EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რა მნიშვნელობა აქვს კოსმეტიკის შეფუთვებზე დატანილ ლათინურ მარკირებებს »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2018-11-28 13:49:59

რა მნიშვნელობა აქვს კოსმეტიკის შეფუთვებზე დატანილ ლათინურ მარკირებებს

სილამაზე-კოსმეტიკა-თავის-მოვლა

ბევრმა არ იცის, რა მნიშვნელობა აქვს კოსმეტიკის შეფუთვებზე დატანილ ლათინურ მარკირებებს და რომ მათი გაშიფვრით ძალიან საჭირო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
 
BB-კრემი: იშიფრება როგორც beauty balm ან blemish balm, რაც ითარგმნება, როგორც „სილამაზის ბალზამი“ ან „შესანიღბი ბალზამი“.
თვისებები:
უხდება ნებისმიერი ტიპის კანს და ატენიანებს მას; აქრობს გამონაყარს; აცხრობს ანთებით პროცესს; ათანაბრებს სახის კანის ტონს; აშორებს ზედმეტ პიგმენტაციას; გამოიყენება მაკიაჟის ქვედა ფენად; იცავს კანს მზის სხივებისგან.
BB-კრემს ნამდვილად კარგი თვისებები აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუძლია სხვა აუცილებელი თავის მოვლის საშუალებების ჩანაცვლება.
 
СС-კრემი იშიფრება, როგორც сolor сontrol, ანუ „ფერის კონტროლი“ და მისი ამოცანა უშუალოდ ფერის კორექციაა.
თვისებები: სახის კანის სიწითლესა თუ სიყვითლესთან ბრძოლა, ბევრად მსუბუქი სტრუქტურა
შეიცავს სპეციალურ მანათობელ ნაწილაკებს, რომლებიც კანს ბრწყინვალებასა სძენს.
არ არის რეკომენდებული ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის.
 
DD - daily defence, ანუ „ყოველდღიური დაცვა“. დანიშნულება: დაიცვას სახის კანი გარემოს საზიანო ზემოქმედებისგან (გამონაბოლქვი გაზების, მზის რადიაციისა და ტოქსიკური ნივთიერებებისგან).
 
თვისებები:
იდეალურია კანისთვის, რომელიც უკვე იწყებს დაბერებას, აქვს ფორების შევსების თვისება.
 
EE _ extra еxfoliation, ანუ „ექსტრა აქერცვლა“.
 
თვისებები:
აშორებს სახის კანის მკვდარ უჯრედებს, იცავს მზის მოქმედებისგან, ატენიანებს, ებრძვის ანთებით პროცესს, სძენს კანს ბრწყინვალებას. არ არის რეკომენდებული ნაზი, მგრძნობიარე კანისთის.
 
PP-კრემი: იშიფრება როგორც Pink рerfect _ „ვარდისფერი სრულყოფილება“. გამოიყენება მაკიაჟის ქვეშ ბაზად.
 
თვისებები: მასში შემავალი სილიკონის ნაწილაკები ავსებს და ათანაბრებს სახის კანს, ანიჭებს სიგლუვეს ნაოჭებსა და ნაიარევებს, ავიწროებს ფორებს. რა ფერისაც უნდა იყოს კრემი, კანზე ის გამჭვირვალედ და შეუმჩნევლად „ჯდება“. უხდება ნებისმიერი ტიპის კანს თუმცა მაკიაჟისთვის დამოუკიდებელ პროდუქტად არ გამოიყენება.
 
მარინა ბოდოკიას კოსმეტოლოგიური კაბინეტი