EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ექიმ-ფსიქიატრ პეტრე გოგოლაძის, იგივე მარიო მარკესის მოგონებები სტალინზე »

კატეგორია: სხვა

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2018-11-28 18:52:35

ექიმ-ფსიქიატრ პეტრე გოგოლაძის, იგივე მარიო მარკესის მოგონებები სტალინზე

stalin

1970 წელს არგენტინის საკურორტო ქალაქ  მარ დელ პლატაში, 80 წლის მარიო მარკესი გარდაიცვალა, რომელიც პროფესიით ექიმი - ფსიქიატრი იყო. მარკესი წარმოშობით საქართველოდან იყო და მისი ნამდვილი გვარი იყო - გოგოლაძე, სახელი კი - პეტრე. მოგვიანებით პეტრე გოგოლაძე, კურტ ვერნერი გახდა, რადგან 1921 წელს გერმანიაში გაიქცა და გვარიც შეიცვალა. 1945 წელს კი, როდესაც ჰიტლერი დამარცხდა, არგენტინაში გაქცეული ვერნერი უკვე მარიო მარკესი გახდა, რადგან ერთი მხრივ სტალინის უშიშროების ეშინოდა, მეორე მხრივ კი - ამერიკელების სპეცსამსახურების. საქმე კი ის იყო, რომ 1890 წელს თბილისში დაბადებული პეტრე გოგოლაძე - გიორგი გურჯიევის მოსწავლე იყო, ისევე როგორც - იოსებ ჯუღაშვილი. სწორედ იქ გაიცნო სტალინი. სტალინი გურჯიევის ერთადერთი მოსწავლე იყო, რომელსაც გურჯიევმა მეცადინეობის ჩატარების ნება დართო და კვირაში ერთხელ სწორედ იოსები ასწავლიდა მედიტაციას - ადამიანებსა და საგნებზე ზემოქმედების სხვადასხვა ხერხს. ტიბეტიდან დაბრუნებული გურჯიევი მოსწავლეებს აგროვებდა - რომ ტიბეტის ლამებთან მიღებული ცოდნის რეალიზება მოეხდინა. პირველი სწორედ სტალინი აირჩია. მოგვიანებით, უკვე პარიზში მცხოვრები გურჯიევი თავის მოსწავლეებს ეუბნებოდა: „ტფილისის ქუჩაში მიმავალ ახალგაზრდას უმალვე შევატყვე, რომ მსოფლიოს მომავალი მმართველი იყო და მასზე უფლის მიერ დაკისრებულ ამ მისიის მომზადებას მოვკიდე ხელი....“ გურჯიევი დღიურებში საკმაო ინფორმაციას ტოვებს - ადრეულ სტალინზე. 1949 წელს კი გურჯიევის დღიურებმა სტალინის სეიფში დაიდო ბინა. ვოლფგანგ მესინგიც არ მალავდა: „სტალინის სიდიადე მის უბრალოებაშია. მას კი დიდი მისია ებარა და მთელ თავის ენერგიას ამ საქმეს ახმარდაო’’. ,,ჩემი მოწაფე ჰიტლერიც იყო“ - ამბობდა გურჯიევი, მაგრამ მისი და სტალინის გზები იმიტომ გაიყო, რომ სტალინი მართლმადიდებელი - შავი ბერების მომზადებული და ღვთის რჩეული იყო, ჰიტლერი კი – „შავი მაგი“...ამიტომ ჰიტლერის დამარცხება გარდუვალი იყო“ - ბერია თავის დღიურში ჩანაწერს აკეთებს: „ორი დღის წინ კობამ გამომიძახა. ჩემს მოხსენებას ეჟოვის შესახებ ყურადღებით ისმენდა. შემდეგ ძალიან გაბრაზდა და მითხრა : „დახვრიტე მე მაგის დედაც, მაგრამ მანამდე კარგად აჯანჯღარეთ, რომ კუდები არ დამალოს, ისინი ყველა უნდა გამოვააშკარაოთო.“ ეჟოვს ფესვები შორს ჰქონდა გადგმული და ის თითქმის ყველა სფეროში მყოფ ადამიანებს იბირებდა“.  ბერია ჩანაწერს ასე აგრძელებს: „როგორც იქნა დავაპატიმრეთ „სტარასოტნები“ - ცნობილი ძმები, მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელები. ბურთს მაგრად აგორებდნენ, მაგრამ ნაგავი ადამიანები აღმოჩდნენ, ინტელიგენტებად მოჰქონდათ თავი. რამდენი ჩემპიონი იბრძვის გერმანელების ზურგში, სპორტსმენები მოსკოვთან იბრძოდნენ, ესენი კი გარდა იმისა რომ წუწკები და სპეკულიანტები არიან, მოღალატეებიც აღმოჩნდნენ. უნდა გააგორო ასეთები, მაგრამ კობამ მითხრა - ეს ნაგავი მოსკოვიდან შორს წაიღეთ და იქ აყროლდნენო. მართალი ყოფილა როცა ამბობდა - ,,ინტელიგენტებს’’ ნეხვის გარეშე ცხოვრება არ შუძლიათო....“
 
18 მაისს სტალინმა პირადად დაურეკა ბერიას და უთხრა: „გაემზადე, ხვალ დილიდანვე ზავიდოვოში - ტახზე სანადიროდ მივდივართო. ზავიდოვო, მოსკოვიდან 150 კილომეტრით დაშორებული ადგილი იყო, სადაც სტალინისა და პოლიტბიუროს სხვა წევრებისთვის სანადირო მეურნეობა იყო მოწყობილი. ზავიდოვოში სტალინი ომამდე სულ ერთხელ იყო, ხოლო ომის დროს იქ რაღა ესაქმებოდა. მანქანაში ბერია, ვლასიკი, ვასილევსკი და სტალინი იჯდნენ. დანარჩენ ორ ავტომობილში ხრუშოვი და პოლიტბიუროს სხვა წევრები. სანადირო მეურნეობაში მისვლისთანავე, სტალინმა ტანზე გამოიცვალა და სათანადოდ გამოეწყო. ასევე მოიქცნენ ბერია, ხრუშჩოვი, ვლასიკი და სხვებიც. სტალინს სპეციალურად მისთვის დამზადებული, ტულის ქარხნის თორმეტკალიბრიანი თოფი მისცეს. სამამულო წარმოების თოფები ეკავათ სხვებსაც, რადგან სტალინს არ მოსწონდა როდესაც საბჭოთა საქონელს - უცხოურს ამჯობინებდნენ. „ამხანაგო სტალინ“ - მიმართა მეურნეობის უფროსმა მირონოვმა - „აქ უკვე ტახის ბილიკი იწყება და ყურადღებით იყავით, უმჯობესია ნომრებად განაწილდეთ, რადგან მალე ტახი უნდა გამოჩნდესო. სტალინმა მირონოვს თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და ვლასიკთან, ვასილევსკისთან და ბერიასთან ერთად მუხის ხის ძირში ჩაჯდა. ხრუშჩოვი მოშორებით, ოციოდე მეტრში ჩაჯდა ბუჩქებში. ხუთ წუთში კი სრულიად გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა - ბუჩქებიდან სადაც ხრუშჩოვი იყო ჩასაფრებული, ხმაური გაისმა. ყველამ მისკენ გაიხედა და ხედავენ: ხრუშჩოვს დათვის პატარა ბელი ჰყავს ხელში აყვანილი, ხოლო თოფი იქვე მიუყუდებია. ის სტალინისკენ გამოემართა. უნდოდა სტალინისთვის ბელი ეჩვენებინა. უეცრად საშინელი ღრიალის ხმა გაისმა და სანამ რომელიმე რამეს მოიფიქრებდა - სტალინის თოფის გასროლის ხმა გაისმა. მან დუპლეტი ესროლა უზარმაზარ დედა დათვს, რომელიც ხრუშჩოვის ზურგს უკან აღიმართა და მის დატორვას აპირებდა. უზარმაზარი მხეცი მიწაზე დაენარცხა. დუპლეტი თვალებში ჰქონდა მოხვედრილი. ასეთი ჭრილობისგან წამში აეხადა თავის ქალა. ხრუშჩოვს ღიმილი პირზე შეეყინა და ბელი ხელიდან გაუვარდა - ვერ მიხვდა რა მოხდა და იფიქრა - რომ სტალინმა მას ესროლა. სტალინი კი ხრუშჩოვის აზრებს მიხვდა, ირონიულად გაიღიმა და თქვა: „ეჰ ნიკიტა, ნიკიტა, როდის ისწავლი ჭკუასო” - შემდეგ კი თავისთვის ჩაილაპარაკა, რაც ბერიამ და ვლასიკმა ნათლად გაიგონეს - „ახლა სიკვდილს გადაგარჩინე და ნეტავ, შეცდომა ხომ არ დავუშვიო?“. შემდეგ პატარა სუფრა გაშალეს და სტალინმა ვასილევსკის მოულოდნელი შეკითხვით მიმართა: „სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ რატომ არ წახვედით მღვდლადო?“ ვასილევსკიმ უპასუხა - რომ ასეთი სურვილი არ ჰქონია. სტალინს ჩაეღიმა და შენიშნა: „ასე, ასე, თქვენ ასეთი სურვილი არ გქონდათ, გასაგებია. აი, მე და მიქოიანს გვინდოდა მღვდლობა, მაგრამ რატომღაც არ აგვიყვანესო. შემდეგ სტალინმა ვასილევსკის შესთავაზა, რომ დაუყოვნებლივ აღადგინოს მშობლებთან კავშირი და მუდმივად აღმოუჩინოს მათ მატერიალური დახმარება. ვასილევსკიმ პარტიის რიგებში შესვლისას, ანკეტაში დამალა და არ მიუთითა, რომ მამა მღვდელი ჰყავდა. არადა სტალინი, ყოველივე ამის შესახებ საქმის კურსში იყო და ყველაფერი დაწვრილებით იცოდა.“ 
 
კრემლიდან გასვლის წინ, სტალინი იქვე მდებარე პატარა ეკლესიაში სალოცავად შედიოდა, ცოტა ხნით ყოვნდებოდა და შემდეგ განაგრძობდა გზას. ომის დაწყებიდან მესამე თვის ბოლოს, ფაშისტები მოსკოვს მიუახლოვდნენ. სტალინი იძულებული გახდა, ალყაშემორტყმული ლენინგრადიდან ჟუკოვი გამოეძახებინა მოსკოვში. უახლოეს მომავალში ფაშისტთა ახალი - „ესესელთა“ ელიტარული ძალების მოზღვავება იყო მოსალოდნელი. სტალინმა, როგორც ყოველთვის, ჯერ ყველას აზრი მოისმინა და ასეთი რამ თქვა: „რატომღაც, ერთ დროს მსოფლიოს დამპყრობლები - მონღოლები გამახსენდაო’’. ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ განაგრძო: ,,მონღოლმა გენერლებმა - სხვათა შორის მათ ჟუკოვი მშვენივრად იცნობს, ჯერ კიდევ ხალხინ - გოლის ეპოპეიდან, - მნიშვნელოვანი დახმარება და საკმაოდ ორიგინალური გეგმა შემომთავაზეს, რომელიც ჩემი აზრით, მცირედი კორექტირების შემდეგ, საკმაოდ ეფექტური უნდა აღმოჩნდეს და ფაშისტებს დიდი ზიანი უნდა მიაყენოსო“. ორ საათში მონღოლი გენერლები - ხორლოგიინ ჩოიბალსანი და იუჟადინ ცედენბალი - კრემლში სტალინის წინაშე წარდგნენ. სტალინმა მაგიდასთან მიიპატიჟა მონღოლები. ორივე მონღოლმა მშვენივრად იცოდა რუსული და საუბარი ჩოიბალსანმა დაიწყო. გენერლებმა უთხრეს რომ მათ განკარგულებაშია 30 000 რჩეული მონღოლი მეომარი თავიანთი ტრანსპორტით, მხოლოდ ბრძანებას ელოდებიან და შესაბამისი ნებართვის შემთხვევაში, მათ აქ ჩამოყვანას ორმოცდაათი ეშელონი და შვიდი დღე დასჭირდებაო. სტალინი ყურადღებით უსმენდა მონღოლ გენერალს. „ჩვენი 30 ათასი მეომარი, 30 ათას ცხენთან ერთად - მოსკოვში უნდა დაბანაკდეს და წელზემოთ გაშიშვლებულნი, მთლიანი ფრონტით დილიდანვე შეტევაზე უნდა გადავიდნენ. ჩემი აზრით, ასეთი სურათი ფაშისტებზე თავზარდამცემ ეფექტს მოახდენს და შეტევის მეორე ეშელონის ნაწილებს უკვე აღარ გაუჭირდებათ დემორალიზებული ფაშისტების განადგურება“.
 
საბჭოთა გენერალიტეტს სახეზე გაოგნება გამოეხატათ. სტალინი იყო მხოლოდ დინჯად და მონღოლი გენერლის სიტყვებს წონიდა. ჟუკოვმა მონღოლს უთხრა : „45 გრადუსიან ყინვასა და ფაშისტების ტყვიებს რომ გადაურჩეთ, თქვენი ცხენები დაგღუპავენ, რომლებიც ყინულზე ვერ შეძლებენ ჯირითს და მოციგურავეებივით ისრიალებენ აქეთ - იქითო.“ ,,ცხენებს დაღარულ ნალებს დავაკრავთ და არ ისრიალებენ, ხოლო მეომრები არა მხოლოდ შიშვლები წავლენ შეტევაზე, არამედ წინასწარ ცივ წყალსაც კი გადაისხამენ ტანზე ფაშისტთა დასანახავად. თქვენგან ორ რამეს ვითხოვთ: პირველი - ჩვენს მებრძოლებს მსუბუქი ნაღმმტყორცნები და ავტომატური იარაღი დაურიგოთ და დღესვე წამობრძანდეთ პოლიგონზე - რათა თქვენი თვალით ნახეთ ჩვენი მეომრები, რომელთა ერთი ქვედანაყოფიც სპეციალურად ჩამოვიყვანეთ და ჯობია - თქვენი თვალით ნახოთ პრაქტიკული შედეგიო“. სტალინს დიდი ინტერესი ეტყობოდა. ერთ საათში, მოსკოვის შემოგარენის ერთ - ერთ პოლიგონზე გენერალ ჩოიბალსანის მეომართა ორი ოცეული მზად იყო „წარმოდგენის“ გასამართავად. სტალინმა ნებართვა გასცა - მონღოლებმა დაიწყეს. წელზემოთ შიშველი ოცი მეომარი, რომლებიც მსუბუქი ნაღმმტყორცნებითა და ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები, ჯერ წყლის შხაპის ქვეშ დადგნენ 45 გრადუსიან ყინვაში, შემდეგ მათ 100 - ლიტრიანი ავზებიდან დაასხეს წყალი, ცხენებს შემოახტნენ, გააჭენეს და ნაღმმტყორცნებიდან და ავტომატებიდან - ფაშისტთა პირობითი სამიზნეები გაანადგურეს. სტალინმა, რომელიც აღფრთოვანებული დარჩა ნანახით, მონღოლ გენერლებს მხურვალედ ჩამოართვა ხელი და ბრძანება გასცა, რომ სასწრაფოდ გამოეყოთ ეშელონები მონღოლთა 30 - ათასიანი არმიის სასწრაფო ტრანსპორტირებისთვის. ჩოიბალსანის 30 ათასი კავალერისტი 1941 წლის 5 ნოემბერს უკვე ახალი დისლოკაციის ადგილზე იყო თავიანთი ცხენებიანად. 7 ნოემბერს კი მათ წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე გაიარეს მარშით და იქიდან პირდაპირ ფრონტისკენ გაეშურნენ, რათა დაგეგმილი ოპერაცია განეხორციელებინათ. 1941 წლის 7 ნოემბრის სამხედრო აღლუმის ყველა მონაწილე საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით იყო აღჭურვილი, რომლებიც პირდაპირ მოწინავე ხაზზე მიდიოდნენ. სტალინი მავზოლეუმის ტრიბუნაზე იდგა და პირადად აცილებდა წითელი არმიის ნაწილებს. როგორც კი მონღოლების კავალერიამ ჩაიარა - დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, ეგრეთ წოდებული სახალხო ლაშქრის ნაწილებმა ჩაიარეს, რომლებიც ავტომატებითა და შაშხანებით იყვნენ შეიარაღებულები. „ლაშქრის“ კოლონა მავზოლეუმს რომ გაუსწორდა, მათი რიგებიდან მავზოლეუმის ტრიბუნისკენ მიმართული ავტომატური ცეცხლი გაიხსნა, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მსროლელი თავად მისმა მეგობრებმა განაიარაღეს. თავად სტალინი - უკვე კიმოჟიასკის თავდაცვის ხაზის სამეთაურო პუნქტზე იმყოფებოდა და იქიდან ადევნებდა თვალყურს - როგორ შეუტია მონღოლთა 30 - ათასიანმა ლაშქარმა გაოგნებულ „ესესელთა“ ნარჩევ დივიზიებს და საშინელი ჟლეტა დაატეხა თავს. 1943 წლის 26 აპრილს ბერია - ასეთ ასეთ ჩანაწერს აკეთებს: დღეს პირველად დავინახე სტალინის თვალებზე ცრემლი. საკმაოდ გავიხსენეთ ახლახან დამთავრებულ სტალინგრადის ბრძოლებზე - თუ როგორ იბრძოდა ხალხი, როგორ იყინებოდნენ ცოცხლად და გააფთრებით იცავდნენ თვითოეულ სახლს, ბინას და ოთახებსაც კი. თვით ,,სს’’ - ის კაციჭამიებს როგორ უწევდათ ერთი და იგივე შენობის და ქუჩის აღება - ორჯერ, სამჯერ და ასე დაუსრულებლად. როგორ იბრძოდნენ ქალაქში ერთნაირი შემართებით - კაცი, ქალი და ბავშვიც. მე როცა ზღვარზე ვარ, ადგილს ვეღარ ვპოულობ, მაგას კიდევ თავი მყარად უჭირავს, მაგრამ გულს სად წაიღებს, გულს?....ჰოდა ეტყობა ვეღარ გაუძლო. შავ მაისურს არასდროს არ იხდის, ვერც ვეკითხები მუდმივი ტარების მიზეზს. არადა იაკობის დაღუპვის ამბავიც - დაზვერვამ მყარად დამიდასტურა. როგორ მოვახერხო? როგორ ვუთხრა?“ თუმცა იმ საღამოს, ბერიამ სტალინს იაკობის ამბავიც მოუყვა. სტალინი ელოდა თითქოს იაკობის სიკვდილს. უხმოდ ისმენდა ბერიას საუბარს. თავად კი ერთი ამბავი გაიხსენა: შეძლებულ ებრაელებში იყო ესეთი ტრადიცია. ოჯახში სპეციალურად ინახებოდა ხის მაგიდა, რომელზეც ღარიბ და ღატაკ ხალხს სუფრას უშლიდნენ. ამ მაგიდაზე, ხდებოდა ოჯახის უფროსი ვაჟის - ებრაული წესის მიხედვით - ნათლობაც. ოჯახის უფროსის გარდაცვალების შემდეგ, ამ მაგიდისგან კუბოს ამზადებდნენ. ერთი ასეთი რაბინი იყო - შიმონ ბარ იოჰაი - და მან როცა თავის ნათლულს დაანათლა ყოველივე საუკეთესო, - დანათლულთაგან ერთი განსაკუთრებით გამოარჩია - „გაჭირვებაში ჩავარდნილი ქართველის შემართებაო“...  „ამას პირადად მე შევესწარი ლავრენტი“ - უთხრა ბერიას სტალინმა „ხოდა ამაზე მეტი გაჭირვება რაღა უნდა ვნახოთ - რაც ეშმაკმა გაგვიმზადაო. რაც უნდა ჭირი მომკერძო, ხომ გახსოვს ვაჟას სიტყვებიო?“ - უთხრა სტალინმა. ,,მე ვიცოდი რომ იაკობი არ გატყდებოდა - მჯეროდა მისიო“..... 
 
geodoc.ge