკვებს, დაბალი სიხშირით გვხვდება დიაბეტი. ხოლო ნაკლებ ცხიმიანი საკვების მომხმარებელ ადამიანებში დიაბეტი მაღალი სიხშირით გვხვდება. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მაშინ, როცა იოგურტში არსებული კალციუმი, ცილები, D ვიტამინი და სხვა ნივთიერებები სასარგებლოა ჩვენთვის, მათთან ერთად არსებული ცხიმიც საჭიროა ჩვენთვის, რათა მივიღოთ მათი დამცავი ეფექტი.
 
 
 
მიიღეთ თხილეული
 
2003 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაბალკალორიული დიეტა, რომელიც მდიდარია ნუშით, აძლიერებს წონის კლებას. ნუშში არსებული ჯანსაღი ცხიმი მოქმედებს ინსულინის დონეზე, ასევე ის ორგანიზმს ანიჭებს დანაყრების შეგრძნებას.
 
 
 
მიირთვით მთლიანი საკვები
 
დღესდღეობით სმუზების რევოლუციაა, უამრავი ადამიანი აბლენდერებს და ასე იღებს სხვადასხვა ხილსა თუ მწვანე ბოსტნეულს. არ ვიცი დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ საკვების ასე მიღებას აქვს უარყოფითი მხარე. ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უმთავრესი სამუშაო არის საჭმლის გადამუშავება მარტივად შესაწოვ საკვებ ნივთიერებებად, რასაც სმუზების შემთხვევაში ბლენდერი აკეთებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზმი ნაკლებ ენერგიას ხარჯავს სმუზების მიღებისას, ვიდრე დახარჯავდა, მაგალითად მთლიანი ბანანის ან ისპანახის ჭამის შემდეგ. სმუზები ძალიან კარგია წონის დასაკლებად, მაგრამ მაშინ, თუ პრიორიტეტს მიანიჭებთ მჭლე ხორცს, თევზს, ბოჭკოვან ბოსტნეულსა და ხილს, ასე თქვენ მართავთ საკვების თერმულ ეფექტს (TEF) და დახარჯავთ უფრო მეტ კალორიას მონელებაში.
 
 
 
მიირთვით ორაგული
 
ზღვაში უამრავი თევზი არსებობს, მაგრამ ორაგული საუკეთესოა მათ შორის ჩვენი მეტაბოლიზმისთვის. უმეტეს შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალი არააქტიურია ინფექციის გამო, ორაგულს კი აქვს ანთების საწიინააღმდეგო თვისებები, იმის გამო, რომ მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების შემცველობით. (ორაგულის მომზადების ერთ-ერთი რეცეპტი იხილეთ აქ.
 
 
 
დალიეთ კოლა თხილის ჩაი (Kola Nut Tea)
 
ის შეიცავს უფრო მეტ კოფეინს ვიდრე ნებისმიერი ყავა, ამიტომ კოლა თხილის ჩაი ნებისმიერ დილას გაგიქრობთ ძილიანობას – და მოამზადებს თქვენს ორგანიზმს უფრო ცხელი წვისთვის კატაბოლური წვისთვის). ჟურნალში „ფიზიოლოგია და ქცევა“ გამოქვეყნდა კვლევა, რომლის თანახმადაც 3-4 პროცენტით გაიზარდა მეტაბოლიზმის სიჩქარე 100 გ. კოფეინის მიღების შემდეგ როგორც გამხდრებში, ისე ჭარბწონიანებში.
 
 
 
ჭამეთ ვაშლი
 
ყოველდღიურად ვაშლის ჭამა დაგიცავთ მეტაბოლური სინდრომისაგან, მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია მუცლის ცხიმთან, კარდიოვასკულარულ დაავადებასა და დიაბეტთან. ვაშლი არის დაბალკალორიული, საკვები ბოჭკოს წყარო. ეს უკანასკნელი კი, როგორც კვლევებით დადასტურდა, ჩართულია ვისცერული ცხიმის შემცირების პროცესში. ერთ-ერთმა ბოლო კვლევამ აღმოაჩინა, რომ ყოველდღიურად ვაშლის მიღებისას ყოველი 10 გრამი ზრდიდა ხსნად ბოჭკოს და 5 წლის განმავლობაში ვისცერული ცხიმი შემცირდა 3,7 პროცენტით. ეს ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომაა ვაშლი ერთ-ერთი საუკეთესო ხილი ცხიმების დასაწვავად.
 
 
 
დაიწყეთ დღე მჭლე პროტეინებით
 
ცნობილი მოსაზრების საწინააღდეგოდ, მკვლევრები დღესდღეობით ამბობენ, რომ საუზმე არ რთავს მეტაბოლიზმს და შეიძლება არ იყოს დღის კვებითი რაციონის მნიშვნელოვანი კომპონენტი. „კლინიკური კვების ამერიკულ ჟურნალს“ ჰყავდა 300-ზე მეტი ჭარბწონიანი დიეტაზე მყოფი მონაწილე. ეს დიეტა არ მოიაზრებდა საუზმის არც მიღებას და არც გამოტოვებას. 16 კვირის შემდეგ მონაწილეებმა, რომლებიც საუზმობდნენ ვერ დაიკლეს იმაზე მეტი ვიდრე მათ, ვინც ტოვებდა საუზმეს. ამავე ჟურნალის მეორე კვლევამ აღმოაჩინა, რომ საუზმეს აქვს ნულოვანი გავლენა მოსველენულ მეტაბოლიზმზე. საუზმე კარგი არჩევანია პროტეინების, ბოჭკოსა და სხვა საკვები ნივთიერებების დღიური ნორმის დასამარაგებლად. მაგრამ თუ თქვენ უნდა აირჩიოთ დონატი ან არაფერი, სჯობს აირჩიოთ არაფერი. ასე, რომ დაიწყეთ დღე მჭლე პროტეინებით, რომლებიც წვავენ 2-ჯერ უფრო მეტ კალორიას მონელებისას, ვიდრე ცხიმები და ნახშირწყლები. მაგრამ ნუ მიიღებთ მათ 9 საათზე ადრე.
 
 
 
მიიღეთ ისეთი საკვები 3-ჯერ, რომელიც ორგანიზმს დააკმაყოფილებს ყველა საჭირო ნივთიერებით
 
ჟურნალმა „ჰეპატოლოგია“ ჩაატარა კვლევა: შექმნეს ადამიანთა ორი ჯგუფი, რომლებიც იყვნენ წონის მოსამატებელ დიეტაზე. ერთმა ჯგუფმა 3 პატარა ნაწილად გაყო კალორიების დღიური ნორმა და ასე ეტაპობრივად იღებდა მათ, ეტაპებს შორის კი წასახემსებლებსაც მიირთმევდა, მეორემ კი კალორიების იგივე რაოდენობა მიიღო სამი ისეთი სადილით, რომელიც მათ ორგანიზმს ყველა საჭირო საკვები ნივთიერებით აკმაყოფილებდა. ორივე ჯგუფის წევრებმა მოიმატეს წონაში, მაგრამ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მუცლის ცხიმი, ისეთი, როგორიც ზრდის გულის დაავადებათა რისკს, განუვითარდა მხოლოდ იმ ჯგუფს, რომელიც ხშირად ჭამდა.
 
შეამცირეთ ალკოჰოლი, რათა 73%-ით დააჩქაროთ ცხიმების დაწვის სიჩქარე
 
მაშინ, როცა ხშირი ზომიერი დალევა არც ისე დიდ ზიანს აყენებს თქვენს წელის გარშემოწერულობას, ამის ჩვევად გადაქცევას შეუძლია შეანელოს თქვენი მეტაბოლიზმის სიჩქარე. რატომ? როცა თქვენს ორგანიზმს კოქტეილი აქვს მოსანელებელი, ის უპირატესობას ანიჭებს მას და უკვე მიღებული საკვები რჩება მოუნელებელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს კი ანელებს მთლიან მეტაბოლურ პროცესს. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ალკოჰოლს შეუძლია შეამციროს ორგანიზმის ცხიმების დაწვის შესაძლებლობა 73 %-ით. შეცვალეთ ალკოჰოლი წყლით, რათა შეაჩეროთ თქვენი თავი 2 ჭიქის შემდეგ. თავი აარიდეთ მაღალკალორიული საკვების შეკვეთას, ისეთების მაგალითად, როგორებიცაა ფრი და ბურგერები. მნიშვნელოვანი ფაქტი: ზომიერი რაოდენობით ღვინის მიღებას აქვს რამდენიმე სარგებელი, მათ შორის წონის კლება.
 
 
 
მიირთვით იოგურტი წახემსებისას
 
პრობიოტიკები პროდუქტებში, როგორიცაა იოგურტი და ფერმენტირებული საკვები, მაგალითად კიტრისა და კომბოსტოს მწნილი, ეხმარებიან მეგობარ ბაქტერიებს და ხდიან მათ უფრო ეფექტურებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. იოგურტი არამარტო პროტეინებისა და კალციუმის კარგი წყაროა, არამედ , კვლევებმა აჩვენა, რომ მის ჭამას, როგორც შემცირებული კალორიანი დიეტის ნაწილად, შეუძლია მეტაბოლიზმის გაუმჯობესება.
 
 
 
მიირთვით ხამანწკები
 
ხამანწკები არის ერთ-ერთი საუკეთესო საკვები წყარო თუთიისთვის – მინერალისთვის, რომელიც საჭიროა ჯანმრთელი ფარისებრი ჯირკვლისთვის. ფაქტობრივად, ორგანიზმს სჭირდება საკმარისი თუთია, რათა გააქტიუროს თიროქსინის წარმოება. და პირიქით, ჩვენ გვჭირდება საკმარისი თიროქსინი, რათა შევიწოვოთ თუთია. როგორც არ უნდა შევხედოთ, თუთიის დეფიციტის შედეგი არის მოდუნებული მეტაბოლიზმი. ერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ადამიანებს, რომლებიც იღებდნენ 30 მგ. თუთიას ყოველდღიურად, რაც უდრის 6 ხამანწკას დღეში, გაუუმჯობესდათ სხეულის მასის ინდექსი, დაიკლეს წონაში და აჩვენეს ქოლესტეროლის უკეთესი დონე სისხლში.
 
 
 
შეამცირეთ სინათლე
 
გსურთ გქონდეთ უფრო სწრაფი მეტაბოლიზმი? დააინსტალირეთ თქვენს მობილურებში აპლიკაციები, როგორებიცაა F.lux ან Twilight. ისინი ამცირებენ სინათლის სპექტრის გარკვეულ ნაწილს, როცა თქვენი ძილის დრო მოდის. კვლევებით დადასტურებულია, რომ ლედ სინათლე, რომელიც თქვენი ტელეფონებიდან მოდის, აფერხებს ძილის ჰორმონის, მელატონინის პროდუქციას. მეტაბოლიზმს კი ძალიან ეხმარება ღამის კარგი ძილი.
 
 
 
მიირთვით ავოკადო
 
ის გავს ხეზე გაზრდილ კარაქს. მაგრამ ქოლესტეროლის, ტრანს და გაჯერებული ცხიმების ნაცვლად, რომლებიც გვხვდება კარაქში, ავოკადო შეიცავს მეტაბოლიზმის გამაძლიერებელ უჯერ ცხიმებს. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. თითოეული მათგანი ასევე შეიცავს ბოჭკოს და თავისუფალი რადიკალების მკვლელ ანტიოქსიდანტებს. თავისუფალი რადიკალები არიან გამანადგურებლები ჟანგბადის მოლეკულებისთვის – მეტაბოლიზმის მეორადი პროდუქტებისთვის -ისინი აძლიერებენ ორგანიზმში სხვადასხვა ჯაჭვურ რეაქციას, რომლებიც შლიან უჯრედებსა და დნმ-ს და ამით იწვევენ ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას. ცოცხალ ბოსტნეულსა და ხილში არსებული ანტიოქსიდანტები ეხმარებიან ორგანიზმს ზოგიერთი თავისუფალი რადიკალის განეიტრალებაში, მაგრამ მათ არ შეუძლიათ მიტოქონდრიამდე მიღწევა, რაც თავისუფალი რადიკალების ძირითადი წყაროა. და ეს პრობლემაა. როცა თქვენი მიტოქონდრიები არ მუშაობენ სწორად, თქვენი მეტაბოლიზმი ნაკლებ ეფექტურად მოქმედებს. მექსიკაში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ხილიდან მიღებულ ზეთს, რომელიც მდიდარია უჯერი ცხიმებით, შეუძლია დაეხმაროს მიტოქონდრიას თავის გადასარჩენ თავსახმაში. მკვლევრები ამბობენ, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, სადაც დაავადებათა დაბალი მაჩვენებელია, მოიხმარენ ზეითუნის ზეთს, რომელიც შემადგენლობით ავოკადოს ზეთის მსგავსია.
 
 
 
მიირთვით ყველი
 
ყველი არის დამაკმაყოფილებელი, პორტატული და არაძვირადღირებული პროდუქტი, რომელიც შეიცავს კალციუმს, ვიტამის D-სა და ცილებს. „კალციუმს შეუძლია ხელი შეუწყოს წონის კლებას, რადგან ის ინარჩუნებს კუნთების მასას, რომელიც აჩქარებს და ეხმარება მეტაბოლიზმს, და ამით გეხმარებათ თქვენ, რომ უფრო ეფექტურად დაწვათ კალორიები დღის განმავლობაში“,- ამბობს ტანია ზაკერბროტი, ავტორი „ნახშირწყლების სასწაული დიეტის- გააქრეთ კალორიები და ცხიმები ბოჭკოს საშუალებით“. მიიღეთ ყველი ბოჭკოთი მდიდარ წასახემსებლებთან ერთად, რათა შედეგი იყოს უფრო ეფექტური.