EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« გაძვირებული საწვავი, გაუფასურებული ლარი და ბიზნესი, რომელიც ბოლო თვეებში ყველაზე მეტად დაზარალდა »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2018-12-02 22:34:42

გაძვირებული საწვავი, გაუფასურებული ლარი და ბიზნესი, რომელიც ბოლო თვეებში ყველაზე მეტად დაზარალდა

business

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ყოველთვის მოსდევს პროდუქციის გაძვირება. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2018 წლის შემოდგომა ყოფილა: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.3% შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა იქონია არა მარტო იმან, რომ ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა, არამედ საწვავის გაძვირებამაც. ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ საქართველოში პირველადი მოხმარების საქონელი უკვე გაძვირდა. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ამ გაძვირებას უახლოეს მომავალში ფასების ზრდის ახალი ტალღა მოჰყვება. მართალია, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი აქვს, რომ სიტუაცია აკონტროლოს, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით: ქართული ბაზარი იმპორტირებული პროდუქციით არის გაჯერებული და უცხოეთიდან შემოსულ პროდუქტებზე ვალუტის კურსის ცვლილება ყოველთვის აისახება. ამ და სხვა პრობლემებზე "ბიზნესპოსტს" „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი - ივა ჭყონია ესაუბრა:
 
 
-ვალუტის კურსის რყევის და საწვავის გაძვირების გამო სადისტრიბუციო კომპანიები ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ეს პროცესები ყველაზე მტკივნეულად თუ ვინმეზე შეიძლება აისახოს, ეს პირველ რიგში ჩვენი ბიზნესია. რატომ? - დისტრიბუტორებს უცხოური ნაწარმის შეძენა უცხოურ ვალუტაში უწევთ და ძალაუნებურად მიბმული არიან ვალუტის კურსზე. შესაბამისად, ვალუტის კურსის რყევა ყველაზე მწვავედ სადისტრიბუციო კომპანიების საქმიანობაზე აისახება. მით უმეტეს, რომ ლარის გაუფასურებას საწვავის გაძვირებაც დაემატა.
 
-საწვავის გაძვირებამ თქვენს ბიზნესზეც სერიოზული გავლენა მოახდინა?
 
 
-რასაკვირველია. საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა მისული. საწვავის იმპორტიორებიც ჩვენსავით უცხოურ ვალუტაზე არიან დამოკიდებული და იძულებული ხდებიან თავიანთი პროდუქცია გააძვირონ, რადგან ბენზინიც და დიზელიც იმპორტირებული პროდუქტებია. ეს ჩვენს ბიზნესზე პირდაპირ მოქმედებს, რადგან ლოჯისტიკა ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია: როცა საწვავის ფასი მატულობს და ეროვნული ვალუტის კურსი ეცემა, ავტომობილების მომსახურებაც ძვირდება, ჩვენი ბიზნესი კი, ავტომობილების გარეშე წარმოუდგენელია. წარმოიდგინეთ: ადრე დისტრიბუტორს 10 ლიტრი საწვავი თუ სჭირდებოდა, რომ პროდუქტი რომელიღაც წერტილამდე მიეტანა და ეს საწვავი 18 ლარი ღირდა, ახლა 26 ლარი ღირს. ამიტომ, საწვავის გაძვირება ნებისმიერ სადისტრიბუციო კომპანიაზე ძალიან მძიმედ აისახება: ამ დროს ისინი რამდენიმე ათასი ლარის წაგებას ნახულობენ. ახლაც იგივე მოხდა - საწვავის გაძვირებით დისტრიბუციის ხარჯი გაორმაგდა და ამის გამო ყველა კომპანია დაზარალდა. შესაბამისად, მოიმატა სამომხმარებლო ფასებმაც, რადგან გაზრდილი იმპორტი, გაძვირებული საწვავი და გაუფასურებული ეროვნული ვალუტა ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს პროდუქციის ფასზე.
 
- გამოდის, რომ მომავალში ფასები კიდევ უფრო გაიზრდება?
 
-თავისთავად ცხადია, რადგან პროდუქციის დიდი ნაწილი საქართველოში იმპორტირებულია. სურსათი და პირველადი მოხმარების საგნები 5-7 პროცენტით უკვე გაძვირდა. ეს მოხდა თუნდაც იმის გამო, რომ კომერციულ ორგანიზაციებს გაზის ტარიფიც გაუძვირეს. ამ პრობლემებს ისიც დაემატა, რომ შაქარი, კვერცხი, ფქვილი, პური და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზეც გააძვირეს. ბუნებრივია, ეს თავისთავად აისახა სამომხმარებლო ფასებზე და თუ რომელიმე პროდუქტი დღემდე  არ გაძვირებულა, ე.ი. კომპანიებს ამ პროდუქციის  მარაგი ჯერ  კიდევ აქვთ. მომავალში გაძვირება შეეხება როგორც სურსათს და პირველადი მოხმარების საქონელს, ასევე - არასასურსათო პროდუქციას, რადგან მისი შესყიდვა იმპორტიორებს უცხოურ ვალუტაში უწევთ. სამწუხაროდ, ჩვენ ადგილობრივი წარმოება თითქმის არა გვაქვს და იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ქართული ბიზნესისთვის ლარის სტაბილურობა. ამჟამად, სადისტრიბუციო კომპანიები ცდილობენ არსებული ფასები შეინარჩუნონ იმიტომ, რომ რეალიზაცია არ შემცირდეს. მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა იმდენად არის შემცირებული, რომ ამის რეალური საშიშროება იქმნება, რეალიზაციის შემცირებით კი, პირველ რიგში სადისტრიბუციო კომპანიები ზარალდებიან. შეიძლება ითქვას, რომ დისტრიბუტორები ფასებს დიდი ძალისხმევის ფასად „იჭერენ“.
 
-ეს მათთვის წამგებიანი არ არის?
 
-სამწუხაროდ, წამგებიანია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო: ძალიან ბევრი კომპანია მუშაობს იმის გამო, რომ გადარჩეს, შეინარჩუნოს რეალიზაცია და ჯერჯერობით უარს ამბობს ფასების მატებაზე თუნდაც იმ იმედით, რომ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს. ვისაც ამის საშუალება აქვს, ფასებს ინარჩუნებს, მაგრამ ვისაც არც მარაგი აქვს და არც - ფინანსური შესაძლებლობა, აძვირებს. არიან კომპანიები, რომლებმაც გაძვირებისაგან თავი შეიკავეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში არ გააძვირებენ. თუ ასე გაგრძელდა, იანვარ-თებერვალში ფასები მოიმატებს. ამის თქმის უფლებას ისიც მაძლევს, რომ წლის ბოლოა და ამ დროს საქართველოში საბიუჯეტო თანხებს ერთბაშად ხარჯავენ, ეს კი, პირდაპირ მოქმედებს ლარის კურსზე. მთავრობამ როგორღაც უნდა დააბალანსოს საბიუჯეტო თანხის ხარჯვა, რომ 2018 წლის ბოლოს მიმოქცევაში ძალიან დიდი რაოდენობით ლარი არ გამოვიდეს. ეს საკითხი ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ და ოფიციალურმა სტრუქტურებმა უნდა მოაგვარონ, თორემ გაძვირებას ვერსად გავექცევით.
 
-და ბოლოს, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა თქვენი ბიზნესისთვის?
 
-ეს საკმაოდ რთული ბიზნესია, რომელსაც თან დიდი რისკი ახლავს. ამჟამად ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა დაუცველობაა: საცალო ქსელში დაგროვილია ძალიან დიდი დავალიანება, რომელიც მაღაზიებს ჩვენს მიმართ აქვთ. მეწარმეს ნებისმიერ დროს შეუძლია მაღაზია მიკეტოს, წავიდეს და ჩვენი ვალი გაიყოლოს. ამ მხრივ საქართველოში ყველა სადისტრიბუციო კომპანია დაუცველია. ბანკში სესხის აღებამდე ვიღაც თავდებში უნდა ჩაგიდგეს, ან ეს სესხი იპოთეკით უნდა დატვირთო, ჩვენს შემთხვევაში კი, ვალის დაბრუნების გარანტია არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ამ საკითხზეც უნდა იმუშაოს: რაღაც დამცავი მექანიზმი უნდა შემუშავდეს, თორემ არ შეიძლება 21-ე საუკუნეში ბიზნესი ასე დაუცველი იყოს.
 
ხათუნა ჩიგოგიძე
 
businesspost.ge