EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« იცით თუ არა რომ ... »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-29 20:41:05

იცით თუ არა რომ ...
1. ანდორა – ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც საფოსტო გზავნილები უფასოა.
2. ერთ წელიწადში 31 557 600 წამია.
3. შამპანიურის საცობის სიჩქარე 14 მ/წმ-ია, ხოლო სიმაღლეში დაახლოებით 12 მ-მდე ააღწევს.
4. პირველი რეკლამა გამოქვეყნდა ინგლისში, 1477 წელს.
5. IBM -ს ოფიციალური დევიზია: “Think!” (იფიქრე)
6. რუსეთში “მარლენი” კაცის სახელია, ხოლო დასავლეთში – ქალის.
7. იაპონური ანდაზის მიხედვით : “კარგი ქმარი ყოველთვის ჯანმრთელია და არასდროს არის სახლში.”
8. ტარიფი – სწორედ ამ კუნძულზე , პირველად მსოფლიოში, დააწესეს გადასახადი პორტში გემების გაჩერებისთვის.
9. ყოველთვის, როცა თქვენ კონვერტს ენით ასველებთ, თქვენ 1/10 კალორიას წვავთ.
10. სარეცხი საშუალებების ბაზარზე “Tide” იკავებს 70 %-ს.
11. სიგარეტ “Camel”-ზე გამოსახული აქლემის სახელია “ბებერი ჯო.”
12. კინოში, როდესაც სურთ ეფექტურად გააკეთონ ნამსხვრევები და კედლები გასროლის შემდეგ, შაშხანას ტენიან მარმარილოს ტყვიებით.
13. მეცნიერებმა გამოითვალეს ჯოჯოხეთის ტემპერატურა ბიბლიის ციტატებზე დაყრდნობით. ეს მაჩვენებელი არის 718 გრადუსი.
14. პენტაგონის ბიუროში დარეგისტრირებულია 186 ხერხი ხვრინვის წინააღმდეგ (არცერთი მათგანი არ “მუშაობს” ).
15. რა შეიძლება დაიჭიროთ მარცხენა ხელით, რასაც მარჯვენათი ვერ დაიჭერთ?? ეს არის მარჯვენა ხელის იდაყვი.
16. ტყუილად ცადეთ, მაინც არ გამოგივიდათ….
17. თავდაპირელად, ავსტრალიის 50 ცენტიანი მონეტები 2 დოლარის ღირებულების ვერცხლს შეიცავდა.
18. მეორე მსოფლიო ომის დროს, მეტალის ეკონომიის მიზნით, “ოსკარის” ჯილდოებს ხისგან ამზადებდნენ.
19. მიუხედავად კუზისა, აქლემის ხერხემალი სწორია.
20. ბეჰემოტები წყლის ქვეშ მშობიარობენ.
21. სარა ბერნარმა 13 წლის ჯულიეტას როლი 70 წლის ასაკში ითამაშა.
22. პოლარულ დათვებს შეუძლიათ განავითარონ 40 კმ/სთ სიჩქარე.
23. ნორმალური ზომის ფურცლის გადაკეცვა შესაძლებელია მაქსიმუმ 7-ჯერ.
24. სპილო არის ერთადერთი ცხოველი, რომელსაც 4 მუხლი აქვს.
25. წელიწადში ხდება დაახლოებით 500,000 შესამჩნევი მიწისძვრა. ამათგან 100,000-ის შეგრძნებაა შესაძლებელი, ხოლო 100 მათგანი იწვევს ზარალს.
26. ენა არის სხეულის ერთადერთი კუნთი რომელიც მხოლოდ ერთი მხრიდანაა მიმაგრებული სხეულს.
26. ადამიანების დაახლოებით ორი მესამედი კოცნისას თავს ხრის მარჯვნივ.
27. ყავის მსმელებს უფრო ხშირად აქვთ სექსი ვიდრე ყავის “არმსმელებს”. ამასთანავე ისინი უფრო ღებულობენ სიამოვნებას.
28. ფუტკრების დედოფალი დღეში დებს 1500 კვერცხს.
29. აშშ-ს არცერთი პრეზიდენტი არ იყო დედისერთა.
30. მინქაფა არის ერთადერთი ქვა, რომელიც წყალზე ტივტივებს.
31. ინტერნეტში არსებულ სურათების 80%-ზე არის ტიტველი ქალი.
32. შეუძლებელია გახელილი თვალებით დაცემინება.
33. საშუალოდ ქალის გული უფრო ხშირად ცემს ვიდრე კაცის.
34. საშუალოდ ქალის კანი  იწონის 3 კილოგრამს, კაცის კი 5 კილოგრამს.
35. გერმანელები არიან ყველაზე მაღლები.
36. კოცნა უფრო უსაფრთხოა ვიდრე ხელის ჩამორთმევა.
37. 111,111,111 x 111,111,111 = 12,345,678,987,654,321
38. ზეთისხილის ხეს შეუძლია 1500 წელი იცხოვროს.
39. კლეოპატრა განათხოვარი იყო საკუთარ ორ ძმაზე.
40. დოლარის ”დაშლის” ანუ დახურდავების 293 კომბინაცია არსებობს.
41. დედამიწის წონა შეადგენს დაახლოებით 6,588,000,000,000,000,000 ტონას.