EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ახალი საშიში თამაში, რომელიც ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენს ბავშვზე »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2018-12-14 01:28:56

ახალი საშიში თამაში, რომელიც ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენს ბავშვზე

danger-games

„მოგესალმებით, დღეს ჩვენს კლასში ბავშვებმა ინტერნეტში გავრცელებული „გრენი” ითამაშეს და რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანეს – დღეს სკოლაში განსაკუთრებით აქტიურად იქცეოდნენ. ეს არის საშიში თამაში, რომელიც ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენს ბავშვზე. გთხოვთ, გააკონტროლოთ ბავშვის მობილური ტელეფონები. თავად გადმოვწერე და პირველი ტური რომ ვითამაშე, ძალიან ცუდად გავხდი. ამას რომ 7 წლის ბავშვი ნახავს, მის ფსიქიკას რა დაემართება?! 50 მილიონი ჩამოტვირთვა აქვს და 6-დან 10-წლამდე ბავშვებზეა გათვლილი. თამაშის მიზანია ბავშვი თამაშდამოკიდებული გახადოს, ბოლოს კი დავალებებს აძლევენ, „ლურჯი ვეშაპის” მსგავსად”, – ეს შეტყობინება მშობლებმა ერთ-ერთი სკოლის პირველი კლასის დამრიგებლისგან მიიღეს.
თამაშს „ბებია” ანუ ინგლისურად „Granny” ჰქვია და აპლიკაციის ჩამოტვირთვა ყველასთვის ხელმისაწვდომია. მშობლებს სწორედ მისი სახელი აბნევს, წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რომ თამაში, სახელწოდებით „ბებია”, შეიძლება ფსიქოლოგიურად ატერორებდეს მათ შვილებს. ზომბის ტანსაცმელში გადაცმული ბებია სახლში გატყვევებთ. თამაშის მთელი არსი სახლიდან თავის დაღწევაში მდგომარეობს, თუ გიპოვათ, გკლავთ. ეკრანზე სისხლის შხეფები, გრენის ნაბიჯების ხმა, შიში, დამთრგუნველი მუსიკა – ეს თამაში შემზარავია.
ნინო ინასარიძე , მშობელი:
„წყნარი შვილი მყავს, არა და, ბოლო დროს ძილში ტიროდა. რომ ვეკითხებოდი მიზეზს, ვერ მპასუხობდა, ოთახში მარტო არ დამტოვოო, მთხოვდა. ერთ დღეს დამრიგებელმა მშობლები დაგვიბარა, თქვენი შვილები ძალიან აგრესიულები არიან და ხშირად ახსენებენ „გრენისო” . ამის შემდეგ გადმოვიწერე ეს თამაში და ცუდად გავხდი…მშობლებო, გაფრთხილებთ – „გრენი”, „ფრედი” და „სლენდერმენი” საშიში თამაშია. სანამ ბავშვი თამაშის ბოლო ეტაპამდე გავა, შესაძლოა, ფსიქიკურად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს”, – აცხადებს ანინო ინასარიძე.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა”